სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებელის ინიციატივით მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემა:" სააღდგომო ნატურმორტი"
სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას
ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
მათემატიკაში;
პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
• თეატრის დღეებს;
• ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• ქართული ცეკვა;
• N20 მუსიკალური სკოლა;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• კინგბოქსინგი;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
გამოფენა
- 2
კალიგრაფია
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.
6
მასტერკლასი
სკოლა ენ-ჯიში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი I/ბ და IV/ბ კლასში თემაზე: “მასტერკლასი სააღდგომო კვერცხებისა და კულიჩების გაფორმებაში”
19
დედაენის დღე
სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში ქართული ენის, რუსული ენის, ბუნების, ხელოვნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით ჩატარდა “КНВ”
6
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “ანტონიო გაუდის არქიტექტურა”
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიტიატივით I/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “მე და ჩემი ოჯახი”
ღია კარის დღეები
ძვირფასო მშობლებო,
2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.
იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.
პატივისცემით,
დირექცია
მწერალის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ორგანიზებით სკოლაში გვესტუმრა წიგნთა ავტორი კატო ჯავახიშვილი, რომელიც შეხვდა V/ა კლასის მოსწავლეებს.
ვიზიტი კონოთეატრში
11 აპრილს, სკოლა ენ-ჯის ინგლისურის მასწავლებლებმა, კათედრის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის თანახმად, VI/ბ, VIII/ბ და IX/ა კლასები წაიყვანეს კინოში, ინგლისურენოვანი ფილმის საყურებლად.
1
ვიზიტი თოჯინების მუზეუმში
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით II/ბ და IV/ბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თოჯინების მუზეუმს.
5
დოკუმენტალური ფილმის ჩვენება
სკოლა ენ-ჯის ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით IX/ა კლასში ჩატარდა დოკუმენტალური ფილმის ჩვენება: “9 აპრილი”. განიხილეს იმ პერიოდის აქტუალური საკითხები და რა შედეგი დადგა ამ ტრაგედიის შემდეგ 2 წელიწადში საქართველოსთვის. დღე ტრაგედიის და დღე სიხარულის.
ალეკო შეღლაძის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით სტუმრად გვყავდა თანამედროვე ავტორი, ალეკო შუღლაძეს. კითხვის საათის ფარგლებში განიხილეს ავტორის წიგნი და გაიმართა საინტერესო დისკურსი, შეხვედრას ესწრებოდა VIII-IX/ა კლასის მოსწავლეები.
ფრენბურთის ტურნირი
სკოლა ენ-ჯიში მოსწავლეთა სათათბიროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი VIII-IX/ა/ბ კლასებს შორის.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის X/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: მათემატიკა/გეოგრაფია თემაზე: “მდგრადი განვითარების ტურიზმი და მისი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი”
საბიბლიოთეკო კვირეული
4 აპრილს სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული -
რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს - „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა.
სტუმარი
სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
მწვანე ეკონომიკის სექტორები;
მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
ბიო პროდუქტების წარმოება;
თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.2
ვიზიტი თეატრში
სკოლა ენ-ჯის III-VI კლასის მოსწავლეემა ესტუმეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს სპექტაკლზე: “წითელკანიანთა ბალადა”
1
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასი ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი მშობლის საათი თბილისის დედაქალაქში, მოსწავლეებმა მოინახულეს თბილისის ბუნება და არქიტექტურა.
1
გამოფენა
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.
3
თეატრის დღე გიმნაზიაში
გიმნაზიასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრს "მოდი ნახე"-ს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში
24 თებერვალს VI-XII კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თეატრს და დაესწრნენ სპექტაკლს - „კუკარაჩა“
თეატრის დღე გიმნაზიაში
3გიმნაზიასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრს "მოდი ნახე"-ს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე
16 თებერვალს I-V კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თეატრს და დაესწრნენ სპექტაკლს - „ჯადოსნური თეთრი და შავი ვარდი“
14 თებერვალი ახალ ქართულ გიმნაზიაში
14 თებერვალი
ახალ ქართულ გიმნაზიაში
მედიაწიგნიერების გაკვეთილი ბიბლიოთეკაში
ფრანგი მწერლის, სათავგადასავლო ლიტერატორის მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანების ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელის, ჟიულ ვერნის დაბადების დღესთან დაკავშირებით,ბიბლიოთეკარმა ვიქტორია მგელაძემ და მედიაწიგნიერების პედაგოგმა, შორენა ტალიკიშვილმა მოაწყეს შეხვედრა სახელწოდებით " ჟიულ ვერნის დღე". (ჟიულ ვერნი დაიბადა 8 ოქტომბერს). ბიბლიოთეკის მასპინძლები იყვნენ მეხუთე კლასის მოსწავლეები, რომლებიც გაეცნენ ჟიულ ვერნის მეცნიერულ სტილს. განხილული გახლდათ რომანი "საიდუმლო კუნძული" , რამაც ბავშვებში წიგნის სრულად წაკითხვის ინტერესი გამოიწვია.
3
"მშობლის საათი"
გიმნაზიაში წარმატებით გრძელდება სასკოლო პროექტი - "მშობლის საათი."
7ბ კლასში მშობელმა, ნატალია ალექსეევამ, კლასთან ისაუბრა დიზაინერის პროფესიაზე.
ქიმია ვირტუალურ ლაბორატორიაში
ქიმიის გაკვეთილები ჯერ ტარდება ვირტუალურ ლაბორატორიაში და შემდეგ კი თავისი ხელებით ატარებენ ცდებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში. ასეთი გაკვეთილები ტრდება გიმნაზიაში <3
ტელეხელოვნების კლუბის "tvინკოგნიტო და გიმნაზია" ნამუშევრები
მეგობრებო, გადაავლეთ თვალი ჩვენი ტელეხელოვნების კლუბის წევრების და მათი ხელმძღვანელის ქ-ნი მანანა(მანჩო) გაბრიჭიძის ნამუშევრებს.
რა გვინდა და რას გვეგმავთ
ლინკზე შემოგთავაზებთ ინტერვიუს გიმნაზიის კონსულტატთან სასწავლო-აღმზრდელობით დარგში ელზა ბადაშვილთან.
გილოცავთ ახალ წელს
ძვირფასო მშობლებო, ბავშვებო და გიმნაზიის გულშემატკივრებო, ჩვენი პედაგოგები გილოცავენ ახალ წელს <3
გილოცავთ
ანა ბეჟანიშვილს 2022 წლის გაზაფხულის სეზონის კიმგსის ქართული ენის ლიგაზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს <3.
სანდრო საქუაშვილს 2022 წლის გაზაფხულის სეზონის კიმგსის ლიგაზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს <3 .
ლიზა ჯიქიას 2022 წლის გაზაფხულის სეზონის კიმგსის ინგლისური ენის ლიგაზე მონაწილეობის სერთიფიკატს <3.
„ახალი ქართული გიმნაზია“ იწყებს 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველ კლასელთა რეგისტრაციას ქართულ და რუსული სექტორზე The New Georgian Gymnasium starts the registration of first graders for the 2023-2024 academic year on the Georgian and Russian sectors
I-IV კლასებში სასწავლო აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00-18:00 საათამდე.
ყველა ძირითად საგანთან ერთად, რომელიც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმით, ასევე ისწავლება - მეტყველება, ჭადრაკი და ქართული ცეკვა. პირველივე კლასიდან ინგლისურ ენასთან ერთად ისწავლება - ფრანგული ან რუსული ენა. თითოეულ საგანში ადგილზე ხდება ცოდნის ათვისება/გამყარება.
სისტემატურად ტარდება ტარდება:
- ფსიქოლოგის საათი;
- კლასის საათი;
- მშობლის საათი;
დღის მეორე ნახევარში ყურადღება ეთმობა სასკოლო პროექტებზე მუშაობას.
კლასში მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრულია 22 მოსწავლით.
სწავლების წლიური გადასახადი შეადგენს - 4000 ლარი (სწავლების ღირებულებაში არ შედის კვების და ტრანსპორტის ღირებულება).
- ოჯახიდან ორი ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში, მოქმედებს ფასდაკლება;
- სწავლების საფასურის გადახდა ხორციელდება მშობელზე მორგებული გრაფიკით;
ბუფეტთან და სატრანსპორტო კომპანიასთან მშობელი ხელშეკრულებას აფორმებს ცალკე.
მოსწავლეების მიღება მოხდება გასაუბრების საფუძველზე, მოსწავლის გასაუბრებაზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ აღნიშნული ბმული - https://docs.google.com/forms/d/1ha-9giX5Ha03iPEOa-wbCPYSTcLpryYsW64ECBgAaqA/edit
გასაუბრებაზე დაბარება მოხდება 2023 წლის თებერვლიდან.
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67
591 415111
ელექტრონული ფოსტა: newgeorgiangymnasium@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngg.edupage.orgვებ გვერდი: https://ngg.edupage.org/
რა გვინდა და როგორ გვინდა
მოუსმინეთ ინტერვიუს, რომელიც ჩვენმა გიმნაზიელებმა ჩაწერეს
24
თეატრის დღე გიმნაზიაში
18 ნოემბერს და 25 ნოემბერს გიმნაზიაში დაგეგმილი იყოს "თეატრის დღე".
გიმნაზიასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრს "მოდი ნახე"-ს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე
VII-XI კლასების მოსწავლეები დესწრნენ სპექტაკლ "ჯინსების თაობა"-ს,
I-VI კლასის მოსწავლეები - სპექტაკლ "ცისკარა"-ს.
გასვლითი გაკვეთილი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში
10 ნოემბერს გიმნაზიის ქართული სექტორის VIII, IX, X და რუსული სექტორის VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები და პედაგოგები (ლ.შონია, თ.ბანცური,ნ.ღარიბაშვილი,მ.ნონეშვილი) ეწვივნენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს.
ეს იყო დიდებული, თანამედროვედ რესტავრირებული, ელექტრონული წიგნებით, უნიკალური ექსპონატებითა და საგამოფენო სივრცეებით მოწყობილი შენობა.
მადლობა მუზეუმის მესვეურებს და გიდებს შესანიშნავი გაკვეთილისთვის.
ილია ჭავჭავაძე
დაბადება - 1837 წლის 8ნოემბერი (ყვარელი),
მოკლულია - 1907 წლის 12 სექტემბერი (წიწამური).
ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ქართველთა გათითოკაცებაზე, მამულის ცნების საკუთარ ეზო-კარამდე დავიწროებაზე, სხვისი ჭირის ჩხირად ქცევაზე, გულმხურვალე ადამიანთა ნაკლებობაზე წერდა...
8
სასკოლო პროექტის პრეზენტაცია
ა.წლის 8-9 ნოემბერს გიმნაზიაში ჩატარდა სასკოლო პროექტის "ჩემი თვალით დანახული თბილისი"-ის პრეზენტაცია I-X კლასებში. საპროექტო მუშაობაში მონაწილეობდა ყველა კლასის დამრიგებელი და დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში ინგა ადახი.
513
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ტრენინგი
ა.წლის 28 ოქტომბერს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა ხათუნა ბიწკინაშვილმა სკოლის პერსონალს ჩაუტარა ტრენინგი და გააცნო ხანძრის დროს ქცევის წესები და ცეცხლმაქრის მოხმარების წესი.
სკოლის პროექტი “რა არის ჩემთვის სამშობლო” პრეზენტაცია
27 ოქტომბერს ჩატარდა სასკოლო პროექტის “რა არის ჩემთვის სამშობლო” პრეზენტაცია.