8 აპრილს მე-9/ა კლასში ისტორიის მასწავლებლის - მზია ცხოვრებაძის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: "მასობრივი რეპრესიები საქართველოში ". მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები და პრეზენტაციები. ისაუბრეს საბჭოთა ოკუპაციის დროს საქართველოში განხირციელებულ მასობრივ რეპრესიებზე, გაიხსენეს ამ რეპრესიის მსხვერპლი საზოგადო მოღვაწეები, დასასრულს უყურეს ფილმს: საბჭოთა რეპრესიები საქართველოში”.
სიახლეები
სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.
სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• ლოგოპედის მომსახურებას.
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).
სიახლე: მიმდინარე წელს პირველ კლასში რეგისტრაციას შეძლებენ ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -
https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit
მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/
ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას:
-ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
-მათემატიკაში;
-პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და კითხვის საათის გაკვეთილებს.
• დამატებით ტარდება:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
-გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.
სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.
I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;
სკოლაში ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:
I-IV კლასებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;
V-XII კლასებში 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
კონფერენცია ისტორიაში
კავკასიის ბუნების ფონდი
8 აპრილს, ქართული სექტორის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია: კავკასიის ბუნების ფონდის წარმომადგენელს ლევან თაბუნიძეს, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო დაცული ტერიტორიების შექმნისა და განვითარების ისტორია ასევე ისაუბრა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.
ლექცია-სემინარის დასრულების შემდგომ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.
7
პრეზენტაცია სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტის მასწავლებელმა ვიქტორია მგელაძემ მე-9/ა და მე-9/ბ კლასებში ჩაატარა პრეზენტაცია, სადავ მოსწავლეებს გააცნო სპორტული სახეობების ისტორია, ცნობილი სპორტსმენები და ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე.
შეხვედრა ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტის წარმომადგენელთან
5 აპრილს სკოლის მოსწავლეთა სათათათბიროსა და სამოქალაქო კლუბ “პუბლიკუსის” ორგანიზებით, მოწვეულ იქნა ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი რატი კობახიძე, რომელმაც VIII/ა და IX/ა კლასის მოსწავლეებთან ისაუბრა ადგილობრივი თვითმართველობების მნიშვნელობაზე. შეხვედრის დასასრულს გაიმართა თამაში: "არჩევნეთი" მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ზემოთაღნიშნული საკითხების მიმართ.
1
მშობლის საათი
4 აპრილს, მე-2/ბ კლასში მშობლის საათის ფარგლებში სტუმრად იყო ამავე კლასის მოსწავლის ვარვარა კოზმინას დედა - ეკატერინა კოზმინა. იგი ბავშვებს ესაუბრა სხვადასხვა პროფესიებზე და პროფესიულ საჭიროებაზე.
4
1 აპრილთან დაკავშირებული ღონისძიება
1 აპრილს ბიბლიოთეკაში ორივე სექტორის I-IV კლასის მოსწავლეები გაეცვნენ ერიჰ რასპეს ნაწარმოებს: “ბატონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი“
9
ექიმის საათი
4 აპრილს 1/ა კლასში სკოლის ექიმმა ქეთევან ქიტიაშვილმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: "სისხლდენა"
კოსტიუმირებული ღონისძიება
3 აპრილს ინგლისური ენის მასწავლებლების - ნატალია სარალიძისა და ხატია ბახბაიას ხელმძღვანელობით, ქართული და რუსული სექტორის მე -5 კლასებში მოეწყო ინტეგრირებული კოსტიუმირებული ღინისძიება, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა გმირები და სცენები, ჩატარდა კონკურსი და საბოლოოდ გაიმარჯვა მეგობრობამ.
18
ექიმის საათი მე და საზოგადოების გაკვეთილზე
2 აპრილს III/ბ კლასში, საგნის “მე და საზოგადოება” გაკვეთილზე მოწვეულ იქნა სკოლის ექიმი ქეთევან ქიტიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ჯანდაღი კვების მნიშვნელობაზე.
ვიქტორინა
2 აპრილს V/ბ კლასში საგანში “ჩვენი საქართველო” ჩატარდა ვიქტორინა: "საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხეები”. მასწავლებელი: ეთერი დოგუზოვი.
ხელოვნების საგნობრივი პროექტი
2 აპრილს VI/ბ კლასში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის გოარინე ავეტისოვას ინიციატივით ჩატარდა საგნობრივი პროექტის: „ცნობილი მხატვრების ნახატების გაცოცხლება ფოტოგრაფიაში“ პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ფოტოებით გააცოცხლეს ცნობილ მხატვართა ტილოები, შემოქმედებითად მიუდგნენ დავალებას და კრეატიულად გადაწყვეტეს საკუთარი ჩანაფიქრები.
3
ლიტერატურული საღამო
1 აპრილს IX/ბ კლასში რუსული ენის მასწავლებლის ნატალია სარქისოვა-ნიპარიჭვილისა და მოსწავეთა სათათათბიროს ხელოვნების კლუბის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა ლიტერატურული საღამო თემაზე: " ქალი, სიყვარული' მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილ პოეტთა ლექსები.
3
ფსიქოლოგის საათი
VI/ა კლასში გაიმართა ფსიქოლოგის საათი თემა: “ემოციების მართვა.”
ფსიქოლოგის საათი
V/ა კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი თემაზე: “შიში და მისი მიზეზები.” ფსიქოლოგი მოსწავლეებს ესაუბრა თუ
როგორ გამიჯნონ ერთმანეთისგან შიში და სიფრთხილე .
ფსიქოლოგის საათი
VIII/ა კლასში გაიმართა ფსიქოლოგის საათი თემა: “ადამიანის ქცევის ფორმები და თვითკრიტიკა.”
ინტელექტუალური თამაში
29 მარტს II/ბ კლასში მასწავლებლების: ინგა კახაძის, რინა ავეტისოვასა და გვანცა ბუჩუკურის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში: “ვინ არის ყველაზე ჭკვიანი?"
14
მათემატიკის კონფერენცია
14 მარტი P (პი) რიცხვის და მათემატიკის საერთაშორისო დღეა ამ დღესთან დაკავშირებით მათემატიკის მასწავლებელთა მარიკა ნონეშვილმა 29 მარტს VIII/ა და IX/ა კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩაატარა კონფერენცია. მოსწავლეებმა ისაუბრეს ცნობილ მათემატიკოსებზე, მათ ნაშრომებზე და მიღწევებზე.
12
საკლასო ღონისძიება საგანში მე და საზოგადოება
29 მარტს მე-4/ბ კლასში საგნის: “მე და საზოგადოება”მასწავლებელმა ეთერი დოგუზოვამ ჩაატარა საკლასო ღონისძიება: "ვიკვლევთ ჩვენი სამშობლოს სიმბოლოებს” მისწავლეებმა წარადგინეს საინტერესო ინფორმაციები საქართველოს სხვადასახვა კუთხეებზე, ისაუბრეს სახელმწიფო სიმბოლიკაზე.
10
შეხვედრა ბიბლიოთეკაში თემაზე: "ჩემი საყვარელი წიგნი" გ.დოჩანაშვილის დაბადების დღე
26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა, ამიტომ სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა შეხვედრა მე-8, 9, 10 და 11 კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრის თემა იყო:
„ჩემი საყვარელი წიგნი“ . მოსწავლეებმა ისაუბრეს
გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების- კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა'' შესახებ.
1
ექიმის საათი
29 მარტს სკოლის ექიმმა - ქეთევან ქითიაშვილმა მე-7/ბ კლასში ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელების პროცესი"
მშობლის საათი
29 სექტემბერს, სკოლა ენ-ჯის III/ბ კლასში, ტუტორის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა მშობლის საათი თემაზე — „იოცნებე, ირწმუნე, არ დანებდე“. 🌟
შეხვედრა მიეძღვნა ბავშვების ოცნებებისა და მისწრაფებების მხარდაჭერას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაძლიერებასა და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების უნარების განვითარებას.
მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ ოცნებებსა და მიზნებზე, იმსჯელეს დაბრკოლებების გადალახვის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მონდომება, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 💛
მშობლის საათი თემაზე — „მეცნიერება და ჯადოქრობა“.
25 სექტემბერს I/ბ კლასში, კლასის ტუტორის ორგანიზებით, ჩატარდა მშობლის საათი თემაზე — „მეცნიერება და ჯადოქრობა“.
მოსწავლეებისთვის შეხვედრა საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა. სხვადასხვა ექსპერიმენტისა და აქტივობის საშუალებით ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ ის, რაც ზოგჯერ ჯადოსნობად გვეჩვენება, ხშირად მეცნიერებასა და საინტერესო კანონზომიერებებს ეფუძნება.
შეხვედრამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, ცნობისმოყვარეობა გაეღვივებინათ, ახალი ცოდნა მიეღოთ და მეცნიერების სამყარო კიდევ უფრო საინტერესო კუთხით აღმოეჩინათ.
1
შემოქმედებითი კონკურსი — „ჩემი მათემატიკური პორტრეტი“.
24 სექტემბერს II/ბ კლასში, მათემატიკის მასწავლებლის ორგანიზებით, ჩატარდა საინტერესო და შემოქმედებითი კონკურსი — „ჩემი მათემატიკური პორტრეტი“.
მოსწავლეებმა სახალისო და შემოქმედებითი აქტივობების საშუალებით გამოავლინეს მათემატიკური ცოდნა, ლოგიკური აზროვნებისა და წარმოსახვის უნარები. კონკურსმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, მათემატიკა განსხვავებული და საინტერესო კუთხით დაენახათ და სასწავლო პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი გაეხადათ.
13
კონკურსი — „გავიცნოთ ერთმანეთი და ციფრები“.
24 სექტემბერს I/ბ კლასში მათემატიკის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა საინტერესო და სახალისო კონკურსი — „გავიცნოთ ერთმანეთი და ციფრები“.
მოსწავლეებმა სახალისო აქტივობებისა და თამაშების საშუალებით უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, გამოავლინეს ცოდნა და უნარები, ითანამშრომლეს თანაკლასელებთან და სასიამოვნო ემოციებით დატვირთული დღე გაატარეს.
5
ვიზიტი ბოტანიკურ ბაღში
სკოლა ენ-ჯის II/ბ, III/ბ და IV/ბ კლასის მოსწავლეები, კლასის ტუტორების ორგანიზებით, თბილისის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბაღის ულამაზესი სივრცეები, გაეცნენ მრავალფეროვან მცენარეთა სამყაროს და ბუნების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. სასიამოვნო გარემოში გატარებულმა დღემ მათ შესაძლებლობა მისცა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახის მიღმაც გაეგრძელებინათ და მიღებული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით გაემდიდრებინათ.
მოსწავლეებისთვის ეს იყო საინტერესო, შემეცნებითი და სასიამოვნო დღე, რომელიც უამრავი შთაბეჭდილებითა და დაუვიწყარი ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.
15
თეატრალური კლუბი
თეატრალური კლუბი
აღმოაჩინე და გამოავლინე შენი ნიჭი სკოლა „ენ-ჯიში“!
თეატრალურ კლუბში ისწავლი სცენაზე თავისუფლად გამოსვლას, მეტყველებას, იმპროვიზაციასა და გუნდურ მუშაობას. განივითარებ კრეატიულობას, მეხსიერებასა და თავდაჯერებულობას.
სემესტრის ბოლოს კლუბის წევრები მოამზადებენ სპექტაკლს და მაყურებლის წინაშე დიდ სცენაზე წარდგებიან.
შემოგვიერთდი — შენი როლი უკვე გელოდება!
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიმართეთ კლუბის ხელმძღვანელს: 597 46 81 18
კლუბი განკუთვნილია რუსულენოვანი მოსწავლეებისთვის.
ჭადრაკის კლუბი
გახდი ჭადრაკის სამყაროს ნაწილი!
შპს „სკოლა ენ-ჯის“ ჭადრაკის კლუბი ახალი წევრების მიღებას იწყებს!
განივითარე ლოგიკური აზროვნება და სტრატეგიული ხედვა, ისწავლე სწორი გადაწყვეტილებების მიღება და მიაღწიე წარმატებას მეგობრულ გარემოში!
ვისთვის არის კლუბი?
სკოლის ყველა მოსწავლისთვის — როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი მოთამაშეებისთვის.
რას გთავაზობთ?
საინტერესო გაკვეთილებს;
შიდასასკოლო ტურნირებს;
მეგობრულ გარემოსა და დაუვიწყარ ემოციებს.
სკოლა ენ-ჯი — წარმატება იწყება გონივრული სვლით!
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიმართეთ კლუბის კოორდინატორს: 599542402
მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები
ჩვენს სკოლაში 30 სექტემბერს მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებია!
💚 თუ ხარ VII–XII კლასში, გაქვს იდეები და გინდა სკოლის ცხოვრება უფრო საინტერესო გახდეს - წარადგინე შენი კანდიდატურა!
💛 რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად?
✔️ახალი კლუბების შექმნა;
✔️ღონისძიებებისა და თემატური დღეების დაგეგმვა;
✔️კონკურსები, კინოჩვენებები და ტურნირები;
✔️სკოლის პოდკასტი, გაზეთი ან სოციალური მედია;
✔️კულტურული, შემოქმედებითი, სპორტული და საქველმოქმედო პროექტები.შეგიძლია შემოგვთავაზო ლიტერატურის, კინოს, დებატების, მუსიკის, ხელოვნების, ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის ან სრულიად განსხვავებული კლუბი.
💚 როგორ ვიმუშავებთ?
თვეში ერთხელ შევხვდებით ხოლმე, დანარჩენ დროს კი ონლაინ ვიკონტაქტებთ. ერთად დავგეგმავთ იდეებს და ვიმუშავებთ მათ განხორციელებაზე.
✅ მნიშვნელოვანი თარიღები
‼️კანდიდატების რეგისტრაცია - 23 სექტემბრის ჩათვლით
‼️ არჩევნები - 30 სექტემბერსდარეგისტრირდი და ჩაერთე სკოლის გაუმჯობესებაში! 💛💚
[კანდიდატის რეგისტრაციისთვის მიმართე კლასის ტუტორს]
ნიანგი გამბის ვიზიტი სკოლაში
♟️ 14 სექტემბერს სკოლა ენ-ჯიში ჭადრაკის განსაკუთრებული დღე გვქონდა! 🏆
ჭადრაკის მასწავლებლის ინიციატივით, I–IV კლასების მოსწავლეებს განსაკუთრებული სტუმარი — ნიანგი გამბი — ეწვია. 🐊♟️
გამბიმ ბავშვებისთვის ერთდროული საჭადრაკო სეანსი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მასთან პირადად ითამაშეს საჭადრაკო პარტიები.
ბავშვებისთვის ეს დღე სავსე იყო სიხარულით, აზარტით, საინტერესო ბრძოლებითა და ზღვა ემოციებით! 💙
ასეთი შეხვედრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჭადრაკი მხოლოდ თამაში არ არის — ეს არის აზროვნების, სტრატეგიის, მოთმინებისა და მეგობრობის შესანიშნავი სკოლა. ♟️✨
14
ხელოვნების კლუბი “არტსივრცე”
🎨 სკოლა ენ-ჯიში იხსნება ხელოვნების კლუბი „არტსივრცე“!
თუ თქვენს შვილს უყვარს ხატვა, ფერები, ხელსაქმე, თიხა და საკუთარი იდეების შექმნა — „არტსივრცე“ სწორედ მისთვისაა. ✨
კლუბში ბავშვები იმუშავებენ სხვადასხვა მიმართულებით: ხატვა, ფერწერა, კოლაჟი, ფარდაგი, თექა, თიხაზე მუშაობა და ხელნაკეთი ნივთების შექმნა.
„არტსივრცის“ მიზანია, ბავშვებმა შემოქმედებითი საქმიანობის საშუალებით განავითარონ ფანტაზია, წვრილი მოტორიკა, შემოქმედებითი აზროვნება და თვითგამოხატვის უნარი.
აქ მთავარი მხოლოდ ლამაზი ნამუშევარი არ არის — მთავარი არის შექმნის პროცესი, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და შემოქმედებითობის სიხარული.
✨ პატარა შემოქმედები დიდ სამყაროს ქმნიან!
📍 სკოლა ენ-ჯი
📞 577 90 95 92
2026–2027 სასწავლო წლის საზეიმო გახსნა💚💛
7 სექტემბერს ჩვენი სკოლა კვლავ აივსება ბავშვების ჟრიამულით!
გელოდებით 10:00 საათზე 2026–2027 სასწავლო წლის საზეიმო გახსნაზე.
მოუთმენლად ველით ჩვენს მოსწავლეებთან შეხვედრას: მათ, ვინც ენ-ჯიში ბრუნდება და მათაც, ვინც წელს პირველად გახდება ჩვენი სკოლის ოჯახის წევრი.
შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს ერთად!
7 სექტემბერი
10:00
მასწვლებელთა კონფერენცია
2026 წლის 13 ივლისს სკოლა ენ-ჯიში გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია, რომლის მიზანი იყო პროფესიული გამოცდილების გაზიარება, სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების წარმოჩენა და ეფექტიანი საგანმანათლებლო პრაქტიკის გავრცელება.
კონფერენციის ფარგლებში მასწავლებლებმა წარადგინეს მათ მიერ მომზადებული საკონფერენციო თემები, ისაუბრეს სასწავლო პროცესში გამოყენებულ ინოვაციურ მეთოდებსა და სტრატეგიებზე, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობაზე, აქტიური სწავლების ფორმებზე, შეფასების მრავალფეროვან მიდგომებსა და ციფრული რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა მოტივაციის, ჩართულობისა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას.
კონფერენცია წარიმართა თანამშრომლობითა და პროფესიული დიალოგის გარემოში. მონაწილეებმა აქტიურად გაცვალეს გამოცდილება, განიხილეს სწავლა-სწავლების პროცესში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის ეფექტიანი გზები, რაც მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება პროფესიული განვითარების, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისა და სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესის უწყვეტი გაუმჯობესებისთვის.
12
კათედრების სხდომები
2026 წლის ივლისში სკოლა ენ-ჯიში ჩატარდა საგნობრივი კათედრების სხდომები. სამუშაო შეხვედრები გაიმართა ენების კათედრის, საზოგადოებრივი მეცნიერებების, ესტეტიკური ციკლებისა და სპორტის კათედრის, ასევე ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო საგნების კათედრის ფარგლებში. ყველა კათედრაზე დღის წესრიგი იყო ერთიანი და განხილული იქნა სასწავლო პროცესის შეფასებასა და მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
სხდომებზე განიხილეს საგნობრივი კურიკულუმების განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების შედეგები, კათედრის წევრი მასწავლებლების წლიური ანგარიშებისა და პროფესიული პორტფოლიოების მონიტორინგის შედეგები, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები და საგნობრივი დინამიკა, სასკოლო გამოცდების შედეგებისა და წლიური შეფასებების ვერიფიკაცია. ასევე გაიმართა წარმატებული პრაქტიკის, პროფესიული გამოცდილებისა და მიგნებების გაზიარება, განისაზღვრა თითოეული კათედრის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები და შემუშავდა 2026–2027 სასწავლო წლის ძირითადი პრიორიტეტები.
შეხვედრები წარიმართა საქმიან და კონსტრუქციულ გარემოში. მონაწილეებმა იმსჯელეს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების, ეფექტიანი თანამშრომლობის გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ახალი სასწავლო წლის წარმატებით დაგეგმვასა და განხორციელებას.
3
სტუმარი ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რუსუდან კვარაცხელია
სკოლა ენ-ჯის ეწვია ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რუსუდან კვარაცხელია. მან მოსწავლეებს ჩაუტარა სემინარი სახელწოდებით "სურსათის უვნებლობა, როგორც მეცნიერება".
სემინარის დასასრულს კი მან მოსწავლეებს და პედაგოგებს საჩუქრად გადასცა პირველი, ქართული, შემეცნებითი ფაზლები, სურსათის უვნებლობის მიმართულებით.
ფაზლების დანიშნულებაა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის კუთხით; ასევე სურსათის უვნებლობის, როგორც მეცნიერების გააზრება.
3
🎈 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 🎈
🎈 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 🎈
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სკოლა „ენ-ჯიში“ სპორტის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა მხიარული სტარტები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს II–V კლასების მოსწავლეებმა.
ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სახალისო და სპორტულ აქტივობაში შეეჯიბრნენ, გამოავლინეს სისწრაფე, მოხერხებულობა, გუნდური მუშაობის უნარი და პოზიტიური განწყობა.
ღონისძიებამ მხიარულ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. მონაწილეებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, მიიღეს უამრავი დადებითი ემოცია და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მეგობრობა, ერთობა და კარგი განწყობაა.
💙 საბოლოოდ, გაიმარჯვა მეგობრობამ!
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და გისურვებთ ბედნიერ, ნათელ და წარმატებულ ბავშვობას! 🌟👧👦⚽🏃♀️🏃♂️
44
სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსი იმერეთში
23-24 მაისს სკოლა ენ-ჯის IX/ა კლასის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოსწავლეთათვის საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობად იქცა იმერეთში. ექსკურსიის ფარგლებში მათ დაათვალიერეს გეგუთის სასახლე, მოწამეთას მონასტერი, ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, სადაც გაეცნენ საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.
მეორე დღეს მოსწავლეებმა მოინახულეს პრომეთეს მღვიმე და სათაფლიის ნაკრძალი, რამაც მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ექსკურსიამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის, გუნდური მუშაობისა და სოციალური უნარების განვითარებას
7
ვიზიტი მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი-ში.
22 მაისს სკოლის „ენ-ჯის“ II/ბ კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით, საინტერესო და შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი-ში.
მუზეუმის სტუმრობა ბავშვებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა — ისინი დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ უნიკალურ ექსპონატებს, ეცნობოდნენ სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის მუსიკალურ ინსტრუმენტებს და გაოცებულები რჩებოდნენ მათი მრავალფეროვანი ფორმებითა და ბგერის შექმნის უძველესი ტექნიკებით.
განსაკუთრებული ინტერესი მოსწავლეებში გიდის საინტერესო თხრობამ გამოიწვია, რომელმაც იშვიათი ინსტრუმენტების ისტორია გააცნო ბავშვებს. ბევრმა მათგანმა მსგავსი ექსპონატები პირველად იხილა, რამაც ექსკურსია კიდევ უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა.
5
ექსკურსია ანანურში
ისტორია, ბუნება და დაუვიწყარი ემოციები ანანურში!
24 მაისს სკოლის ენ-ჯის III/ა კლასის მოსწავლეები დაუვიწყარ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ — ულამაზეს და ისტორიულ ანანურის ციხესიმაგრე-ში.
მოგზაურობა სავსე იყო ახალი შთაბეჭდილებებით, საინტერესო ისტორიებითა და ბედნიერი ემოციებით. ბავშვებმა ახლოდან დაათვალიერეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ძეგლი, დატკბნენ ულამაზესი ბუნებით და ერთად უამრავი სასიამოვნო მოგონება შექმნეს.
11
მათემატიკური ვიქტორინა — „ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში“.
22 მაისს სკოლა ენ-ჯის მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით, ჩატარდა 5/ბ კლასის მათემატიკური ვიქტორინა — „ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში“.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ შეჯიბრებაში, გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და სწრაფი მსჯელობის უნარი.
ვიქტორინამ მეგობრული, საინტერესო და მოტივაციის ამაღლებელი გარემო შექმნა, სადაც ბავშვებმა ცოდნაც გაიღრმავეს და სასიამოვნოდაც გაატარეს დრო.
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის მე-8/ბ კლასში ჩატარდა ექიმის საათი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიეძღვნა. ექიმმა მოზარდებს მარტივად და გასაგებად აუხსნა, თუ როგორ მოქმედებს მათ ორგანიზმზე მავნე ჩვევები, არასწორი ძილი და ფასტფუდი. მერვეკლასელებისთვის ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ასაკში ისინი თავად იწყებენ იმის გადაწყვეტას, თუ რით იკვებონ და როგორ გაატარონ თავისუფალი დრო. სპეციალისტის რჩევები დაეხმარა ბავშვებს, ზედმეტი მორალის კითხვის გარეშე, გვერდიდან შეეხედათ საკუთარი ჩვევებისთვის. საბოლოო ჯამში, შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა რეალური ორიენტირები საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.