სიახლეები

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

        გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.

        სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • ლოგოპედის მომსახურებას.

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).

        გაითვალისწინეთ - 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

        მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -

        https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit

        მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/

        ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/

         

      • სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას  ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას:

        -ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        -მათემატიკაში;

        -პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და  კითხვის საათის გაკვეთილებს.

        • დამატებით ტარდება:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        -გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.

        სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.

        I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;

        სკოლაში  ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:

        I-IV კლასებში  09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;

        V-XII კლასებში  09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • 2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები

      • 2025-2026 სასწავლო წლის

        წლიური გამოცდები

        (ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)

         

        დაწყებითი საფეხური

        მუხლი 11

        11.3.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)   რუსული სექტორისთვის;

        3. მათემატიკა (ორივე სექტორი);

        4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);

        11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

        11.5.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)  (რუსული სექტორი);

        3.  მათემატიკა (ორივე სექტორი);

        11.6. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ  ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

        საბაზო საფეხური

        მუხლი 14

        14.4.წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს  წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:

         

        ქართული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        რუსული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი - ინგლისური ენა,  ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        14.4.2. წლიური   გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.     

         

        საშუალო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. . წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა   XI კლასებში ატარებს   წლიური გამოცდებს.

        14.4.3. XI კლასი

        ქართული სექტორი :

        რუსული სექტორი:

        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;

        14.4.4 წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

          • საგნობრივი ექსკურსია სეუ-ში

          • ა.წლის 23 ოქტომბერს , გეოგრაფიის მასწავლებელმა ნინო ლეთანძემ Nino Letandze,11ა კლასის მოსწავლეები წაიყვანა საგნობრივ ექსკურსიაზე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში(სეუ). მოსწავლეები დაესწრნენ ლექციას ,,მდგრადი განვითარება, გარემოსდაცვითი ღონისძიებები და ეკოტურიზმი". პიარის სამსახურმა მოსწავლეებს დაათვალიერებინა უნივერსიტეტი, დაურიგდათ სამახსოვრო საჩუქრები. მოსწავლეები დარჩნენ ძალიან კმაყოფილი და გამოთქვეს სურვილი რათა ხშირი იყოს მსგავსი ღონისძიებები.

          • კინგსის ოლიმპიადის შედეგები

          • კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის  2023 წლის  გაზაფხულის  სეზონის მონაწილე - ნიკა კრავცოვი.

            კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის 2023 წლის  გაზაფხულის  სეზონის წარმატებული მონაწილე - ბექა ჯიჯელავა.

            კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადის  2023 წლის  გაზაფხულის  სეზონის მონაწილეებს გადაეცათ:

            -ნუცა ჯიქია - 4ა კლ - I  ხარისხის დიპლომი; 

            - სანდრო საქუაშვილი - 4ა კლ -  III ხარისხის დიპლომი; 

            -ნინო ჭანტურია - 4ა კლ  - III ხარისხის დიპლომი; 

            -დანიელ  დავიდიანი - 4 ა კლ - II ხარისხის დიპლომი; 

            -ნიკა კრავცოვი - 11 ბ კლ - III ხარისხის დიპლომი; 

            გილოცავთ ბავშვებო <3.

          • შეხვედრა ლეო ანთაძესთან

          • 2023 წლის 17 ოქტომბერს 14:00 საათზე,  გიმნაზიის სააქტო დარბაზში, გაიმართა  შეხვედრა საქართველოს სახალხო არტისტთან ლეო ანთაძესთან.

            ბატონმა ლეომ წარმაოდგინა ნაწყვეტები სხვადასხვა სპექტაკლებიდან, წაიკითხა ლექსები...

            შეხვედრა იყო საინტერესო და ძალიან თბილი <3.

          • მოსწავლეთა სათათბიროს თავმჯდომარე არჩეულია

          • 2023 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდა  მოსწავლეთა სათათბიროს პირველი სხდომა. სხდომაზე აირჩიეს მოსწავლეთა სათათბიროს თავმჯდომარე მე-12 კლასის მოსწავლე ნიკა კრავცოვი.  ასევე მოხდა 3 კომიტეტის ჩამოყალიბება.

            ვულოცავთ ნიკას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას. 

          • შეხვედრა ლეო ანთაძესთან

          • 2023 წლის 17 ოქტომბერს 14:00 საათზე,  გიმნაზიის სააქტო დარბაზში, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს სახალხო არტისტთან ლეო ანთაძესთან.

            შეხვედრა გაიმართება საქართველოს ეროვნული ფილარმონიის პროექტის "ცოცხალი ლეგენდების " ფარგლებში. 

             

          • სასკოლო პროექტის პრეზენტაცია

          •  2023 წლის 3 ოქტომბრიდან  გიმნაზიის ფოიეში გაიხსნა სასკოლო პროექტის ფარგლებში  შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია. მადლობა ქ-ნ ინგა ადახს და კლასის ხელმძღვანელებს. 

          • მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები

          • დღეს, 29 სექტემბერს,  გიმნაზიაში ჩატარდა მოსწავლეთა სათათბიროს ელექტრონული არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობდნენ VII-XII კლასის მოსწავლეები. შედეგები გამოქვეყნდება ორშაბათს  2 ოქტომბერს. სათათთბიროს პირველი შეხვედრა გაიმართება 2023 წლის 4 ოქტომბერს.

             

             

          • ახალი ქართული ფილმის ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" ჩვენება და განხილვა

          • ჩვენი გიმნაზიის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის, მონიკა ჭანტურიას Monika Chanturia ინიციატივით სამაბათს 26 სექტემბერს უფროსკლასელთათვის, გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიმართა ახალი ქართული ფილმის ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" ჩვენება.

            ფილმში ასახულია 2008 წლის მოვლენები, რუსეთის შემოჭრა საქართველოში, ერთი უბრალო ადამიანის ცხოვრების ისტორიაზე დაყრდნობით, რომელმაც ამ ომის შედეგად ყველაფერი დაკარგა. აღარც ხელი შერჩა და აღარც თვალი, მაგრამ მაინც დარჩა ე.წ. საზღვრის სადარაჯოზე.ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებს მიეცათ დავალება სულ ორი სიტყვით გადმოეცათ თავიანთი შთაბეჭდილებები.

            27 სექტემბერს კი შედგა შეხვედრა ფილმის რეჟისორთან, ბატონ ბესო სოლომონაშვილთან.

            რეჟისორმა გაგვაცნო ფილმის გადაღების ისტორია, პერსონაჟებზე, გადაღების ადგილმდებარეობაზე, უცნობ დეტალებზე, რაც მოსწავლეებს აინტერესებდათ. გულწრფელი ემოციები გამოხატეს ახალგაზრდებმა საკუთარ წერილობით შთაბეჭდილებებში. ჩვენი რეალობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მომავალი თაობის განათლებით, მათი შრომისმოყვარეობით _ ამაზე ვთანხმდებოდით ცალსახად. სხვა მხრივ რთული იქნება მოიპოვონ ძალა გადარჩენის, ბედნიერი, ერთიანი გაზაფხულების მოსაყვანად!

            კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა რეჟისორს, Beso Solomanashvili რომელმაც მოწვევისთანავე არ დაიშურა ჩვენთვის დრო და საუბრის სურვილი. #ჩვენდავიწყეთდაკვლავგამოვჩნდებითსაინტერესოპროექტებით

          • "მხიარული მეცნიერება" გიმნაზიაში

          • მე-3 ა  კლასისთვის სასწავლო წელი შემეცნებითი და მხიარული განწყობით დაიწყო.

            კლასის საათზე,  ლილეს იუბილე ინტელექტუალურად და კრეატიულად აღვნიშნეთ.

            ჩვენ " მხიარული მეცნიერების"  მასპინძლები ვიყავით და მართლაც,  გაოცებულნი დავრჩით. აქ სრული  ჯადოქრობა ტრიალებდა. ბავშვებმა ქიმიური ცდები და გარდასახვები არა მარტო იხილეს,  თავადაც გახდნენ პატარა მეცნიერები.

            ჩვენთან, სხვა სითბო და სიყვარული ტრიალებს. აქ,  შემოქმედი და  ინტელექტუალური თაობები იზრდებიან. აქ, " ახალი ქართული გიმნაზიაა"!!!

          • მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები

          •  

            პირველად გიმნაზიაში

            2023 წლის 29 სექტემბერს  ტარდება მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები

             

            - მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, საბაზო-საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;

            - მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ სათათბიროში რეგისტრაციას გადიან კლასის დამრიგებლებთან, 2023 წლის 18 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით.

            - საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა სათათბიროში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ ორ წარმომადგენელს.

             

            მოსწავლეთა სათათბიროს  არჩევნები ჩატარდება  საგაკვეთილო პროცესის შემდეგ (საკლასო ოთახებში), ელექტრონული ფორმატით (Google Drive-ის გამოყენებით) ჩატარდება.

             

            გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ და მონაწილეობა მიიღოთ მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებში.

             

             

          • “Ngg - საზაფხულო ბანაკი 2023”

          • “დასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა”…..

            “Ngg - საზაფხულო ბანაკი 2023”დასრულდა, გული გვწყდება, რადგან ურთიერთობებისთვის დრო მაინც არ გვეყო, თუმცა საოცარი სითბო და სიყვარული გამოვიყოლეთ ერთმანეთის…

            ესეც ჩვენი საერთო ფოტო ამ დაუვიწყარი დღეების სამახსოვროდ!!!

          • საზაფხულო ბანაკი ბორჯომში

          • წელს პირველად გიმნაზიაში განხორციელდა, სამოქალაქო განათლების პროექტი -"საზაფხულო ბანაკი ბორჯომში", ბანაკში გუშინ გაემგზავრნენ გიმნაზიის 35 საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლე. პროექტის ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე მაია გურასპიშვილი Maia Guraspishvili და პროეექტის ასისტენტი, ჩვენი მასწავლებელი მარიკა შუღლიაშვილი.

            ბანაკში ყოფნის დროს მოსწავლეები გაეცნობიან და იმუშავებენ შემდეგ საკითხებზე:

            Ø პიროვნული განვითარება;

            Ø ინტერპერსონალური ურთიერთობები;

            Ø ეფექტური კომუნიკაცია კონფლიქტების რეგულაცია და მოლაპარაკების უნარი;

            Ø კრიტიკული აზროვნება;

            Ø სოციალური პასუხისმგებლობა;

            ბანაკში, ასევე, ჩატარდება სპორტულ თამაშები, ლიტერატურული განხილვები, კინო-ჩვენებები და მრავალ სხვა ღონისძიებები.

            https://www.facebook.com/hotelmtisbroliborjomi.hotel

          • სასკოლო კონფერენცია

          • დღეს 19 ივნისს გიმნაზიის სააქტო დარბაზში ჩატარდა სასკოლო კონფერენცია. მომხსენებლები იყვნენ საგნის მასწავლებლები. მოვისმინეთ 22 მასწავლებლის გამოსვლა,მათ ისაუბრეს სასწავლო წლის მანძილზე  ჩატარებული საინტერესო აქტივობებისა და მათი გამოცდილების შესახებ. მადლობა თითოეულ მათგანს ჩატარებული მუშაობისთვის.

          • მშობელთა საყურადღებოდ

            ძვირფასო მშობლებო,

            მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, სკოლაში მოეწყობა ღია კარის დღეები (I კლასიდან XI კლასის ჩათვლით). აღნიშნულ პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად, მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ გაკვეთილს/გაკვეთილებს.

            გთხოვთ, გაითვალისწინეთ გაკვეთილზე დასასწრებად მობრძანდით გაკვეთილის დაწყებამდე (5 წუთით ადრე), დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            დირექცია

          • დაჯილდოება

            16 თებერვალს სკოლა ენ-ჯიში გაიმართა I-IV/ა/ბ კლასის მოსწავლეთა შორის სასკოლო ჭადრაკის ტურნირის საზეიმო დაჯილდოება. ღონისძიება ჩატარდა განსაკუთრებულად თბილ და მეგობრულ გარემოში, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი, ნიჭი და სტრატეგიული აზროვნება.

            ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მაღალი პასუხისმგებლობითა და მონდომებით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური სიგელები და სიმბოლური პრიზები.

          • ვიზიტი ქარვასლას მუზეუმში

            13 თებერვალს სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასი, ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით, ეწვია ქარვასლას მუზეუმი-ს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები და მოისმინეს მათი უძველესი ისტორია.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე

            საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2016 წლიდან საქართველოში აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ღონისძიებას შეუერთდა სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკაც, აქტიურად მონაწილეობდნენ V-IX/ბ კლასის მოსწავლეები. ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ლიტერატურულ ჟანრზე, წიგნებსა და პერსონაჟებზე.

          • ვიზიტი თოჯინების მუზეუმში

            ჩვენი პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები 12 თებერვალს თოჯინების მუზეუმს ესტუმრნენ. აქ უამრავი ხელნაკეთი თოჯინა ვნახეთ.

            გიდმა გულდასმით აგვიხსნა, რა მასალებით იქმნება თოჯინები და რამხელა შრომას მოითხოვს თითოეული მათგანი. ბავშვები აღფრთოვანებული და შთაგონებულები დარჩნენ. პატარებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ნიკო ფიროსმანის თოჯინამ, ბევრი წითელი ვარდით.

          • გამოფენა

            10 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით III/ა კლასმა წარადგინა პროექტი თემაზე: „შენების ხელოვნება“. ასევე გაიმართა მოსწავლეების მიერ შესრულებული მაკეტების გამოფენა.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე

            ,,ჩვენ ვართ წაკითხული წიგნები, ნანახი ფილმები" _ უთხრა დღეს სკოლა ,,ენ-ჯის" მოსწავლეებს კითხვის საათის ფარგლებში მოწვეულმა დრამატურგმა, ლიტერატურის კრიტიკოსმა _ დავით გაბუნიამ. მართლაც, ყოველი წიგნის ამბავმა სხეულში უნდა გაიაროს, რაც ,,თეთრ მაგნოლიას" გამოუვიდა.

            რატომ ირჩევენ ავტორები ფსევდონიმებს, რა უპირატესობა აქვს დეტექტიური ჟანრის ლიტერატურას, როგორ შეიძლება წერის ტექნიკების გამოყენებით შექმნა უცნაური სიუჟეტი, ფინალი _ ამ საკითხებზე საინტერესო მსჯელობა გაიმართა. შეხვედრა იყო ინტერაქციული, ემოციებით დატვირთული.

            მადლობა სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში

            წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯიში 5 და 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკარმა III-V/ა და II-IV/ბ კლასებთან ერთად მოაწყო წიგნის საჯარო კითხვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.

          • გასვლითი გაკვეთილი

            30 იანვარს სკოლა ენ-ჯის X/ა კლასი ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდა მეტეხის ტაძრში, სადაც შუშანიკ დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე, მოილოცეს აბო თბილელის წამების ადგილზე აგებული ტაძარი.

          • ნინო ქადაგიძეს სტუმრობა სკოლაში

            28 იანვარს, სკოლა ენ-ჯიში კითხვის საათის ფარგლებში გაიმართა წაკითხული წიგნის განხილვა, რომელსაც საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ V-VI/ა კლასის მოსწავლეები. მათ ავტორს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაუსვეს საინტერესო კითხვები და მოისმინეს მწერლისგან საინტერესო ამბები.

            შეხვედრის დასასრულს ნინო ქადაგიძემ სკოლას საავტორო წიგნი გადასცა და მოსწავლეებს უსურვა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება.

          • ახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე.

            29 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

          • სახალისო ქვესტი

            22 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით VII/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

    • კონტაქტი

      • სკოლა ენ-ჯი
      • (+995 32) 265-26-67
      • გლდანი, ფორე მოსულიშვილის ქ. 20
        თბილისი
        0167 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ჩვენი სოციალური ქსელები