• სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას

        ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        მათემატიკაში;

        პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        • თეატრის დღეებს;

        • ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • ქართული ცეკვა;

        • N20 მუსიკალური სკოლა;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • კინგბოქსინგი;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

          • გამოფენა

          • სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებელის ინიციატივით მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემა:" სააღდგომო ნატურმორტი"

          • კალიგრაფია

          • სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.

          • მასტერკლასი

          •  

            სკოლა ენ-ჯიში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი I/ბ და IV/ბ კლასში თემაზე: “მასტერკლასი სააღდგომო კვერცხებისა და კულიჩების გაფორმებაში”

          • დედაენის დღე

          •  

            სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.

          • პროექტი

          •  

             

            სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “ანტონიო გაუდის არქიტექტურა”

          • პროექტი

          • სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიტიატივით I/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “მე და ჩემი ოჯახი”

          • ღია კარის დღეები

          •  

            ძვირფასო მშობლებო,

            2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის  ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით. 

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.

            პატივისცემით,

            დირექცია 

          • მწერალის ვიზიტი სკოლაში

          • სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ორგანიზებით სკოლაში გვესტუმრა წიგნთა ავტორი კატო ჯავახიშვილი, რომელიც შეხვდა V/ა კლასის მოსწავლეებს.

          • ვიზიტი კონოთეატრში

          • 11 აპრილს, სკოლა ენ-ჯის ინგლისურის მასწავლებლებმა, კათედრის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის თანახმად, VI/ბ, VIII/ბ და IX/ა კლასები წაიყვანეს კინოში, ინგლისურენოვანი ფილმის საყურებლად.

          • დოკუმენტალური ფილმის ჩვენება

          •  

            სკოლა ენ-ჯის ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით IX/ა კლასში ჩატარდა დოკუმენტალური ფილმის ჩვენება: “9 აპრილი”. განიხილეს იმ პერიოდის აქტუალური საკითხები და რა შედეგი დადგა ამ ტრაგედიის შემდეგ 2 წელიწადში საქართველოსთვის. დღე ტრაგედიის და დღე სიხარულის.

          • ალეკო შეღლაძის ვიზიტი სკოლაში

          •  

            სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით სტუმრად გვყავდა თანამედროვე ავტორი, ალეკო შუღლაძეს. კითხვის საათის ფარგლებში განიხილეს ავტორის წიგნი და გაიმართა საინტერესო დისკურსი, შეხვედრას ესწრებოდა VIII-IX/ა კლასის მოსწავლეები. 

          • ფრენბურთის ტურნირი

          • სკოლა ენ-ჯიში მოსწავლეთა სათათბიროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი VIII-IX/ა/ბ კლასებს შორის.

          • ინტეგრირებული გაკვეთილი

          • სკოლა ენ-ჯის X/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: მათემატიკა/გეოგრაფია თემაზე: “მდგრადი განვითარების ტურიზმი და მისი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი”

          • საბიბლიოთეკო კვირეული

          • 4 აპრილს სკოლა ენ-ჯის  ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული - 
            რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს -  „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. 

          • სტუმარი

          • სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
            მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
            გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
            მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
            მწვანე ეკონომიკის სექტორები;
            მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
            ბიო პროდუქტების წარმოება;
            თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
            მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.

          • ვიზიტი თეატრში

          • სკოლა ენ-ჯის III-VI კლასის მოსწავლეემა ესტუმეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს სპექტაკლზე: “წითელკანიანთა ბალადა”

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასი ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი მშობლის საათი თბილისის დედაქალაქში, მოსწავლეებმა მოინახულეს თბილისის ბუნება და არქიტექტურა. 

          • გამოფენა

          • სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.

          • ჯანსაღი ცხოვრების წესი

            უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 2021 წლის 15 ოქტომბერს 1ბ კლასში და 17 ნოემბერს 3ბ კლასში ჩატარდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება, შემდგომ დისკუსია და ერთობლივი პლაკატის შექმნა/პრეზენტაცია.

             

             

             

          • უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები

             

            მშობელთა და მოსწავლეთა საყურადღებოდ!

            გაეცანით გიმნაზიის "უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესს და პირობებს"

            თავი I. ზოგადი დებულებები

             

            მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

            1. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანების შესაბამისად და ადგენს შპს „ახალ ქართულ გიმნაზიაში“ (შემდგომში – სკოლა) სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელ პრევენციულ და უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს განსახორციელებელ ღონისძიებებს;
            2. წესის მიზანია:

            ა. ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება;

            ბ. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;

            გ. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება;

            დ. უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა;

            ე. სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობა.

             

            მუხლი 2. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მექანიზმები

            1. სკოლა  ვალდებულია შექმნას მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო.
            2. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის სკოლა ვალდებულია:
              1. განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები;
              2. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისას  უზრუნველყოს  შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
            3. სასკოლო პროცესის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი  წესრიგისა და დისციპლინის  დაცვაზე პასუხისმგებელი პირია უსაფრთხოების მენეჯერი;
            4. უსაფრთხოებისა   და   საზოგადოებრივი   წესრიგის   დაცვის   უზრუნველყოფის მიზნით, სკოლაში განთავსებულია ხანძარსაწინააღმდეგო   ინვენტარი   და ევაკუაციის გეგმა ყველა სართულზე;

             

            თავი II. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები

             

            მუხლი 3. ინფორმირებულობის უზრუნველყოფა

            ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით, სკოლა ვალდებულია სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს:

            ა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“-ის ცხელი ხაზის ნომერი – 112 (შემდგომში – 112);

            ბ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნომერი – 2 200 220;

            გ. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე დირექტორის მიერ განსაზღვრული პირის - მობილური ტელეფონის ნომერი;

            ე. საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზი – 598 08 30 06 (1481).

             

             

            მუხლი 4. მოსწავლეთა უფლებებისა და წესების გაცნობა

            1.   სკოლის   დირექციის  წარმომადგენელნი   სასწავლო   წლის განმავლობაში მოსწავლეებს აცნობენ სკოლის საგანგებო სიტუაცებზე რეაგირების გეგმას, უფლებებსა და წესებს;

            2.  მოსწავლეებისათვის  მოსწავლის  უფლებებისა  და  წესების  გაცნობა  შესაძლებელია განხორციელდეს მისი ვიზუალიზაციით,  სახელოვნებო/შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით და სხვა ღონისძიების ორგანიზების სახით.

             

            მუხლი 5. ფსიქოლოგიური დახმარების მიღება

            1.  მოსწავლეებს, სკოლის  დირექციის  წარმომადგენლებს ან/და მასწავლებლებს ფსიქოლოგიური დახმარების მიღება შეუძლიათ სკოლის ფსიქოლოგთან.

            2.  ფსიქოლოგიური  დახმარების  ფარგლებში  ფსიქოლოგი  მოსწავლეს,  სკოლის  დირექციის  წარმომადგენელსა  და  მასწავლებელს  უწევს  კონსულტაციას პრობლემების  შესაძლო  გადაჭრის  გზებთან  დაკავშირებით,  ამასთან  იმ  შემთხვევაში,  თუ  აუცილებელია პრობლემის     გადაჭრის     მიზნით     ფსიქოლოგიური     მომსახურების     მიღება,     უწევს     კონსულტაციას ფსიქოლოგიური    მომსახურების    მიღების    გზებთან   დაკავშირებით   და   უხსნის   აღნიშნული   სერვისის მნიშვნელობას.

             

            მუხლი 6. საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები

            1. სკოლა  ვალდებულია  სასწავლო  წლის  განმავლობაში  სულ  მცირე  ერთხელ  აწარმოოს  მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანია:

            ა. ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ;

            ბ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ;

            გ. ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ;

            დ. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით.

            1. მოსწავლეებისათვის  საგანმანათლებლო-საინფორმაციო  კამპანია სკოლამ  შეიძლება  აწარმოოს  ამ  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე:

                     ა. დისკუსიების/დებატების მოწყობით;

            ბ. საკლასო/სასკოლო ესეების კონკურსის გამართვით;

            გ. საკლასო/სასკოლო ნახატების კონკურსის გამართვით;

            დ. სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებით;

            ე. საკლასო/სასკოლო თეატრალური წარმოდგენების გამართვით;

            ვ. ფილმების/ვიდეორგოლების ჩვენებით;

            ზ. როლური თამაშების გამართვით;

            თ. სხვადასხვა ხასიათის კვირეულების მოწყობით (მაგ: დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული);

            ი. მართლწესრიგის ოფიცერთან ან/და უბნის ინსპექტორთან მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით;

            კ. უმაღლესი    საგანმანათლებლო    დაწესებულების    ფსიქოლოგიის/სამართლის/სოციალური    მუშაობის მიმართულების   ბაკალავრიატის    დამამთავრებელი   კურსის   სტუდენტების   ან/და   მაგისტრანტებისა   და მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით;

            ლ. შესაბამის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით და სხვა;

            1. სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ აწარმოოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენლებთან     საგანმანათლებლო-საინფორმაციო     ხასიათის     ღონისძიებები    ისეთ    საკითხებზე, როგორიცაა:

            ა. მშობლის როლი ბავშვის განათლებაში და აღზრდაში;

            ბ. შვილთან ეფექტური კომუნიკაცია;

            გ. ძალადობა (მათ შორის ნაადრევი ქორწინება) და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;

            დ. ოჯახში ძალადობა და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;

            ე. ბულინგი, კიბერბულინგი და მათი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;

            ვ. ჯანსაღი ცხოვრების წესი;

            ზ. სხვა   საკითხები,   რომლებიც   უზრუნველყოფს   კანონიერი   წარმომადგენლის   ჩართულობის  ამაღლებას მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში.

             

            მუხლი 7. დირექტორის უფლებამოსილებები და ვალდებულებები

             

            1. დირექტორი  ხელს უწყობს და უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში უსაფრთხოების მენეჯერის და სკოლის სტრუქტურული ერთეულების  კოორდინირებულ მუშაობას;
            2. დირექტორი :

            ა.  განიხილავს  სკოლის  ტერიტორიაზე  სასკოლო  დროს  უსაფრთხოებისა  და  საზოგადოებრივი  წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, იღებს შესაბამის რეკომენდაციებს და იღებს გადაწყვეტილებას შემდგომი რეაგირებისათვის;

            ბ. უფლებამოსილია  მოისმინოს და შეიმუშაოს  ინიციატივები  სკოლის  ტერიტორიაზე  სასკოლო  დროს  უსაფრთხოებისა  და საზოგადოებრივი     წესრიგის     დაცვასთან     დაკავშირებით     საგანმანათლებლო-საინფორმაციო     ხასიათის ღონისძიებების ჩატარების შესახებ.

            გ. მოსწავლეთა/კანონიერ     წარმომადგენელთა საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების ორგანიზების მიზნით დაგეგმოს  შემდეგი აქტივობები:

            • მოიწვიოს ფსიქოლოგები;
            • მოიწვიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფსიქოლოგიის/სამართლის/სოციალური მუშაობის მიმართულების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან/და მაგისტრანტები;
            • მოიწვიოს მართლწესრიგის ოფიცერი ან/და უბნის ინსპექტორი;
            • მოიძიოს ღონისძიების ორგანიზატორი საერთაშორისო ან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

             

            თავი III. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები

             

            მუხლი 8. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა

            1. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას წარმოადგენს:

            ა) საგანგებო სიტუაციები (ხანძარი, მიწისძვრა,  და ა.შ.);

            ბ)  საზოგადოებრივი  ჯანმრთელობისათვის  რისკის  შემცველი  (ფართო  გავრცელების  პოტენციალის  მქონე) გადამდები დაავადების შემთხვევა სკოლაში (შემდგომში – გადამდები დაავადების შემთხვევა).

            გ) სუიციდური აზრი, სუიციდის მცდელობა, სუიციდი;

            დ) თვითდაზიანება;

            ე) ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენა ან სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინება;

            ვ)   მოსწავლის   მიერ   საქართველოს  კანონმდებლობით  აკრძალული  ნივთის,  სავარაუდო  დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის  ჩადენის  იარაღის  ქონა,  ასევე  იმ  საგნის  ქონა,  რომელსაც  სავარაუდო დისციპლინური   გადაცდომის/სამართალდარღვევის   ჩადენის   კვალი   ატყვია,  სავარაუდო  დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის   ქონა,   რომლებიც   საჭიროა   სავარაუდო   დისციპლინური   გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად;

            ზ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ თამბაქოს, ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების,    მისი    ანალოგის,    პრეკურსორის,    ახალი    ფსიქოაქტიური    ნივთიერების,    ფსიქოტროპული ნივთიერების,  მისი  ანალოგის  ან  ძლიერმოქმედი  ნივთიერების  შეტანა,  რეალიზაცია,  მოხმარება  სკოლის ტერიტორიაზე ან/და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;

            თ)  მოსწავლის  საგაკვეთილო  პროცესზე  გამოუცხადებლობა  ან/და დაგვიანება  საპატიო  მიზეზის  გარეშე,  იმ შემთხვევაში,     როდესაც     აღნიშნულის     შესახებ     მოსწავლის    კანონიერი    წარმომადგენელი    არ    არის ინფორმირებული, ასევე მოსწავლის მიერ საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვება შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე;

            ი) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა;

            კ)   მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ჩადენილი   საქართველოს   სისხლის   სამართლის   კოდექსითა   და საქართველოს    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსით    გათვალისწინებული    ნებისმიერი სამართალდარღვევა;

            ლ) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ბულინგის ან კიბერბულინგის ჩადენა;

            მ) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნის მიხედვით;

            ნ) მოსწავლის დესტრუქციული ქცევა;

            ო)    მოსწავლის    მიერ    ფულის/ნივთის    უნებართვოდ   აღება,    ფულის   შეგროვება,   ფულის/ნივთის   სხვა მოსწავლისათვის იძულების ნებისმიერ ფორმით გამორთმევა;

            პ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების ხელყოფა;

            ჟ)  სხვა  გარემოება  ან/და  ქმედება,  რომელმაც  შეიძლება  სკოლის  ტერიტორიაზე  სასკოლო  დროს  საფრთხე შეუქმნას    იქ    მყოფ    პირთა    სიცოცხლეს    ან/და    ჯანმრთელობას    ან/და    ქონებას,    სკოლის    გამართულ ფუნქციონირებას ან/და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, ასევე სკოლის შინაგანაწესის, მოსწავლის ქცევის კოდექსისა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა.

             

            მუხლი 9.  საგანგებო  სიტუაციების  დროს  უსაფრთხოებისა  და  საზოგადოებრივი  წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები

             

            1. საგანგებო   სიტუაციების   დროს   უსაფრთხოების მენეჯერი   ან/და   სკოლის   დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში რეკავს განგაშის ზარს და საფრთხის შესახებ ატყობინებს შენობაში მყოფ ყველა პირს.
            2.  განგაშის ზარის დარეკვისთანავე სავალდებულოა სასწავლო პროცესის შეწყვეტა.
            3. უსაფრთხოების მენეჯერმა   ან/და   სკოლის   დირექტორის მოადგილემ სამეურნეო დარგში უნდა  უზრუნველყოს სიმშვიდის შენარჩუნება და პანიკის აღკვეთა.
            4. უსაფრთხოების მენეჯერი   ან/და   სკოლის   დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში წარმომადგენელი   უკავშირდება   „112“-ს, აცნობებს  საგანგებო  სიტუაციის  თავისებურებებს,  საგანგებო  სიტუაციის  წარმოქმნის  მიზეზს,  სავარაუდო მასშტაბებს, არსებულ ვითარებას.
            5. უსაფრთხოების მენეჯერი   ან/და   სკოლის   დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში უზრუნველყოფენ სკოლის შენობაში მყოფი პირების განთავსებას უსაფრთხო ადგილას.
            6.  კლასის დამრიგებელი აღრიცხავს თავისი კლასის მოსწავლეებს, ადგენს და აღრიცხავს დაკარგული ადამიანების რაოდენობას და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გადასცემს შესაბამის პირებს, ასევე, უზრუნველყოფს   მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენლის   ინფორმირებას;
            7. სკოლის   დირექტორი   ვალდებულია   საგანგებო   სიტუაციების   შესახებ   დაუყოვნებლივ   შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოებს.
            8. საგანგებო სიტუაციის დროს, სიტუაციის გათვალისწინებით, რეკომენდებულია:
              1.  გაზის, ელექტროხელსაწყოების, წყალსადენი ქსელის გათიშვა;
              2. შენობაში  არსებული  დოკუმენტაციის,  კომპიუტერული  ტექნიკის,  ლაბორატორიული  მოწყობილობების, ნივთების და ინვენტარის შეძლებისდაგვარად განთავსება შენობის უსაფრთხო ნაწილში.

            9. გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის შეჩერების, შეწყვეტის ან განახლების           შესახებ   ინდივიდუალური   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი   აქტით   იღებს მინისტრი,     დირექტორის მიმართვის საფუძველზე.   

             

            მუხლი    10.    უსაფრთხოებისა    და    საზოგადოებრივი    წესრიგის    დაცვის    მიზნით    განსახორციელებელი ღონისძიებები     საზოგადოებრივი     ჯანმრთელობისათვის     რისკის     შემცველი    გადამდები     დაავადების შემთხვევის დროს

             

            1. სკოლაში გადამდები დაავადებების შემთხვევის გამოვლენისას სკოლის ექიმი/სკოლის დირექციის წარმომადგენელი დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
            2. ამ   მუხლის   პირველი   პუნქტით   გათვალისწინებული   შეტყობინების   შემდგომ,   სკოლაში   გადამდები დაავადებების  შემთხვევის  გამომვლენი  სკოლის  ექიმი დაუყოვნებლივ აცნობებს სკოლის დირექციას.
            3. სკოლის      ექიმი/სკოლის      დირექტორი/სკოლის      დირექციის      წარმომადგენელი უზრუნველყოფს დაავადებაზე საეჭვო ყველა პირის (ბავშვი/თანამშრომელი) იზოლირებას სხვა პირებისგან.
            4. დირექტორი /სკოლის დირექციის წარმომადგენელი     უზრუნველყოფს დაავადებულთან   კონტაქტირებული   პირების   იდენტიფიცირებას   და  მათ  იზოლირებას  ამ  მუხლის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა და სხვა პირებისაგან.
            5. სკოლის ექიმი უზრუნველყოფს გადამდებ დაავადებაზე საეჭვო პირებზე დაკვირვებას/მეთვალყურეობას სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე, ასევე საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვით პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას.
            6. სკოლის     ექიმი  უზრუნველყოფს     სასწრაფო     დახმარების     ბრიგადის     ინფორმირებას შემთხვევასთან    დაკავშირებული   ყველა   ნიუანსის   ხაზგასმით   (მაგ,   ნიშნები,   ზუსტი   დრო,   ადგილი, გატარებული ღონისძიებები და ა.შ.) და, საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს მათ მითითებებს.
            7. სკოლის  დირექცია მომხდარის  შესახებ  ატყობინებს  მოსწავლის  კანონიერ წარმომადგენელს/დაავადებულის  ოჯახს და აწვდის  მოსწავლის/პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.
            8. დირექტორი  აწვდის ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს.
            9. სკოლის  ექიმი ვალდებულია  უზრუნველყოს ინფორმაციის    მიწოდება   საზოგადოებრივი   ჯანდაცვის   მუნიციპალური   სამსახურისთვის   „სამედიცინო სტატისტიკური    ინფორმაციის    წარმოების    და    მიწოდების    წესის    შესახებ“    საქართველოს    ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის № 01-26/ნ ბრძანების მოთხოვნათა დაცვით.
            10. სკოლის  ექიმი  უზრუნველყოფს  ეპიდსაწინააღმდეგო  ღონისძიებების  გატარებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე.
            11. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის შეჩერების, შეწყვეტის   ან   განახლების   შესახებ   ინდივიდუალური   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი   აქტით   იღებს მინისტრი, დირექტორის მიმართვის საფუძველზე.

             

             

             

             

            მუხლი 11. სუიციდური აზრი

             

            1.  ნებისმიერი  პირი,  რომელსაც  აქვს  ინფორმაცია  მოსწავლის  სუიციდური  აზრის  შესახებ,  ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექციას/კლასის დამრიგებელს.

            2.    ინფორმაციის    მიღებისთანავე,   სკოლის    დირექცია/კლასის დამრიგებელი  ესაუბრება მოსწავლეს.

            3.   მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენლის   ან   ფსიქოლოგის   სკოლაში   გამოცხადებამდე   დაუშვებელია მოსწავლის დატოვება უმეთვალყურეოდ.

            4.   მოსწავლის   სუიციდური   აზრის   შესახებ   ინფორმაცია  არის  კონფიდენციალური  და  მისი  გამჟღავნება დასაშვებია   მხოლოდ   სკოლის   დირექციის/კანონიერი წარმომადგენლისა და ფსიქოლოგისთვის.

            5. სკოლის  დირექცია  ვალდებულია  უზრუნველყოს  ფსიქოლოგის ჩართვა,  რომელიც  ცალ-ცალკე  ესაუბრება მოსწავლესა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.

             

            მუხლი 12. სუიციდის მცდელობა

             

            1. მოსწავლის მიერ სუიციდის მცდელობის შემსწრე ყველა პირი ვალდებულია შეეცადოს, შეაჩეროს სუიციდის მცდელობა.

            2.   მოსწავლის   მიერ   სუიციდის   მცდელობის   შემსწრე   პირი/სკოლის დირექცია  დაუყოვნებლივ  უკავშირდება  „112“-ს,  ხოლო  შემდგომ  ვალდებულია  აღნიშნულის  შესახებ აცნობოს სკოლის დირექციას/დამრიგებელს.

            3.  დაუშვებელია  სუიციდის  მცდელობის  შემსწრე  პირის  მიერ  სუიციდის  მცდელობის  მქონე  მოსწავლის დატოვება უმეთვალყურეოდ სკოლის დირექციის წარმომადგენლის მოსვლამდე.

            4.     ექიმი/ფსიქოლოგი    ვალდებული    არიან    დაუყოვნებლივ გამოცხადნენ    შემთხვევის    ადგილას    და    უზრუნველყონ    მოსწავლისათვის    პირველადი    სამედიცინო დახმარების   აღმოჩენა.

            5.     სკოლის     დირექცია     უზრუნველყოფს     თვითმხილვევლი მოსწავლეების  გარიდებას,  მათზე  მეთვალყურეობას,  დამშვიდებასა  და  სხვა  მოსწავლეებში  ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას.

            6.   დაუშვებელია   სუიციდის    მცდელობის   მქონე   მოსწავლის   უმეთვალყურეოდ   დატოვება,   კანონიერი წარმომადგენლის ან ფსიქოლოგის მოსვლამდე.

            7.   სკოლის   დირექცია/დამრიგებელი მომხდარის   შესახებ  უზრუნველყოფს  ინფორმაციის  მიწოდებას  სუიციდის  მცდელობის მქონე მოსწავლის    კანონიერი    წარმომადგენლისთვის.

            8.  სკოლის  დირექცია  უპირობოდ   უზრუნველყოფს  ფსიქოლოგის ჩართვას,   რომელიც   ცალ-ცალკე   ესაუბრება   სუიციდის მცდელობის    მქონე    მოსწავლეს,    კანონიერ     წარმომადგენელს    და    თვითმხილველ    მოსწავლეებს    და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.

             

            მუხლი 13. სუიციდი

            1.  სკოლაში  სუიციდის  შემთხვევაში,  სუიციდის  ფაქტის  შემსწრე  პირი  ვალდებულია  აღნიშნულის  შესახებ დაუყოვნებლივ     შეატყობინოს    „112“-ს,    ხოლო     შემდგომ    სკოლის დირექციას.

            2.     სკოლის     დირექცია/დარიგებელი უზრუნველყოფს     თვითმხილვევლი მოსწავლეების  გარიდებას,  მათზე  მეთვალყურეობას,  დამშვიდებასა  და  სხვა  მოსწავლეებში  ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას.

            3. უსაფრთხოების მენეჯერი/სკოლის დირექცია უზრუნველყოფენ შემთხვევის ადგილის დაცვას, გადაკეტვას.

            4. სკოლის      დირექცია      სუიციდის      შესახებ      ატყობინებს გარდაცვლილის   ოჯახის   წევრებს/კანონიერ   წარმომადგენლს   მხოლოდ   პოლიციის  მიერ  გარდაცვლილის იდენტიფიცირების შემდეგ.

            5.  სკოლის  დირექცია  ვალდებულია  უზრუნველყოს  ფსიქოლოგის ჩართვა, რომელიც ცალ-ცალკე ესაუბრება გარდაცვლილის ოჯახის    წევრებს,    სუიციდის    თვითმხილველ    მოსწავლეებსა    და    მათ    კანონიერ    წარმომადგენლებს, მასწავლებლებს და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.

             

            მუხლი 14. თვითდაზიანება

             

            1.   ნებისმიერი   პირი,   რომელსაც   აქვს   ინფორმაცია  მოსწავლის   თვითდაზიანების   შესახებ,   ვალდებულია აღნიშნულის       შესახებ       დაუყოვნებლივ       შეატყობინოს       სკოლის დირექციას/დამრიგებელს;

            2.    ინფორმაციის    მიღებისთანავე,    სკოლის    დირექცია/   კლასის დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეს და იკვლევს თვითდაზიანების მიზეზს.

            3.    სკოლის    დირექცია/კლასის    დამრიგებელი  უზრუნველყოფს მოსწავლის თვითდაზიანების შესახებ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას.

            4.  საჭიროების შემთხვევაში, სკოლის  დირექცია  უფლებამოსილია,  თვითდაზიანების  ხარისხის გათვალისწინებით,  უზრუნველყოს  ფსიქოლოგის/ჩართვას, რომელიც ცალ-ცალკე   ესაუბრება    თვითდაზიანების    განმახორციელებელ    მოსწავლესა    და    კანონიერ წარმომადგენელს, მასწავლებლებს და ახორციელებს სიტუაციის პირველად მართვას.

            5.   მოსწავლის   თვითდაზიანების   შესახებ   ინფორმაცია   არის   კონფიდენციალური   და   მისი   გამჟღავნება დასაშვებია   მხოლოდ   ს/სკოლის   დირექციის/მოსწავლის   კლასის დამრიგებლის/კანონიერი წარმომადგენლისა და ფსიქოლოგისთვის.

             

            მუხლი 15. ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენა

            1. ფეთქებადი     ნივთიერებების     სკოლაში     აღმოჩენისას     უსაფრთხოების მენეჯერი/სკოლის დირექცია ვალდებული არიან უზრუნველყონ:
              1. მოსწავლეების, მასწავლებლების  და  სკოლის  შენობაში  მყოფი  სხვა  პირების  დაწესებულებიდან გამოყვანა და მათი უსაფრთხო ადგილას განთავსება;
              2.  „112“-თან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება, ასევე რესურსცენტრის ინფორმირება;
            2.  თითოეული კლასის დამრიგებელი  უზრუნველყოფს:
              1. იმ პირთა აღწერას, რომლებიც ევაკუირებულ იქნენ დაწესებულების შენობიდან;
              2. მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენლების   ინფორმირებას,   რა   დროსაც კანონიერ  წარმომადგენელს აწვდის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაციას.
            3. დირექტორისა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, უსაფრთხოების მენეჯერი   უზრუნველყოფს ფსიქოლოგის ჩართულობას  ევაკუირებული მოსწავლის/მოსწავლეების მდგომარეობის შეფასების მიზნით.

             

            მუხლი 16. სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინება

             

            1. ფეთქებადი   ნივთიერებების   არსებობის   შესახებ   ანონიმური   ზარების   მიმღებმა   პირმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა ეცადოს  გაახანგრძლივოს   საუბრის   დრო, რათა მიიღოს ინფორმაცია სრულად.
            2. იმ  შემთხვევაში,  თუ  ანონიმური  ზარის  მიმღებს  აქვს  შესაძლებლობა,  რეკომენდებულია  ტელეფონის ხმამაღალ რეჟიმზე ჩართვა და საუბრის მიმდინარეობისას „112“-თან დაკავშირება.
            3.  უსაფრთხოების მენეჯერი/სკოლის   დირექცია   ვალდებული   არიან   ანონიმური   ზარის დასრულებისთანავე უზრუნველყონ:
              1.  „112“-თან დაკავშირება და ინფორმაციის მიწოდება;
              2. მოსწავლეების, მასწავლებლების  და  სკოლის  შენობაში  მყოფი  სხვა პირების დაწესებულებიდან გამოყვანა და მათი უსაფრთხო ადგილას განთავსება.
            4. თითოეული კლასის დამრიგებელი უზრუნველყოფს:
              1.  იმ პირთა აღწერას, რომლებიც ევაკუირებულ იქნენ დაწესებულების შენობიდან;
              2. მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენლების   ინფორმირებას,   რა   დროსაც   რეკომენდებულია   კლასის დამრიგებელს  საუბრისას  ჰქონდეს  მაქსიმალურად  მშვიდი  ტონი  და  კანონიერ  წარმომადგენელს  მიაწოდოს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.
            5. სკოლა ვალდებულია  მითითებული დარღვევის შემთხვევაში საჭიროებისამებრ ჩართოს ფსიქოლოგი.

             

            მუხლი    17.     მოსწავლის    მიერ    საქართველოს    კანონმდებლობით    აკრძალული    ნივთის,    სავარაუდო დისციპლინური  გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის ქონა, ასევე იმ საგნის ქონა, რომელსაც სავარაუდო    დისციპლინური    გადაცდომის/სამართალდარღვევის    ჩადენის    კვალი    ატყვია,    სავარაუდო დისციპლინური   გადაცდომის/სამართალდარღვევის   ჩადენით   მოპოვებული   ნივთისა   და   ფასეულობის, აგრეთვე     იმ     საგნისა     და     დოკუმენტის     ქონა,     რომლებიც     საჭიროა     სავარაუდო    დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად

             

            1.  ნებისმიერი  პირი  ვალდებულია  დაუყოვნებლივ  შეატყობინოს  სკოლის დირექციას   მოსწავლის   მიერ   საქართველოს   კანონმდებლობით   აკრძალული   ნივთის,   სავარაუდო დისციპლინური  გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის  იარაღის  ქონის  შესახებ,  ასევე იმ საგნის ქონის შესახებ,  რომელსაც  სავარაუდო  დისციპლინური  გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის  კვალი ატყვია, სავარაუდო    დისციპლინური    გადაცდომის/სამართალდარღვევის    ჩადენით    მოპოვებული    ნივთისა    და ფასეულობის,   აგრეთვე   იმ   საგნისა   და   დოკუმენტის   ქონის   შესახებ,   რომლებიც   საჭიროა   სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად.

            2.   სკოლაში   უსაფრთხოებისა   და   საზოგადოებრივი   წესრიგის   დაცვის   მიზნით   დასაშვებია   უკონტაქტო ზედაპირული  დათვალიერება მეტალოდეტექტორით,  რომლის  მიზანია  უსაფრთხოების მენეჯერის  მიერ  საქართველოს კანონმდებლობით   აკრძალული   ნივთის,   სავარაუდო   დისციპლინური   გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის      იარაღის      აღმოჩენა,      იმ      საგნის      აღმოჩენა,      რომელსაც      სავარაუდო      დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის         ჩადენის         კვალი         ატყვია,         სავარაუდო         დისციპლინური გადაცდომით/სამართალდარღვევით    მოპოვებული    ნივთის    და   ფასეულობის,   აგრეთვე    იმ   საგნის   და დოკუმენტის  აღმოჩენა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად.უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით.

            3.  უკონტაქტო  ზედაპირული  დათვალიერება  დასაშვებია  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში, როდესაც გარემოებები მიუთითებს     მოსწავლის      მიერ     სკოლის     შინაგანაწესის      შესაძლო      დარღვევაზე     ან/და     შესაძლო სამართალდარღვევაზე  და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების   შედეგად   გამოვლინდება   სკოლის   შინაგანაწესით   გათვალისწინებული   დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა.

            4.  დაუშვებელია  მოსწავლის  მიერ  ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  ნივთის გადამალვა ან/და რაიმე  ფორმით განადგურება. უსაფრთხოების მენეჯერი ვალდებული არიან მიიღონ შესაბამისი ზომები მოსწავლის აღნიშნული ქმედების თავიდან ასაცილებლად.

            5.        უკონტაქტო        ზედაპირული        დათვალიერების        უფლებამოსილება        აქვს        იმავე        სქესის პირს, რომელიც განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.

            6. უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას წინ უნდა უსწრებდეს უსაფრთხოების მენეჯერის მიერ მოსწავლის    გაფრთხილება    უკონტაქტო    ზედაპირული    დათვალიერების    შესახებ    და    მოწოდება,   რომ ნებაყოფლობით,   ყოველგვარი   შემოწმების   გარეშე,   ამ   მუხლის   პირველი   პუნქტით   გათვალისწინებული ნივთები გადასცეს პირს, რომელმაც უნდა ჩაატაროს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება.

            7. თუ მოსწავლის მიერ წარმოდგენილია ან უსაფრთხოების მენეჯერის მიერ აღმოჩენილია იმგვარი სავარაუდო  კანონსაწინააღმდეგო  ნივთები,  რომლის  მოსწავლის  მიერ  ფლობაზე  რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით     სამართალდამცავი     ორგანოს      კომპეტენციაა,      უსაფრთხოების მენეჯერი დაუყოვნებლივ აცნობებს სამართალდამცავ ორგანოს.

            8. აღმოჩენილი   ნივთები   უსაფრთხოების მენეჯერის   მიერ   გადაეცემა   მოსწავლის   კანონიერ წარმომადგენელს ან სამართალდამცავ ორგანოს, ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინებით. უკონტაქტო დათვალიერების დროს დგება შესაბამისი აქტი.

            9.უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებისას უსაფრთხოების მენეჯერი ვალდებულია:

            9.1. იმოქმედოს  მოსწავლის  საუკეთესო  ინტერესების  გათვალისწინებით  და  მოსწავლის  ღირსების  სრული დაცვით;

            9.2. მოსწავლეს არ შეუზღუდოს იმ ნივთებით სარგებლობა, რომელიც არ აფერხებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების მიმდინარეობას, ასევე, არ ჩამოართვას ის ნივთები, რომელიც არ წარმოადგენდა უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების მიზანს;

            9.3.უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება არ ჩაატაროს ჯგუფურად.

            10.  მოსწავლისათვის  ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  ნივთის აღმოჩენის  შემთხვევაში, სკოლის დირექცია ვალდებულია დაიწყოს მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება სკოლის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით;

            11. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებაზე და ამ მუხლის პირველი  პუნქტით  გათვალისწინებული  ნივთის  აღმოჩენა  სხვაგვარად  შეუძლებელია  ან  მოსწავლე  უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებისას აღმოჩენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით    გათვალისწინებული    ნივთის    უსაფრთხოების მენეჯერისთვის    გადაცემაზე, უსაფრთხოების მენეჯერი ვალდებული არიან დაიწყონ მოსწავლის განცალკევების პროცედურა.

            12. სკოლა ვალდებულია  მითითებული დარღვევის შემთხვევაში საჭიროებისამებრ ჩართოს ფსიქოლოგი.

             

            მუხლი  18.  მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის  სხვა  თანამშრომლის  მიერ ალკოჰოლის  ან/და ნარკოტიკული საშუალების,    მისი    ანალოგის,    პრეკურსორის,    ახალი    ფსიქოაქტიური    ნივთიერების,    ფსიქოტროპული ნივთიერების,  მისი  ანალოგის  ან  ძლიერმოქმედი  ნივთიერების  შეტანა,  რეალიზაცია,  მოხმარება  სკოლის ტერიტორიაზე ან/და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა

            1. ნებისმიერი პირი, რომლისთვისაც ცნობილია მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ ალკოჰოლის   ან/და   ნარკოტიკული   საშუალების,   მისი   ანალოგის,   პრეკურსორის,   ახალი  ფსიქოაქტიური ნივთიერების,  ფსიქოტროპული  ნივთიერების,  მისი  ანალოგის  ან  ძლიერმოქმედი  ნივთიერების  შეტანის, რეალიზაციის,   მოხმარების   სკოლის   ტერიტორიაზე   ან/და   მათი    ზემოქმედების   ქვეშ   ყოფნის   ფაქტი, ვალდებულია   აღნიშნულის   შესახებ   დაუყოვნებლივ   აცნობოს  სკოლის დირექციას/ექიმს.
            2.  იმ  შემთხვევაში,  თუ  არსებობს  საკმარისი  საფუძველი  ვარაუდისთვის,  რომ  მოსწავლეს  აქვს  ალკოჰოლი ან/და    ნარკოტიკული    საშუალება,    მისი    ანალოგი,    პრეკურსორი,    ახალი    ფსიქოაქტიური   ნივთიერება, ფსიქოტროპული  ნივთიერება,  მისი  ანალოგი  ან  ძლიერმოქმედი  ნივთიერება  უსაფრთხოების მენეჯერი უფლებამოსილი არიან განახორციელოს მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება.
            3. იმ  შემთხვევაში,  თუ  არსებობს  საკმარისი  საფუძველი  ვარაუდისთვის,  რომ  მასწავლებელს/სკოლის  სხვა თანამშრომელს  (გარდა ექიმის დანიშნულისა) აქვს   ნარკოტიკული   საშუალება,   მისი    ანალოგი,   პრეკურსორი,   ახალი   ფსიქოაქტიური ნივთიერება,      ფსიქოტროპული      ნივთიერება,      მისი      ანალოგი      ან      ძლიერმოქმედი ნივთიერება უსაფრთხოების მენეჯერი/სკოლის  დირექცია ვალდებული არიან  დაუყოვნებლივ  დაუკავშირდეს „112“-ს.
            4. უსაფრთხოების მენეჯერი/სკოლის დირექცია ვალდებული არიან მოსწავლისათვის ნარკოტიკული საშუალების,    მისი    ანალოგის,    პრეკურსორის,    ახალი    ფსიქოაქტიური    ნივთიერების,    ფსიქოტროპული ნივთიერების,   მისი   ანალოგის   ან   ძლიერმოქმედი  ნივთიერების  აღმოჩენის  შემთხვევაში  დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს:
              1.  „112“-ს;
              2. მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს;
            5. უსაფრთხოების მენეჯერი/სკოლის დირექცია ვალდებული არიან ზ.ა. დარღვევების არსებობისას საქმეში ჩართონ ფსიქოლოგი.

             

            მუხლი  19.  მოსწავლის  საგაკვეთილო  პროცესზე  გამოუცხადებლობა  ან/და  დაგვიანება  საპატიო  მიზეზის გარეშე,  იმ  შემთხვევაში,  როდესაც  აღნიშნულის  შესახებ  მოსწავლის  კანონიერი  წარმომადგენელი  არ  არის ინფორმირებული

             

            1. საპატიო  მიზეზით  მოსწავლის  საგაკვეთილო  პროცესზე  გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების  შესახებ მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენელი   ვალდებულია   შეატყობინოს   მოსწავლის  კლასის  დამრიგებელს;
            2. იმ  შემთხვევაში, თუ  მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების შესახებ შესაბამისი  საგნის  მასწავლებელი  არ  არის  ინფორმირებული,  შესაბამისი  საგნის  მასწავლებელი მოსწავლის დაგვიანების/საგაკვეთილო    პროცესზე    გამოუცხადებლობის    შესახებ    დაუყოვნებლივ   აცნობებს   კლასის დამრიგებელს, რომელიც ვალდებულია  მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს შეატყობინოს აღნიშნული ფაქტის შესახებ და დაადგინოს გამოუცხადებლობის მიზეზი.
            3. იმ   შემთხვევაში,  თუ  მოსწავლის  კანონიერი  წარმომადგენელი  არ  არის  ინფორმირებული  მოსწავლის საგაკვეთილო          პროცესზე         გამოუცხადებლობის         ან/და         დაგვიანების         შესახებ,         კლასის დამრიგებელი    ვალდებულია    აღნიშნული    აცნობოს სკოლის დირექციას.
            4. იმ  შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა საგაკვეთილო პროცესზე და აღნიშნულის შესახებ არ არის ინფორმირებული     მოსწავლის     კანონიერი     წარმომადგენელი,     ამასთან     ვერ     ხერხდება     მოსწავლის ადგილსამყოფლის  დადგენა  ან/და  მოსწავლესთან  დაკავშირება,  სკოლის დირექცია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს „112“-ს.
            5. თუ     საკითხის     შესწავლის     შედეგად    გაჩნდა    საფუძვლიანი    ეჭვი,    რომ    მოსწავლის    სკოლაში გამოუცხადებლობა/დაგვიანება    გახდა    მიზეზი    არასრულწლოვნის    სწავლის    უფლების    შეზღუდვისა, სკოლის დირექტორი  ფაქტის  შესახებ  ავსებს  ბავშვთა  დაცვის  მიმართვის  ბარათს  „ბავშვთა დაცვის  მიმართვიანობის  (რეფერირების)  პროცედურების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად.
            6. უსაფრთხოების მენეჯერი/სკოლის დირექცია ვალდებული არიან ზ.ა. დარღვევების არსებობისას საქმეში ჩართონ ფსიქოლოგი.

             

            მუხლი  20.  მოსწავლის  მიერ  საგაკვეთილო/სასწავლო  პროცესის  მიმდინარეობისას  კლასის  ან/და  სკოლის დატოვება შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე

             

            1. მოსწავლის  მიერ  საგაკვეთილო/სასწავლო  პროცესის  მიმდინარეობისას  კლასის  ან/და  სკოლის  დატოვება დაუშვებელია ნებართვის გარეშე.
            2. მოსწავლის   მიერ   საგაკვეთილო/სასწავლო   პროცესის   მიმდინარეობისას   ნებართვის    გარეშე    კლასის    ან/და    სკოლის    დატოვების     შესახებ    ინფორმაციას შესაბამისი საგნის მასწავლებელი/ნებისმიერი  პირი დაუყოვნებლივ  აწვდის  კლასის დამრიგებელს.
            3. მოსწავლის   მიერ   საგაკვეთილო/სასწავლო   პროცესის   მიმდინარეობისას   შესაბამისი   საფუძვლისა   და ნებართვის  გარეშე  კლასის  ან/და  სკოლის  დატოვების  შესახებ კლასის დამრიგებელი დაუყოვნებლივ ატყობინებს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
            4. იმ   შემთხვევაში,   თუ    მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენლის მხრიდან     ვერ    ხორციელდება    მოსწავლის    ადგილსამყოფლის    დადგენა,    სკოლის დირექცია  დაუყოვნებლივ ატყობინებს „112“-ს.
            5. უსაფრთხოების მენეჯერი/სკოლის დირექცია ვალდებული არიან მოსწავლის  მიერ  საგაკვეთილო/სასწავლო  პროცესის  მიმდინარეობისას  კლასის  ან/და  სკოლის ნებართვის გარეშე  დატოვების შემთხვევაში საქმეში ჩართოს ფსიქოლოგი.
            6. ზ.ა. დარღვევების არსებობისას საქმეში ჩართონ ფსიქოლოგი.

             

            მუხლი 21. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა

            1. ნებისმიერი   პირი   ვალდებულია   მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ნებისმიერი   სახის   ძალადობის ჩადენის   ფაქტის   ცოდნის   ან   ასეთის   ეჭვის   შემთხვევაში,  აღნიშნულის   შესახებ   ინფორმაცია  მიაწოდოს სკოლის დირექციას.
            2. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ძალადობის შესაძლო შემთხვევებია:
              1. მოსწავლის ძალადობა მოსწავლის მიმართ;
              2. მოსწავლის მიმართ ძალადობა უცხო პირის მხრიდან;
              3. მოსწავლის მიმართ ძალადობა მასწავლებლის მხრიდან;
              4. მოსწავლის მიმართ ძალადობა სკოლის თანამშრომლის მხრიდან;
              5. ოჯახში ძალადობა.
            3. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სკოლის  დირექცია   ვალდებულია  უზრუნველყოს  ფსიქოლოგის დახმარების ხელმისაწვდომობა. ფსიქოლოგი ცალ-ცალკე  ესაუბრება მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს სიტუაციის პირველად მართვას;
            4. მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ამ   მუხლით   გათვალისწინებული   ძალადობის  განხორციელების შემთხვევაში, დირექცია იღებს შიდა სასკოლო დოკუმენტაციით დადგენილ ზომებს, კერძოდ ავსებს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად.
            1. მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ამ   მუხლით   გათვალისწინებული   ძალადობის  განხორციელების შემთხვევაში,      სკოლის დირექცია  დაუყოვნებლივ ატყობინებს „112“-ს.

             

             

             

             

             

            მუხლი 22.  მოსწავლის  მიერ/მოსწავლის  მიმართ ჩადენილი  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსითა და   საქართველოს   ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსით  გათვალისწინებული  ნებისმიერი სამართალდარღვევა

             

            1. ნებისმიერი  პირი ვალდებულია  მოსწავლის  მიერ/მოსწავლის  მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა   და   საქართველოს   ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  კოდექსით  გათვალისწინებული ნებისმიერი    სამართალდარღვევის    ან/და    სავარაუდო    სამართალდარღვევის    ჩადენის    ფაქტის    ცოდნის შემთხვევაში,    აღნიშნულის    შესახებ    ინფორმაცია    მიაწოდოს    სკოლის დირექციას.
            2. სკოლის დირექცია დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
            3. სკოლის       დირექცია,       შესაძლებლობის       შემთხვევაში, უზრუნველყოფენ სამართალდარღვევის აღკვეთასა და სამართალდარღვევის ადგილის შემოსაზღვრას.
            4. აუცილებლობის შემთხვევაში, სკოლის    დირექცია     უზრუნველყოფს    სამართალდარღვევის თვითმხილველი  მოსწავლეების  გარიდებას,  მათზე  მეთვალყურეობას  და  სხვა  მოსწავლეებში  ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას.
            5. სკოლის დირექცია უზრუნველყოფს დამრღვევი/დაზარალებული/თვითმხილველი მოსწავლეების კლასის დამრიგებლებისათვის ინფორმაციის შეტყობინებას,    რომელიც    თავის    მხრივ    ვალდებულია    აღნიშნულის    შესახებ    ინფორმაცია    მიაწოდოს დამრღვევი/დაზარალებული/თვითმხილველი მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებს.
            6. სკოლის  დირექცია,  საჭიროების  შემთხვევაში,  უზრუნველყოფს ფსიქოლოგის  ჩართვას,  რომელიც  ცალ-ცალკე  ესაუბრება  მოსწავლესა  და  მის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს სიტუაციის პირველად მართვას.

             

            მუხლი 23. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ბულინგის ან კიბერბულინგის ჩადენა

             

            1. ნებისმიერი   პირი   ვალდებულია   მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ბულინგის   ან  კიბერბულინგის ჩადენის        ფაქტის        ცოდნის        შემთხვევაში,       აღნიშნულის        შესახებ       ინფორმაცია       მიაწოდოს სკოლის დირექციას.
            2. სკოლის   დირექცია ვალდებულია დაადგინოს ბულინგის/კიბერბულინგის მიზეზები,    გაესაუბროს    ყველა    ჩართულ   მხარეს და შეიმუშავონ პრობლემის მოგვარების გზები.
            3. მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ბულინგის   ან  კიბერბულინგის ჩადენის        ფაქტის        ჩადენის შემთხვევაში, თუ ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სკოლის დირექცია დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
            4. მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ბულინგის   ან  კიბერბულინგის ჩადენის        ფაქტის შემთხვევაში სკოლამ უნდა ჩართოს ფსიქოლოგი;
            5. დაუშვებელია ბულინგის/კიბერბულინგის ფაქტის იგნორირება. სკოლის დირექცია/კლასის   დამრიგებელი   ვალდებულია   უზრუნველყოს   კონფლიქტის   მოგვარების   დროს სიტუაციის   მიუკერძოებლად   შეფასება   და   უზრუნველყონ   მხარეებს   შორის   შემდგომი   კონფრონტაციის არიდება.
            6. სკოლის     დირექცია/კლასის     დამრიგებელი      ვალდებულია დააკვირდეს   როგორც   ბულინგის/კიბერბულინგის   გამტარებელს,   ასევე   მოსწავლეს,   რომლის   მიმართაც განხორციელდა ბულინგი/კიბერბულინგი.
            7. სკოლის   დირექცია ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია  ბულინგის/კიბერბულინგის  გამტარებელი  მოსწავლისა  და  იმ  მოსწავლის  კანონიერ წარმომადგენელს, რომლის მიმართაც განხორციელდა ბულინგი/კიბერბულინგი.

             

             

             

             

            მუხლი  24.  მოსწავლის  მიერ/მოსწავლის  მიმართ  განხორციელებული  დისკრიმინაცია  ნებისმიერი  ნიშნის მიხედვით

             

            1. ნებისმიერი   პირი   ვალდებულია   მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ნებისმიერი   ნიშნის   მიხედვით დისკრიმინაციის განხორციელების      შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექციას.
            2. სკოლის     დირექცია/კლასის     დამრიგებელი      ვალდებულია დაადგინოს     მოსწავლის    მიერ/მოსწავლის     მიმართ    განხორციელებული    დისკრიმინაციის     მიზეზები, გაესაუბრონ   ყველა   ჩართულ   მხარეს   და   შეიმუშაოს პრობლემის მოგვარების გზები.
            3. მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   ნებისმიერი   ნიშნის   მიხედვით დისკრიმინაციის განხორციელების      შემთხვევაში, თუ ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს,  სკოლის დირექცია დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
            4. დაუშვებელია    მოსწავლის    მიერ/მოსწავლის    მიმართ    განხორციელებული    დისკრიმინაციის    ფაქტის იგნორირება.       სკოლის       დირექცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია  უზრუნველყოს  სიტუაციის  მიუკერძოებლად  შეფასება  და  უზრუნველყოს  მხარეებს  შორის შემდგომი კონფრონტაციის არიდება.
            5. მოსწავლის   მიერ/მოსწავლის   მიმართ   დისკრიმინაციის განხორციელების      შემთხვევაში,  სკოლამ საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩართოს ფსიქოლოგი;
            6. სკოლის     დირექცია/კლასის     დამრიგებელი      ვალდებულია დააკვირდეს როგორც დისკრიმინაციის განმახორციელებელ მოსწავლეს, ასევე მოსწავლეს, რომლის მიმართაც განხორციელდა დისკრიმინაცია.
            7. სკოლის დირექცია/კლასის დამრიგებელი  ვალდებული არიან მიაწოდონ ინფორმაცია  დისკრიმინაციის  განმახორციელებელი  მოსწავლისა  და  იმ  მოსწავლის  კანონიერ წარმომადგენელს, რომლის მიმართაც განხორციელდა დისკრიმინაცია.

             

            მუხლი 25. მოსწავლის დესტრუქციული ქცევა

             

            1. მოსწავლის  დესტრუქციული  ქცევაა  გაკვეთილის  ჩაშლის  მცდელობა,  ასევე  სკოლის  დირექციის წარმომადგენლის,   მასწავლებლისა და   სკოლაში   დასაქმებული   სხვა   პირების   კანონიერი მოთხოვნისადმი მოსწავლის დაუმორჩილებლობა.
            2. თუ მოსწავლე ამა თუ იმ ფორმით ხელს უშლის საგაკვეთილო პროცესს, არ ითვალისწინებს მასწავლებლის შენიშვნებს, მასწავლებელი ვალდებულია მაქსიმალურად შეეცადოს მის სასწავლო პროცესში ჩართვას. თუ ვერ მოხერხდა     მოსწავლის    ქცევის    დარეგულირება,     მასწავლებელი    იძახებს    სკოლის     დირექციის   წარმომადგენელს    და    მოსწავლეს     მათი     თანხლებით    ატოვებინებს საგაკვეთილო პროცესს.
            3. დაუშვებელია საგაკვეთილო პროცესიდან მოსწავლეების ჯგუფურად გაშვება.
            4. სკოლის    დირექცია  ფაქტის    შესახებ   ინფორმაციას   აწვდის მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
            5. გაკვეთილის   დასრულებამდე/მოსწავლის   კანონიერი   წარმომადგენლის   მოსვლამდე   მოსწავლე   უნდა იმყოფებოდეს სკოლის დირექციის მეთვალყურეობის ქვეშ.
            6. სკოლის დირექციის წარმომადგენლის, მასწავლებლისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების კანონიერი          მოთხოვნისადმი          მოსწავლის          დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სკოლის      დირექცია     ვალდებულია      აღნიშნულის      შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს.
            7. მოსწავლის   მიერ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის ან   სკოლის  დირექციის წარმომადგენლის,   მასწავლებლისა და   სკოლაში   დასაქმებული   სხვა   პირების   კანონიერი მოთხოვნისადმი მოსწავლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში,  სკოლამ საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩართოს ფსიქოლოგი;
            8. მოსწავლის    კანონიერი    წარმომადგენლის    სკოლაში    გამოცხადებამდე    სკოლის დირექცია ვალდებულია მოსწავლე არ დატოვოს უმეთვალყურეოდ.
            9. იმ   შემთხვევაში,   თუ    ვერ    ხერხდება   მოსწავლის    ადგილსამყოფლის    დადგენა ან/და მოსწავლესთან დაკავშირება,  სკოლის დირექცია  დაუყოვნებლივ უკავშირდება  „112“-ს.

             

             

            მუხლი  26.  მოსწავლის  მიერ  ფულის/ნივთის  უნებართვოდ  აღება,  ფულის  შეგროვება,  ფულის/ნივთის  სხვა მოსწავლისათვის იძულების ნებისმიერი ფორმით გამორთმევა

            1. მოსწავლის   მიერ   ფულის/ნივთის   უნებართვოდ   აღების, ფულის/ნივთის   სხვა მოსწავლისათვის  იძულების  ნებისმიერ ფორმით  გამორთმევის  შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, ნებისმიერი     პირი     ვალდებულია     ინფორმაცია     მიაწოდოს    სკოლის დირექციის წარმომადგენელს.
            2. იმ  შემთხვევაში,  თუ  ფაქტი  შეიცავს  დანაშაულის  ნიშნებს,  სკოლის დირექციის წარმომადგენელი დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
            3. მოსწავლის   მიერ ფულის/ნივთის   უნებართვოდ   აღების, ფულის/ნივთის   სხვა მოსწავლისათვის  იძულების  ნებისმიერ ფორმით  გამორთმევის შემთხვევაში,  სკოლამ საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩართოს ფსიქოლოგი;
            4. სკოლის     დირექცია/კლასის     დამრიგებელი ვალდებულია დაადგინოს მოსწავლის მიერ ფულის/ნივთის უნებართვოდ აღების, ფულის/ნივთის სხვა მოსწავლისათვის  იძულების  ნებისმიერი  ფორმით  გამორთმევის  შესახებ  ფაქტთან  დაკავშირებული  ყველა გარემოება, მიზეზები, გაესაუბროს ყველა ჩართულ მხარეს და შეიმუშაოს პრობლემის მოგვარების გზები.
            5. დაუშვებელია მოსწავლის მიერ ფულის/ნივთის უნებართვოდ აღების, ფულის/ნივთის სხვა      მოსწავლისათვის       იძულების       ნებისმიერ      ფორმით      გამორთმევის      ფაქტის      იგნორირება. სკოლის დირექცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია  სიტუაცია შეაფასოს მიუკერძოებლად და უზრუნველყოს მხარეებს შორის შემდგომი კონფრონტაციის არიდება.
            6. სკოლის     დირექცია/კლასის     დამრიგებელი   ვალდებულია დააკვირდეს  მხარეებს  სიტუაციის  მოგვარების  შემდეგაც.  თუ  მოსწავლე  შემთხვევის  შემდეგ  სკოლაში  არ დადის,   სკოლის   დირექცია/კლასის   დამრიგებელი  ადგენს   მიზეზს   და   შეიმუშავებს   გეგმას   მისი სასწავლო პროცესში დაბრუნებისათვის.
            7. სკოლის   დირექცია/კლასის   დამრიგებელი    ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია სიტუაციაში მონაწილე მოსწავლეების კანონიერ წარმომადგენლებს.

             

            მუხლი 27. მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების ხელყოფა

             

            1. ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების     ხელყოფის     შესახებ,     ვალდებულია     დაუყოვნებლივ     აცნობოს     სკოლის დირექციას.
            2. მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის  თანამშრომლის/სკოლის  ქონების  ხელმყოფი  მოსწავლის  დადგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ     დაუკავშირდნენ     მოსწავლის     კანონიერ     წარმომადგენელს,     რომელიც ვალდებულია შესაბამის პირს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი. სკოლის ქონების ხელყოფისა და ანაზღაურების საკითხი დეტალურად რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით.
            3. მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების     ხელყოფის შემთხვევა თუ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სკოლის დირექცია დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს.
            4. მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების     ხელყოფის შემთხვევაში სკოლის დირექცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია  საქმეში ჩართოს ფსიქოლოგი.

             

            მუხლი 28. მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება

            1. მოსწავლის/მოსწავლეების   საუკეთესო   ინტერესების   გათვალისწინებით,   დასაშვებია განხორციელდეს მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში, უსაფრთხოების მენეჯერის  თანდასწრებით,  იმ  შემთხვევაში,  როდესაც  მოსწავლის/მოსწავლეების  ქმედებით  საფრთხე  ემუქრება პირის    სიცოცხლეს    ან/და    ჯანმრთელობას    ან    მოსწავლე    უარს    აცხადებს    უკონტაქტო    ზედაპირულ დათვალიერებაზე  და  წინამდებარე  წესის  შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული  ნივთის აღმოჩენა  სხვაგვარად შეუძლებელია  ან  მოსწავლე  უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებისას აღმოჩენილი წინამდებარე წესის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ნივთის უსაფრთხოების მენეჯერისათვის გადაცემაზე.
            2. სკოლის  დირექცია  საჭიროების  შემთხვევაში  უზრუნველყოფს ფსიქოლოგის  ჩართვას,  რომელიც  ცალ-ცალკე  ესაუბრება  მოსწავლესა  და  მის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.
            3. ამ        მუხლის        პირველი        პუნქტით        გათვალისწინებულ        შემთხვევაში        შესაძლებელია სკოლის      დირექციის       წარმომადგენლის/      მასწავლებლის მეთვალყურეობით   განხორციელდეს   მოსწავლის/მოსწავლეების   ჩართვა   შემდეგ   სასკოლო   აქტივობებში: მომდევნო  დღის  გაკვეთილების  მომზადება;  საგანმანათლებლო  პროექტებზე  მუშაობა;  საგანმანათლებლო რესურსების შექმნა/განახლება;  კლასგარეშე ლიტერატურის გაცნობა და, ასევე, სკოლის მიერ განსაზღვრული სხვა აქტივობები.
            4. მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევების მომენტიდან უსაფრთხოების მენეჯერის/მასწავლებლის/სკოლის  დირექციის  მიერ,  აგრეთვე  საჭიროების  შემთხვევაში  −  ფსიქოლოგის მიერ განსახორციელებელი  ღონისძიებები  უნდა  ემსახურებოდეს ისეთ  მიზნებს, როგორიცაა      მოსწავლის/მოსწავლეების      უსაფრთხოების      უზრუნველყოფა,      რისკის      შემცირება      და მოსწავლის/მოსწავლეების ქცევის მართვა.
            5. მოსწავლის განცალკევების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მოსწავლის მიერ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში − სამართალდამცავ ორგანოს.
            6. მოსწავლის/მოსწავლეების     განცალკევება     უნდა     განხორციელდეს     მოსწავლის      კანონიერი     წარმომადგენლის     სკოლაში გამოცხადებამდე.
            7. მოსწავლის    განცალკევების    უფლება    აქვს    უსაფრთხოების მენეჯერს.
            8. მოსწავლის  განცალკევების  განხორციელებისას  უსაფრთხოების მენეჯერი და ფსიქოლოგი  მოსწავლეს  მისთვის გასაგებ    ენაზე    განუმარტავს    იმ    გარემოებებს,    რომელთა    საფუძველზეც    ხორციელდება    მოსწავლის განცალკევება.
            9. სკოლის  დირექცია  უპირობოდ   უზრუნველყოფს  ფსიქოლოგის ჩართვას მოსწავლის განცალკევების პროცესში.  

             

            მუხლი 29. მდგომარეობის მართვა

             

            1. მოსწავლეების,      მათი      კანონიერი      წარმომადგენლების,      აგრეთვე      სკოლის დირექციის წარმომადგენლების ან/და მასწავლებლების მდგომარეობის პირველადი შეფასება ხორციელდება სკოლის ან საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგის მიერ.
            2. მოსწავლეების,      მათი      კანონიერი      წარმომადგენლების,      აგრეთვე      სკოლის      დირექციის წარმომადგენლების  ან/და  მასწავლებლების  მდგომარეობის  შემდგომი  მართვის  მიზნით,  ფსიქოლოგიური მომსახურების  გაწევას  უზრუნველყოფს  სკოლის ან/და მოწვეული ფსიქოლოგი.

             

             

             

             

             

            მუხლი 30. ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა

             

            1. მოსწავლეებისათვის,   მათი   კანონიერი   წარმომადგენლებისათვის,   აგრეთვე   სკოლის დირექციის წარმომადგენლებისათვის ან/და      მასწავლებლებისათვის      ფსიქოლოგიური      მომსახურების      გაწევას უზრუნველყოფს სკოლის ან/და მოწვეული ფსიქოლოგი.
            2. ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევის საფუძველია სკოლის დირექციის მიმართვა.

             

             

            მუხლი 31. მედიაცია

            1. სკოლა  ვალდებულია  მოსწავლეებს  შორის  კონფლიქტის  შემთხვევაში  უზრუნველყოს  დაპირისპირებულ მოსწავლეებს  შორის  მედიაცია,  მათი  კანონიერი  წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგის (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) ჩართულობით.
            2. სკოლა ვალდებულია კონფლიქტური სიტუაციის  ხასიათის  გათვალისწინებით,  გაატაროს  მედიაციის ისეთი  ღონისძიებები, რომელიც  მოსწავლეების  საუკეთესო  ინტერესების  გათვალისწინებით მიმართული იქნება კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ.

             

            თავი IV. დარღვევის აღრიცხვა და შეფასება

             

            მუხლი 32. დარღვევის აღრიცხვის წესი და შეფასება

            1. სკოლის დირექცია  ვალდებულია  სკოლის  ტერიტორიაზე  გამოვლენილი  დარღვევაზე მიიღოს სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ზომები;
            2. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პირობების შესრულების შემოწმება უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სკოლის დირექტორის მიერ შექმნილი კომისიის მიერ. კომისიის მიერ უნდა განხორციელდეს სკოლაში ძალადობის რისკის შეფასება და მისი არსებობის შემთხვევაში, აუცილებელი დაიგეგმოს განსახორციელებელი ღონისძიებები.

             

            თავი V.  სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვის, ადმინისტრირების, პერსონალურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გამოყენების წესი

             

            მუხლი 33. სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვის წესი

             

            1. სკოლა  უზრუნველყოფს შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს ვიდეოსათვალთვალო კამერებით.
            2. სკოლის შენობის  შემოსასვლელის გასაკონტროლებლად დამონტაჟებულია 2(ორი) ცალი სამ მეგა–პიქსელიანი ვიდეო კამერა, რომელიც შეესაბამება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს და სტანდარტებს. გარდა ამისა, სკოლის დერეფნებში განაწილებულია 8 ცალი უსაფრთხოების კამერა, რომლებიც უზრუნველყოფენ შენობის შიდა  პერიმეტრის  კონტროლს. სულ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი ხორციელდება 10 ვიდეო კამერით.
            3. სკოლის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უზრუნველყოფს სკოლის ყველა  დერეფნის და  შესასვლელისა  (ფოიე)    ვიდეოდაკვირვებისა  და  იქ  მყოფი  პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.
            4. დაუშვებელია  ვიდეოთვალთვალის  განხორციელება ან/და აუდიო ჩაწერა სკოლის  საპირფარეშოში, გამოსაცვლელ ოთახებში, ექიმისა და ფსიქოლოგის კაბინეტებსა და თანამშრომელთათვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეებში.
            5. სკოლის გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოთვალთვალის სისტემა უზრუნველყოფს სკოლის შენობის შესასვლელის გარე პერიმეტრის ვიდეოდაკვირვებისა და იქ მყოფი პირების ვიზუალურად დანახვისა და იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.
            6. სკოლა ზრუნავს სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე და უზრუნველყოს ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება და პრობლემის     გადაწყვეტა,     რომელიც     შეიძლება     წარმოიშვას     უსაფრთხოების მენეჯერის მიერ ვიდეოთვალთვალის სისტემით სარგებლობისას.

             

            მუხლი 34. მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით ვიდეო თვალთვალთვალის განხორციელების  წესი

             

            1. ვიდეოთვალთვალის განხორციელების მიზანი:
              1. განახორციელოს მუდმივი ზედამხედველობა და სასწავლო პროცესის ნორმალურ პირობებში წარმართვის პროცესის კონტროლი.
              2. მასწავლებლების/მოსწავლეთა მხრიდან მოსწავლეებზე ძალადობის ფაქტების დროულად და სრულყოფილად გამოვლენა და დაუყოვნებლივი, ეფექტური რეგირება.
              3.  მოსწავლეთა და  სკოლის პერსონალის უსაფრთხოების დაცვა;
              4. არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვა.
            2. ვიდეოსათვალთვალო სისტემის   ყოველდღიურ   გამოყენებას   და   ადმინისტრირებას უზრუნველყოფს დირექტორის მოადგილე.
            3. ვიდეოჩანაწერი ინახება  სკოლაში არსებულ მყარ დისკზე. გამომდინარე იქედან, რომ არ არსებობს სხვა რაიმე სახის არქივი, აღნიშნული მოცულობის შევსების პარალელურად ხდება ახალი ინფორმაციის/მასალის გადაწერა ძველ/წინა ჩანაწერზე. აქედან გამომდინარე, შიდა პერიმეტრის ჩანაწერის შენახვა არ ხდება 15 დღეზე მეტი ვადით, გარდა გარე კამერებისა, რომლებიც ინახება 40 დღის ვადით, ჩანაწერი არსებობს მყარ დისკზე იმ დრომდე, ვიდრე, არ მოხდება მასზე ახალი ინფორმაციის გადაწერა;
            4. ვიდეოჩანაწერზე წვდომა გააჩნია დირექტორს, უსაფრთხოების მენეჯერს   ან/და   სკოლის   დირექტორის მოადგილეს სამეურნეო დარგში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში.  აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება ხდება მხოლოდ სკოლაში უსაფრთხო გარემოს დაცვისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის მიზნით და მკაცრად კონტროლდება მისი კონფიდენციალობა.
            5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სკოლაში მიმდინარე ვიდეო მეთვალყურეობასთან დაკავშირებით, სპეციალური გამაფრთხილებელი ნიშნების მეშვეობით ინფორმირებულია ყველა სუბიექტი.
            6. დაუშვებელია ვიდეოთვალთვალის განხორციელება სკოლის საპირფარეშოში, გამოსაცვლელ ოთახებში, საკლასო ოთახში და სამასწავლებლოში;

             

             

             

             

             

             

             

             

            მუხლი 35. პერსონალურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გამოყენების წესი

             

              1. მშობლისა და მოსწავლის პერსონალური მონაცემები/ინფორმაცია, რომელიც სკოლისთვის ცნობილი გახდა საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისა და საგანმანათლებლო/სასწავლო პროცესში, სკოლის მიერ მუშავდება და გამოიყენება საჭიროებისამებრ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
              2. სასკოლო ან/და არასასკოლო აქტივობების მიმდინარეობის პროცესში განხორციელებული ფოტო, ვიდეო გადაღების გზით მოპოვებულ პერსონალურ ინფორმაციას სკოლა ამუშავებს, ინახავს ან/და იყენებს საჭიროებისამებრ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

             

             

            თავი VI. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების წესი

             

            მუხლი 36. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობების დამტიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი

             

            1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს ამტკიცებს დირექტორი.
            2. წინამდებარე წესში განხორციელებულ ყველა ცვლილებას ამტკიცებს დირექტორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.

             

             

             

             

          • ესეების კონკურსი: "მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს"

            სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ მოსწავლეთა ესეების კონკურსში ცხოვრების ჯანსაღი წესის თემაზე, სახელწოდებით: "მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს". კონკუსრის პირველი ეტაპი განხორციელდა სკოლაში, სადაც საკონკურსო ნაშრომები წარმოადგინეს მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა. სასკოლო ჟიურიმ შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩია 3 საუკეთესო ესე, რომელიც გაიგზავნა რაიონულ რესურსცენტრში კონკურსის შემდგომ ეტაპზე განსახილველად. 

            ესეების სასკოლო ტურში შერჩეული საუკეთესო ნაშრომების ავტორები არიან: მარიამ ძიძიშვილი, ლუკა მეტრეველი და ელენე ცხვირავაშვილი. წარმატებებს ვუსურვებთ მათ კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.

          • სასკოლო ტრენინგები მასწავლებლებისათვის

             

            2 ნოემბერი

            სკოლის დირექცია მუდმივად ზრუნავს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, ეხმარება მათ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში. ამ მიზნით სასწავლო წლის დასაწყისში დაიგეგმა ტრენინგების სერია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესთან დაკავშირებით. 

            ოქტომბრის და ნოემბრის თვეში განხორციელდა 3 სამუშაო შეხვედრა:

            1. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მიზნები და ამოცანების გაცნობა- საგნობრივი სტანდარტების განხილვა;

            2. კომპლექსური დავალებების სპეციფიკა და მატრიცის ჩარჩო;

            3. კომპლექსური დავალების შეფასების ძირითადი აქცენტები - განმავითარებელი კომენტარი (სოლოტაქსონომია)

            ბოლო ტრენინგი გაიმართა დღეს - 2 ნოემბერს, მასწავლებლებს მიეცათ რეკომენდაციები მოამზადონ კომპლექსური დავალებების რესურსები და საჭირო მასალები.

          • კარნავალი სკოლაში

            ოქტომბერი

            სკოლის დაწყებით საფეხურზე ჩატარდა კოსტუმირებული კარნავალი, რომლის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს I-VI კლასის დამრიგებლებმა, მოსწავლეებმა და მუსიკის მასწავლებელმა ინგა ადახმა. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნოდ წარიმართა.

          • გასვლითი გაკვეთილი საგურამოში

            28 ნოემბერი

            ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისადმი მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლებისა და, ზოგადად, ფართო საზოგადოების ინტერესი დღითიდღე იზრდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს საგურამოში.

            ამჯერად "ახალი ქართული გიმნაზიის" მე-11 კლასის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები - თინა ბანცური და სოფიო გოგატიშვილი ეწვივნენ საგურამოს, რათა ი. ჭავჭავაძის შემოქმედების გაცნობამდე მოენახულებინათ მისი სახლ-მუზეუმი, მოწიწებით გაევლოთ მის ნატერფალზე. მოსწავლეები დაესწრნენ მუზეუმის დირექტორის ბ-ნ: ანდრო ბედუკაძის ლექციას, გაეცვნენ ილიას ცხოვრებას, მოღვაწეობასა და შემოქმედებას.

            უჩვეულოდ თბილ და მადლიან გარემოში მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ... ილიასთან შეხვედრა მე-11 კლასმა საგურამოდან დაიწყო. 

          • მობილური აპლიკაციის მომხმარებლები

            • ძვირფასო მობილური აპლიკაციის მომხმარებლებო.

              თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ცხრილი დაჩანაცვლებები ასევე თქვენს მობილურ ტელეფონზეც. თუ გაქვთ iPhone, iPad ან Android მოწყობილობა, შეგიძლიათ გადმოწეროთ შესაბამისი პლატფორმისთვის მორგებულიაპლიკაცია.

              მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ: mobile.edupage.org

            • ძვირფასო მობილური აპლიკაციის მომხმარებლებო.

              თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ცხრილი დაჩანაცვლებები ასევე თქვენს მობილურ ტელეფონზეც. თუ გაქვთ iPhone, iPad ან Android მოწყობილობა, შეგიძლიათ გადმოწეროთ შესაბამისი პლატფორმისთვის მორგებულიაპლიკაცია.

              მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ: mobile.edupage.org

          • გთავაზობთ მოსწავლეებისის მომზადებას სხვადასხვა საგანში

            ეძებთ  მასწავლებელს სხვადასხვა საგანში?

            - ზოგს სასკოლო პროგრამის პარალელურად ჭირდება მომზადება,

            -ზოგს- წინა წლების ხარვეზების ამოსავსებად,

            -ზოგს მისაღები გამოცდებისთვის.

            ამას ყველაფერს „ახალი ქართული გიმნაზია“ და მისი კვალიფიციური პედაგოგები გთავაზობთ უსაფრთხო, და შესაძლებლობებით მდიდარ გარემოში.

            ჩვენი მიზანია ღრმა, მტკიცე ცოდნის მიცემა და მისი გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში, სპეციალური პროგრამითა და პროგრესული მეთოდიკით.

            გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 4-ჯერ), ხანგრძლივობა 1,5 საათი.

            ღირებულება - თვეში 80 ლარი.

            (ასაკი შეზღუდული არ არის, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით).

            მისამართი: ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20 (გლდანის „ა“ მიკრო რაიონისა და მე-2 მიკრო რაიონის გამყოფი გზა) „ახალი ქართული გიმნაზიის“ შენობა.

            მსურველები დარეგისტრირდით ტელეფონზე - 593 935954

          • მოსწავლეთა მობილობა გრძელდება

            „ახალი ქართული გიმნაზია“ 2021-2022 სასწავლო წლისთვის იწყებს მოსწავლეთა მობილობას ქართული სექტორის I-XII და რუსული სექტორის I-X კლასებში.

            სწავლა წარიმართება ე.წ. „ბრიტანული მოდელით“, ეს ნიშნავს რომ მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობს საგნობრივი სწავლება, პირველი- მეოთხე კლასის ბავშვები სასწავლო ნივთებს ტოვებენ საკლასო ოთახში. დამატებითი დავალება შესაძლოა მისცენ მოსწავლეს შაბათ-კვირისთვის. მე-5 კლასიდან მე-9 კლასის ჩათვლით გაკვეთილის ხანგრძლივობა ერთი ასტრონომიული საათია. გაკვეთილებზე ხდება მასალის დასწავლა- გააზრება. (საშინაო დავალებები უკიდურეს შემთხვევაში. მაგ. დიდი ტექსტებია წასაკითხი რაც გაკვეთილზე არ მოესწრება).თემების დამუშვების დროს მოსწავლეებს ეძლევათ განმავითარებელი კომენტარი. ქულა/ნიშანი იწერება მხოლოდ თემის შემაჯამებელი დავალების შესრულების დროს. მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის მონიტორინგი ტარდება პერიოდულად სკოლის დირექციის მიერ.

            ბრიტანული მოდელი გამოირჩევა გლობალური მიდგომით, სწავლის პროცესი აერთიანებს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და გაგება-გააზრების განვითარებას მოსწავლეებში.

            დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში წიგნიერების განვითარების საკითხი, რა მიზნითაც შემოტანილი გვაქვს - მედიაწიგნიერება და მეტყველება.

            პირველივე კლასიდან, ქართული ენის პარალელურად ისწავლება ინგლისური ენა, მშობლებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ მეორე ენა - გერმანული ან რუსული. მე-5 კლასიდანაც შეუძლიათ მშობლებს მეორე უცხო ენის არჩევა.

            მე-10- მე-12 კლასებში მიმდინარეობს პროფილური სწავლება, მოსწავლეთა ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ქართული და ინგლისური ენების შესწავლა ხდება სააბიტურიენტო პროგრამით. დანარჩენი საგნების საათობრივი დატვირთვა ინდივიდუალურად განისაზღვრება მოსწავლეთა ჯგუფებისათვის. იგეგმება ვირტუალური ლაბორატორიის შეძენა და საგაკვეთილო პროცესის ახალ ტექნოლოგიებზე ადაპტირება.

            ჩვენ ვცდილობთ, რომ მოსწავლეებში გავაღვივოთ ინტერესი, სწავლა გავხადოთ სახალისო და მრავალფეროვანი, ამიტომ დამატებით მოსწავლეებს ვთავაზობთ განავითარონ მათთვის საჭირო უნარები სხვადასხვა კლუბებში გაწევრიანებითა და იქ მუშაობით:

            • ინგლისური ენის კლუბი;

            • “TV ინკოგნიტო” – ინტერნეტ ტელევიზია - მოსწავლეები დაეუფლებიან , მეტყველების, პრეზენტაციის, რეპორტაჟის მომზადებისა და ჩაწერის და სხვა მსგავს უნარებს; -გეოგრაფიის კლუბი;

            • ბუნებისმეტყველების კლუბი - დაინტერესებული მოსწავლეები ეზიარებიან ცოცხალი ბუნების მრავალფეროვნებას, ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, მოახდენენ დაკვირვებას და წარდგებიან კონფერენციებზე;

            ასევე სურვილის შემთხვევაში სკოლა გთავაზობთ სხვა დამატებით ფასიან მომსახურებასაც:

            • მათემატიკის კლუბი;

            • ლოგოპედია;

            • ჭადრაკის წრე;

            • ხატვის წრე;

            • სუმატო - ზეპირი მათემატიკური ანგარიში;

            • საფორტეპიანო კლასი;

            თუ თქვენი ინტერესი სხვა საგანმანათლებლო საჭიროებებსაც მოიცავს, სკოლის მიმდებარედ ფუნქციონირებს სხვა დამატებითი წრეები:

            • ქართული ცეკვა;

            • მხატვრული ტანვარჯიში;

            • კინგბოქსინგი;

             კლასში მოსწავლეთა რაოდენობა იქნება სტანდარტულად 18, გამონაკლის შემთხვევებში არაუმეტეს 20 ბავშვისა.

             სასწავლო პროცესი იწყება 9:00 საათზე და სრულდება 18:00 სთ.

             სწავლების წლიური გადასახადი შეადგენს პირველი- მეექვსე კლასები- 3000 ლარს; მე-7- მე-9 კლასები- 3000 ლარი. მე-10 - მე-12 კლასები 3000 ლარი.

             მოსწავლეების მიღება მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

            სკოლაში ფუნქციონირებს ბუფეტი. პირველი მეოთხე კლასის მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან სადილით.

            გიმნაზიის ბუფეტთან მშობელი ხელშეკრულებას ცალკე აფორმებს. ვინაიდან პროდუქტის ფასი ყოველდღე იზრდება, კვების გადასახადი დადგინდება სექტემბერში.

            ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მშობელი.

            მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

            საკონტაქტო ტელ: 593 327899

            ელექტრონული ფოსტა: newgeorgiangymnasium@gmail.com

            Facebook გვერდი: https://www.facebook.com/ngg.ge/?ref=pages_you_manage

            მსურველები გადადით ბმულზე და დარეგისტრირდით:

            https://docs.google.com/.../1uRShzDW44ZqMhHSbcE31.../edit...