სიახლეები

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

        გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.

        სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • ლოგოპედის მომსახურებას.

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).

        გაითვალისწინეთ - 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

        მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -

        https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit

        მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/

        ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/

         

      • სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას  ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას:

        -ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        -მათემატიკაში;

        -პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და  კითხვის საათის გაკვეთილებს.

        • დამატებით ტარდება:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        -გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.

        სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.

        I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;

        სკოლაში  ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:

        I-IV კლასებში  09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;

        V-XII კლასებში  09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • 2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები

      • 2025-2026 სასწავლო წლის

        წლიური გამოცდები

        (ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)

         

        დაწყებითი საფეხური

        მუხლი 11

        11.3.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)   რუსული სექტორისთვის;

        3. მათემატიკა (ორივე სექტორი);

        4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);

        11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

        11.5.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)  (რუსული სექტორი);

        3.  მათემატიკა (ორივე სექტორი);

        11.6. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ  ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

        საბაზო საფეხური

        მუხლი 14

        14.4.წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს  წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:

         

        ქართული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        რუსული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი - ინგლისური ენა,  ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        14.4.2. წლიური   გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.     

         

        საშუალო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. . წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა   XI კლასებში ატარებს   წლიური გამოცდებს.

        14.4.3. XI კლასი

        ქართული სექტორი :

        რუსული სექტორი:

        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;

        14.4.4 წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

          • "რა,სად,როდის?" საბუნებისმეტყველებო მეცნიერებებში

          • აამ წლის 5 მაისს მე-7 მე-8 კლასებში საბუნებისმეტყველებო მეცნიერებებში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშია "რა,სად,როდის?". თამაშის ორგანიზატორები: ქიმიის მასწავლებელი-ირინა გაბელაია და ფიზიკის მასწავლებელი ხათუნა გელოვანი.

          • აქცია: "აჩუქე წიგნი"

          • წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სკოლაში განვახორციელეთ აქცია: "აჩუქე წიგნი". სკოლის მასწავლებლებმა და კლასში მოსწავლეებმა ერთმანეთს აჩუქეს წიგნები, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით წიგნიერების მნიშვნელობასა და გავუწიეთ პოპულარიზაცია წიგნის კითხვის საჭიროებას. 

          • 2021-2022 სასწავლო წლის   მაის/ივნისის  თვის სამუშაოგეგმა

          •  

            02.05.2022 -დირექციის წევრების შეხვედრა აპრილის თვეში თვეში შესრლებული ღონისძიებების ანგარიში/დირექციის წევრების შეხვედრა მაისის/ივნისის თვეში ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ     

            03.05.2022 -მოსწავლეთა ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებაI-VI. ინგა ადახი/ექიმი  

            03.05.2022- ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგებთან შეხვედრა. დირექცია/
             უცხოეთიდან გადმოსულ მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მუშაობასთან დაკავშირებით.

            10-20 მაისი -დიაგნოსტიკური შეფასებები IV-IX. მაია გურასპიშვილი/ყველა საგნის მასწავლებელი/ უნდა მოგვაწოდოს სამინისტრომ

            16.05.2022--ოლიმპიადის მე-2 ტური მათემატიკაში  III-VII  ზოია ცაბაძე     

             20.05.2022ოლიმპიადის მე-3 ტური მათემატიკაში III-VII ზოია ცაბაძე     

             05.05.2022 საბუნებისმეტყველო საგნებში ვიქტორინა VIII-IX  რინა გაბელაია-გოგია/ხათუნა გელოვანი  

            06.05.2022 შეხვედრა კლასის ხელმძღვანელებთან, მოსწთა აკადემიური  მოსწრების შესახებ.V-XII/ ინგა ადახი    

            13.05.2022  დასკვნითი ღინისძიება - "დედამიწის სიყვარული იწყება ჩემი ეზოდან"./ ინგა ადახი    

            13.05.2022 შეხვედრა მშობლებთან XI დირექცია/სოფიო გოგატიშვილი/ მომავალი სასწავლო წლის გეგმების შესახებ

            23.05.2022  კითხვის ტექნიკის შემოწმებაI-IV  მაია გურასპიშვილი    

            25.05.2022 დამოუკიდებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.VII-IX ინგა ადახი/კლასის ხელმძღვანელები  

            16.05.2022-25.05.2022 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებები:- ესეების კონკურსი, პოსტერების გამაზდება V-VI ; VII-IX   მაია გურასპიშვილი/ინგა ადახი/მზია ცხოვრებაზე/ეთერ დოგუზოვი/
            თეონა ფარცხალაძე. 
              - თემა "26 მაისი და საქართველო"

            27.05.2022  შეხვედრა მომავალ პირველკლასელებთან დირექცია/კლასის ხელმძღვანელები/საგნის მასწავლებელები 15:00 სთ/16:00 სთ

            16.04.2022- 20.05.2022  შეჯიბრი მძლეოსნობაში VII-XII ვიქტორია მგელაძე   

            01.06.2022-03.06.2022 სამოქალაქო კლუბის აქტივობა: ბავშვთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები V-IX  კლასები  მაია გურასპიშვილი/სამოქალაქო კლუბი  

            01.06.2022 ბავშვთა უფლებების დაცვის დღე  - სკოლის ეზოს კედლის მოხატვა.V-VI ინგა ადახი/თეონა ფარცხალაძე  

            03.06.2022  პირველკლასელთა ღონისძიება  ინგა ადახი   

            01.06.2022-10.06.2022 ადმინისტრაციული წერები V- IX დირექცია.  გრაფიკის მიხედვით

            6.06.2022- 10.06.2022 დიაგნოსტიკური წერები  (ქართული, ინგლისური) X_XI დირექცია/საგნის მასწავლებელი. გრაფიკის მიხედვით

            13-14.06.2022 ქართული ენა რუსულ სექტორზე - ახლად გადმოსული მოსწავლეებისთის ტესტირება.  მაია გურასპიშვილი  გრაფიკის მიხედვით

            16. 06.2022 დირექციის წევრების შეხვედრა მაისის-ივნისის თვეში შესრლებული ღონისძიებების ანგარიში დირექცია   

             

             

          • დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

          • 22 აპრილი დედამიწის დღეა - ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში კვლავ დაიგეგმა კვირეული, რომლის ფარგლებშიც ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის გაკვეთილებზე, მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ეკოლოგიურ საკითხებზე.

            დაწყებით საფეხურზე მოსწავლებმა გაკვეთილების პროცესში უყურეს ანიმაციურ ფილმებს ეკოლოგიურ თემატიკაზე, განიხილეს ენეგროეფექტურობისა და დაბინძურების საკითხები, დახატეს ნახატები და პოსტერები, მოეწყო სასკოლო გამოფენა;

            საბაზო საფეხურზე გეოგრაფიის გაკვეთილებზე ჩატარდა შესაბამის თემატიკაზე საუბრები, განხილვები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება. 

          • "დედა ენის" კვირეული სკოლაში

          • 14 აპრილი "დედა ენის" დღეა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სკოლაში დავგეგმეთ კვირეული, რომლის ფარგლებშიც ჩავატარეთ საინტერესო აქტივობები:

            1. დაწყებით კლასებში გაკვეთილები დაეთმო იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის განხილვას, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ ინფორმაციების მიწოდებას;

            2. დაწყებით საფეხურზე, როგორც ქართულ, ასევე რუსულ სექტორებზე - ქართული კალიგრაფიის კონკურსს;

            3. საბაზო საფეხურზე ჩატარდა შიდასასკოლო ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (ორივე სექტორზე);

            4. საბაზო საფეხურზე - ქართული კალიგრაფიის კონკურსი";

            5. დაიგეგმა და განხორციელდა გასვლითი გაკვეთილები მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში;

            6. კვირეულის დასკვნით დღეს, სკოლის სააქატო დარბაზში, გაიმართა კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა ქართულ დამწერლობას, მის უნიკალურობასა და მნიშვნელობას, დიპლომები გადაეცათ ქართულ ოლიმპიადასა და კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს.

            სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა მოსწავლესა და ქართული ენის მასწავლებელს კვირეულის ფარგლებში ჩართულობისა და აქტიურობისათვის.

          • შიდასასკოლო ოლიმპიადის შედეგები

          • შიდასასკოლო ოლიმპიადის საშემოდგომო სესიის გამარჯვებული მოსწავლეები

            სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის გნამავლობაში დაიგეგმა და ხორციელდება შიდასასკოლო ოლიმპიადები. პირველ სემესტრში ჩატარდა შიდასასკოლო ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში / ქართული, როგორ მეორე ენაში - დაწყებითი საფეხურის მე-5 და მე-6 კლასებში. ოლიმპიადა განხორციელდა ორ ტურად. ბოლო ტური ჩატარდა 6 დეკმებერს - გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

            V/ა კლასი

            1. ანანო გორდელაძე

            2. ანდრია ცქვიტიშვილი

            3. გიორგი პაპიევი

            4. ლუკა მგელაშვილი

            VI/ა კლასი

            5. სესილი სვანიშვილი

            6. ლიზი იაკობიშვილი

            V/ბ - VI /ბ კლასი

            7. მიროსლავ აგაფონკინი

            8. სამუელ იზმაილოვი

            მოსწავლეებს ვულოცავთ გამარჯვებას  და ვუსურვებთ მომავალში წარმატებებს.

          • სოლიდარობა უკრაინას! არა - ომს!

          • სკოლაში, მოსწავლეთა ინიციატივით მოეწყო გამოფენა, სადაც მოსწავლეებმა ნახატებითა და წერილებით გამოხატეს საკუთარი სოლიდარობა და დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიმართ. 

          • სამოქალაქო კლუბი "პუბლიკუსი"

          • სამიქალაქო კლუბის ინიციატივით სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ფილმის "საბჭოთა ისტორია" ჩვენება და განხილვა. განხილვის დროს მოსწავლეებმა იმსჯელეს ტოტალიტარიზმის დამნაშავეობრივ ხასიათზე, გაეცნენ ისტორიულ ფაქტებს საბჭოთა ხელისუფლებისა და ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილ დანაშაულებების შესახებ.

          • მშობელთა საყურადღებოდ!

          • ყოველ პარასკევს, აღნიშნული გრაფიკის შესაბამისად, შესაძლებელია  შეხვდეთ საგნის მასწავლებლებს (შემთავსებელ მასწავლებლებთან შეხვედრა შესაძლოა  ხუთშაბათს).

             

             

            შეხვედრებს ვიწყებთ  2022 წლის 01 აპრილიდან.

            (შეხვედრების საათები თუ შეიცვალა,აუცილებლად განვაახლებთ ინფორმაციას)

             

             

            ცაბაძე ზოია                               2:00-15:00

            გურასპიშვილი მაია                  13:30-14:30

            ადახი ინგა                                 11:00-15:00

            ბახბაია ხატია                            12:30-13:30

            აივაზოვი დიანა                        12:30-13:30

            არუთინოვა გაიანე                    17:00-18:00

            არუთინოვი იური                     15:00-16:00

            ბანცური თინა                            13:30-14:30

            მართალიშვილი ნატო                14:40-11:40

            გაბელაია ირინა                          15:50-16:50    (ხუთშაბათი)

            სარქისოვა-ნიპარიშვილი            17:00-18:00

            გოგატიშვილი სოფიო                13:30-14:30

            ნევსკი კონსტანტინე                   14:40-15:40

            გელოვანი ხათუნა                       15:50-16:50   (ხუთშაბათი)

            ღარიბაშვილი ნელი                    15:15-16:15

            შონია ლორიტა                            14:45-15:15

            დოგუზოვა ეთერი                       13:30-14:30

            ვიალოვა როზა                             14:40-15:40   (ხუთშაბათი)

            თოდუა ირმა                                13:30-14:30   (ხუთშაბათი)

            ნიქაბაძე მარიამ                            11:20-12:20

            კახაძე ინგა                                    17:00-18:00

            ფარცხალაძე თეონა                      13-30-14:30    (ხუთშაბათი)

            კუსრაშვილი მაია                         17:00-18:00

            მგელაძე ვიქტორია                       17:00-18:00

            მესხი მარიამი                                12:30-13:30

            ნონეშვილი მარინე                        14:40-15:40

            სარალიძე ნატალია                        15:50-16:30

            ტალიკიშვილი შორენა                   12:30-13:30

            ცერცვაძე თამარი                            17:00-18:00

            ცხოვრებაძე მზია                           15:50-16:30

            ჯელაძე ნანა                                    17:00-18:00

            ქინქლაძე ლია                                 14:40-15:40

             

            დირექტორის კონსულტანტს სასწავლო-აღმზრდელობით დარგში  ელზა ბადაშვილს შეხვედრები მშობლებთან ექნება ყოველ მეორე პარასკევს 14:00 საათიდან - 17:00 საათამდე. 

            ვიწყებთ 2022 წლის 01 აპრილიდან.

             

          • 2022-2023 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია იწყება

          •  „ახალი ქართული გიმნაზია“ 2022-2023 სასწავლო წლისთვის იწყებს მოსწავლეთა მობილობას ქართული სექტორის I-XII და რუსული სექტორის I-XI კლასებში.

            I-IV კლასებში მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობს საგნობრივი სწავლება 09:00-18:00 საათამდე. ბავშვები სასწავლო ნივთებს ტოვებენ საკლასო ოთახში. დამატებითი დავალება შესაძლოა მისცენ მოსწავლეს შაბათ-კვირისთვის.

            დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში წიგნიერების განვითარების საკითხი, რა მიზნითაც შემოტანილი გვაქვს - მედიაწიგნიერება და მეტყველება.

            პირველივე კლასიდან, ქართული ენის პარალელურად ისწავლება ინგლისური ენა, მეორე სემესტრიდან ემატება - რუსული ენა.  ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს ემატება ქართული ცეკვის გაკვეთილები, ასევე აზროვნებისა და ლოგიკის  განვითარების მიზნით - ჭადრაკი. 

            V-IX კლასის ჩათვლით გაკვეთილის ხანგრძლივობა ერთი ასტრონომიული საათია. გაკვეთილებზე ხდება მასალის დასწავლა-გააზრება. (საშინაო დავალებები უკიდურეს შემთხვევაში. მაგ. დიდი ტექსტებია წასაკითხი რაც გაკვეთილზე არ მოესწრება).

            მიმდინარე ნიშნები არ იწერება, თემების დამუშვების დროს მოსწავლეებს ეძლევათ განმავითარებელი კომენტარი, ხოლო ქულა/ნიშანი იწერება მხოლოდ თემის შემაჯამებელი დავალების შესრულების დროს.  სივრცული აზროვნების  განსავითარებლად  ტექნიკურ საგნებს  მე-5 კლასიდან ემატება საგანი-ხაზვა.

            X-XII  კლასებში მიმდინარეობს პროფილური სწავლება, მოსწავლეთა ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ქართული და ინგლისური ენების შესწავლა ხდება სააბიტურიენტო პროგრამით. დანარჩენი საგნების საათობრივი დატვირთვა ინდივიდუალურად განისაზღვრება მოსწავლეთა ჯგუფებისათვის.

            სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და  ფიზიკა-ქიმიის ვირტუალური ლაბორატორიები.

            ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილია  კომპიუტერული ტექნიკით/ეკრანებით და უზრუნველყოფილია ინტერნეტით.

            ჩვენ ვცდილობთ, რომ მოსწავლეებში გავაღვივოთ ინტერესი, სწავლა გავხადოთ სახალისო და მრავალფეროვანი, ამიტომ დამატებით მოსწავლეებს ვთავაზობთ განავითარონ მათთვის საჭირო უნარები სხვადასხვა კლუბებში გაწევრიანებითა და იქ მუშაობით:

            •  სატელევიზიო ხელოვნების კლუბი (“TV ინკოგნიტო და გიმნაზია)  - მოსწავლეები დაეუფლებიან, მეტყველების, პრეზენტაციის, რეპორტაჟის მომზადებისა და ჩაწერის და სხვა მსგავს უნარებს;
            • სამოქალაქო კლუბი: „პუბლიკუსი“

             სურვილის შემთხვევაში სკოლა გთავაზობთ დამატებით ფასიან მომსახურებას სხვადასხვა საგნებში.

            თუ თქვენი ინტერესი სხვა საგანმანათლებლო საჭიროებებსაც მოიცავს, სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
            ქართული ცეკვა;
            მხატვრული ტანვარჯიში;
            კინგბოქსინგი;   

            კლასში მოსწავლეთა რაოდენობა ნსაზღვრულია  18-20 მოსწავლით.

            სწავლების  წლიური გადასახადი შეადგენს - 3000 ლარი.


            მოსწავლეების მიღება მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.


            სკოლაში ფუნქციონირებს ბუფეტი.

             I-IV კლასის მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან სადილით.

            გიმნაზიის ბუფეტთან მშობელი ხელშეკრულებას ცალკე აფორმებს (სწავლების ღირებულებაში არ შედის კვების ღირებულება).

            გიმნაზია მოსწავლის ტრანსპორტირებას არ უზრუნველყოფს.

            2022-2023 ს/წელს პირველ კლასში მიიღებიან მოსწავლეები, რომელთაც 6 წელი უსრულდებათ 2022 წლის 15 სექტემბრამდე.

            პირველკლასშიმოსწავლისრეგისტრაციისთვისგადადითბმულზე - https://docs.google.com/forms/d/1Qaff0cMAOEH6ANudnR8Ot4BEoRJOeR2d3J7zVx9YApw/edit?usp=drive_web
            მისამართი: გლდანის/, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
            საკონტაქტო ტელ: 265-26-67 591415111
            ელექტრონული ფოსტა: newgeorgiangymnasium@gmail.com
            Facebook
            გვერდი: https://www.facebook.com/ngg.ge

            ვებ გვერდი: https://ngg.edupage.org/

          • დისტანციური სწავლების დროს გამოყენებული ელ რესურსი

          • ონლაინ სწავლების დროს ვიყენებთ:

            ZOOM-ის აპლიკაცია _ ზუმი ძალიან ხშირად გამოიყენება ონლაინ შეხვედრების მოსაწყობად. რისსაშუალებას იძლევა იგი? შეიძლება შეხვედრის მუდმივი ლინკის შექმნა, კონკრეტული შეხვედრის დროისგაზრდა, ეკრანის გაზიარება, შეხვედრის მონაწილეთათვის ჩათში კომენტარების მიწერა, ჩანაწერისგაკეთება და ცალკე ბმულად გაგზავნა ან გაზიარება. თუმცა ზუმში შეუძლებელია ერთობლივი მუშაობა,ფაილის გაგზავნა. თიმსისგან განსხვავებით, მას არ აქვს საჭირო ფაილების შესანახი საცავი.Facebook-გვერდები და მესენჯერი _ ყველაზე მარტივი პანდემიის დროს მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა Facebook-გვერდები და მესენჯერი. მაგრამ, კიბერ-სივრცის ნაკლებად დაცულობის გამო, მსგავსი გვერდების გამოყენება საფრთხილოა მოსწავლეებისთვის. მესენჯერსა და ჯგუფებში ღიად დავალებების ჩაყრით ირღვევა მოსწავლეების უფლებები (კიბერჰიგიენისადა კიბერუსაფრთხოების დაცვა კი ერთ-ერთი მთავარი პირობაა ონლაინ გაკვეთილის მსვლელობისას).ონლაინ გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ 8 მოსწავლესთან, რთულია ინფორმაციისმოძიება. მაგრამ მასწავლებლების კომუნიკაციის, გამოცდილებისა და რესურსების გაზიარების კუთხითFacebook-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ონლაინ სწავლების პროცესში. მასწავლებლებს შეუძლიათ,გაწევრიანდნენ საგნობრივ ჯგუფებში და იქონიონ კომუნიკაცია კოლეგებთან.Google Meet _ ონლაინ შეხვედრების ჩასატარებლად გამოიყენება, აუცილებელია დარეგისტრირებულივიყოთ gmail.com-ზე.Meet  აპლიკაციაში შეხვედრის დრო შეზღუდული არ არის. შესაძლებელია შეხვედრის მუდმივი ლინკისშექმნა, ეკრანის გაზიარება, თეთრი დაფის ინსტრუმენტისა და ჩათის გამოყენება; შეხვედრის ჩანაწერისგაკეთება და ცალკე ბმულად გაგზავნა ან გაზიარება. თუმცა, ZOOM-ის მსგავსად, არ აქვს ფაილებისმუდმივად შენახვის საშუალება, დავალებების ბანკი. _  edupage.org -სკოლა იყენებს ამ  ელექტრონულ ჟურნალს. ძალიან მარტივი პლატფორმაა:მასწავლებელს ცხრილის მიხედვით შეუძლია ონლაინ გაკვეთილის ჩართვა, დავალებების გაგზავნა; მარტივია შეფასების სისტემა, ერთია მშობლისა და მოსწავლის გვერდი, მშობელი ხედავს ნიშნებს, არებს.ონლაინ გაკვეთილის რაობა და რესურსები:ონლაინ გაკვეთილი განსხვავდება ჩვეულებრივი, კონტაქტური გაკვეთილისაგან: მისი მსვლელობისას აუცილებელია სხვადასხვა სადემონსტრაციო მასალისა და ონლაინ რესურსის გამოყენება. ონლაინგაკვეთილი დაგეგმილი უნდა იყოს კომპლექსურად, რათა გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებმა შეძლონდისტანციური სწავლება. 

            ახალი მასალის შესწავლა, მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალის დამუშავება, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება. განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ _ მომავალითაობებისათვის ისეთი საგანმანათლებლო რესურსების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს:• მოსწავლეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებასა• და გამოყენებას;• ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს;• მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.• მოსწავლეთათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.წარმოგიდგენთ სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტს, პლატფორმას, საიტს, რომლებსაც ვიყენებთ არა მარტო ონლაინ სწავლების, არამედ, ზოგადად, სწავლების დროს:

            •  ვსწავლობთ თამაშით _ სხვადასხვა კომიქსების შექმნა, რესურსის შექმნა, აქტივობებში გამოყენება ვსწავლობთ თამაშით (geolab.edu.ge)
            • სიტყვობანა _ პროგრამა,რომლის დახმარებითაც მოსწავლეებს შეუძლიათ ააწყონ მოცემული სიტყვა2020 ბუკების თამაშები (buki.ge)
            • ანბანი _ მოცემულია ანბანი. მოსწავლეს თავად შეუძლია შემოხაზოს მინიშნების დახმარებით შესაბამისი ასობგერა;
            • 2020 ბუკების თამაშები (buki.ge)
            •  ვსწავლობთ მუსიკას თამაშით : https://drive.google.com/.../1JjKMvTuWn0EgTsZoaibYx49r...ეს რესურსი არა მარტო მუსიკის, არამედ სხვა საგნების ექსპერტებსაც შეგიძლიათ გააცნოთ. მაგალითად, ქართულში საშინაო დავალების დაწერის ნაცვლად,მოსწავლეს შეეძლება აუდიოფაილის მომზადება.ან ბუნებისმეტყველებაში ცხოველებისა და ფრინველების ხმების მოგროვება.
            • მარცვლობანა:  https://drive.google.com/.../1sgpidtiSO9y0QWlCpr13PNB0r1K...ეს რესურსი, ფაქტობრივად,ინტერაქტიული ანბანისა და სიტყვობანას გაგრძელებაა. ამგვარად ერთიანი ციკლი შეიკვრება: ანბანის სწავლა, ასოებით სიტყვების აწყობა და ბოლოს დამარცვლა.
            •  ელრესურსი მუსიკაში _ ვებგვერდზე განთავსებული დამხმარე ელექტრონული რესურსები შექმნილია I-VI კლასის სასკოლო პროგრამის შესაბამისად და ემსახურება სასწავლო როცესშიმოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას. ყოველი თემა მოიცავს რამდენიმე ნაბიჯსა და კომპლექსურ დავალებას. მოსწავლის მიზანია, ნაბიჯების გავლისას მოაგროვოს საკმარისი ცოდნა, რომელსაც გამოიყენებს საბოლოო, რამდენიმეკომპონენტიანი ომპლექსური დავალების შესასრულებლად.
            • ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი (emis.ge)
            •  ელრესურსი ბუნებაში _ ვებგვერდზე განთავსებული დამხმარე ელექტრონული რესურსები შექმნილია I-VI კლასის სასკოლო პროგრამის შესაბამისად და ემსახურება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას. ყოველი თემა მოიცავს რამდენიმე ნაბიჯსა და კომპლექსურ დავალებას. მოსწავლის მიზანია, ნაბიჯების გავლისას მოაგროვოს საკმარისი ცოდნა, რომელსაც გამოიყენებს საბოლოო, რამდენიმეკომპონენტიანი კომპლექსური დავალების შესასრულებლად.
            • ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი (emis.ge)
            • ელრესურსი ხელოვნება _ ვებგვერდზე განთავსებული დამხმარე ელექტრონული რესურსები შექმნილია I-VI კლასის სასკოლო პროგრამის შესაბამისად და ემსახურება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას. ყოველი თემა მოიცავს რამდენიმე ნაბიჯსა და კომპლექსურ დავალებას. მოსწავლის მიზანია, ნაბიჯების გავლისას მოაგროვოს საკმარისი ცოდნა, რომელსაც გამოიყენებს საბოლოო, რამდენიმეკომპონენტიანი კომპლექსური დავალების შესასრულებლად.
            • ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი (emis.ge)
            • ელრესურსი კომპიუტერული მეცნიერება _ ვებგვერდზე განთავსებული დამხმარე ელექტრონული რესურსები შექმნილია I-VI კლასის სასკოლო პროგრამის შესაბამისად და ემსახურება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას. ყოველი თემა მოიცავს რამდენიმე ნაბიჯსა და კომპლექსურ დავალებას. მოსწავლის მიზანია, ნაბიჯების გავლისას მოაგროვოს საკმარისი ცოდნა, რომელსაც გამოიყენებს საბოლოო, რამდენიმეკომპონენტიანი კომპლექსური დავალების შესასრულებლად.
            • ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი (emis.ge)
            •  ხანის აკადემია _ ხანის აკადემიის დახმარებით მასწავლებლები შეძლებენ, აღმოაჩინონ ჩავარდნები მოსწავლეების ცოდნაში, მიუდგნენ მათ ინდივიდუალურად.მოსწავლეები ვარჯიშობენ საკუთარი ტემპით. ისინი ჯერ ასწორებენ ხარვეზებს, შემდეგ კი იწყებენ სწრაფად სწავლას.khanacademy.org
            • Onlain Power Point _ შეგიძლიათ შექმნათ პრეზენტაციები, ანიმაციები. შეინახოთ ვიდეოს სახით Email.mes.gov.ge
            •  Forms _ Office 365 _ გამოკითხვის ფორმები და ქვიზები Email.mes.gov.ge
            • One Draive- Office 365 _ საცავი, სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ მასალები, ვიდეო ფაილები, გაუზიაროთ სხვებს  Email.mes.gov.ge
            •  Kahoot _ Log in _ Kahoot! _ საინტერესო გამოკითხვისა და ქვიზების შექმნა;
            • GeoGebra _ პროგრამა მათემატიკური და გეომეტრიული გამოთვლებისთვის, ასევე, სასურველიმოდელის დახაზვისა და შექმნისათვისგადმოწერა  GeoGebra 6.0.593 ქართული – Vessoft ’ learningapps.org/ _ შეგიძლიათ შექმნათ თქვენთვის სასურველი რესურსი. ასევე გამოიყენოთ უკვედისტანციური სწავლება სხვისი შექმნილი, მასში ყველა საგნის მასალაა განთავსებული;
            • LearningApps.org _ ინტერაქტიული და სასწავლო მოდულები;
            •  სილქნეტის საშინაო სკოლა _ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოგაკვეთილები სხვადასხვა საგანში;
            • ვირტუალური ლაბორატორია _ მათემალ.გე)ტიკაში, ფიზიკასა და ქიმიაში.
            • El.Ge _ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ _ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მხარდაჭერით შეიქმნა

             

          • 2021 წლის დეკემბერის თვეში სკოლაში ჩატარებული ანონიმური (მოსწავლე/მშობელი/მასწავლებელი) კვლევის ანალიზი

          • სკოლის მთავარი ამოცანაა შექმნას ეფექტური, უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო-სააღმზრდელო გარემო. აქედან გამომდინარე, სკოლა ყოველი სასწავლო წლის ან სემესტრის დასრულების შემდეგ, ანონიმური კითხვარების საშუალებით, აკეთებს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გამოკითხვას, შედეგების ანალიზის საფუძველზე გეგმავს მიმდინარე სასწავლო წლის მნიშვნელოვან აქტივობებს, ან აჯამებს გავლილ სასწავლო სემესტრს/წელს. ზემოაღნიშნული მეთოდით სკოლა იღებს სამართლიან და გულახდილ უკუკავშირს და მის საფუძველზე გეგმავს შემდგომი პერიოდის საქმიანობას.

            2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემეტრში განხორციელდა მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა ონლაინ გამოკითხვა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღონ დაახლოებით 100-მდე პირმა. კითხვების შინაარსი განსხვავებული იყო თითეული სამიზნე ჯგუფისთვის. გამოკითხვის სედეგად მიღებული კვლევის შედეგები გაზიოარებულ იქნა სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისათვის სკოლის ვებგვერდის საშუალებით.

            მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები:

            გამოკითხვაში მონაილწობა მიიღო სკოლის თითქმის ყველა კლასის მოსწავლემ, მაგრამ  აქტივობა  შედარებით მაღალი იყო - V, IX, X  და XI კლასებში. მოსწავლეებმა რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასეს მასწავლებელთა მუშაობა. კითხვაზე, თუ რამდენად საინტერესოდ წარმართავს მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესს -  პირველ სამეულში მოხვდნენ შემდეგი საგნის მასწავლებლები: ქართულის, ინგლისური ენისა და ისტორიის მასწავლებლები;

            ახალი მასალის გასაგებად ახსნასთან, შეფასების ობიექტურობისა და გამჭვირვალობის საკითხთან და მასწავლებლის მიერ ეთიკის ნორმების დაცვასთან დაკავშირებით პირველ სამეულში მოხვდნენ შემდეგი საგნის მასწავლებლები: ქართულის, მათემატიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლები. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ხმების რაოდენობებს შორის არაა დიდი განსხვავება და მოსწავლეების მოწონებას იმსახურებენ ისტორიის, ბიოლოგიის, ქიმიის რუსული ენის მასწავლებლებიც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობის აზრით, სკოლაში წინა სასწავლო წელთან შედარებით გაუმჯობესდა:

            • სასწავლო გარემო;
            • სწავლის ხარისხი;
            • ურთიერთობები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის;
            • ამასთან, მათი უმრავლესობა დამრიგებლის მუშაობას აფასებს დადებითად.

            აღნიშნული სტატისტიკა სკოლისათვის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან სწორედ ხარისხის უზრუნველყოფა და მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსწავლეები დადებითად აფასეფენ, სკოლაში არსებულ დისციპლინას, შემოქმედებით გარემოს. თვლიან, რომ მათი უფლებები დაცულია და სკოლა ითვალისწინებს მათ ინტერესებს. კითხვარის ბოლოს მოსწავლეებს უნდა დაეწერათ გულახდილი შენიშვნები და რეკომენდაციები. ამ კუთხითაც გამოკვეთილ თხოვნას წარმოადგენს, საგაკვეთილო დროის შემცირება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო დროის ცვლილება განხორციელდა მიმდინარე სასწავლო წელს. შესაბამისად, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე, მასწავლებლებისთვის სიახლეს წარმოადგენს და მათ ჭირდებათ ადაპტაცია. იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლოს კვლავ გამოიკვეთება მოსწავლეების ამგვარი მიდგომა,  ამ შემთხვევაში სკოლა განახორციელებს შესაბამის სამუშაოებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს.

            მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგები:

            შესაძლებელია ითქვას, რომ მასწავლებლების აქტივობა არ იყო მაღალი, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო სკოლის მასწავლებელთა 51%. გამოკითხული პირები სკოლის მთავარ პრიორიტეტად ცოდნაზე ორიენტირებას, ხარისხიან განათლებასა და უსაფრთხო გარემოს მიიჩნევენ. ასევე, მათ მაღალი ქულით აქვთ შეფასებული (9-10 ქულა) სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც ეხმარება მათ სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში.

            დადებითი სტატისტიკაა და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესის დაგეგმვაში. სასიხარულოა, რომ მასწავლებლები კმაყოფილები არიან სკოლის მიერ მათი პროფესიული ზრდისათვის განხორციელებული ქმედებებით და ისინი მიიჩნევენ, რომ შპს  „ახალი ქართული გიმნაზია“ ნამდვილად ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე, ამასთან, დირექცია ახდენს მათი წარმატებების წახალისებას. ისინი ასევე, დადებითად აფასებენ დირექციასა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობებსა და სკოლაში არსებულ სამუშაო გარემოს.  აღნიშნული საკითხი მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლისათვის, რადგან მოტივირებული და პროფესიულად განვითარებული მასწავლებელი - ხარისხიანი განათლების საწინდარია. 

            რაც შეეხება მასწავლებლების მიერ სკოლისათვის გაცემულ რეკომენდაციებს, აღსანიშნავია რამდენიმე საკითხი. კერძოდ, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის საჭიროა

            • პედაგოგებს შორის მეტი კომუნიკაცია;
            • თანამშრომლობითი და კეთილგანწყობილი ურთიერთობების ჩამოყალიბება და გაკვეთილების დროის შემცირება. 

            აღნიშნული ფაქტი, სავარაუდოდ გამოწვეული იყოს პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვებით, რაც არ გვაძლევდა აქტიური და პირდაპირი კომუნიკაციიის საშუალებას.

            მშობელთა გამოკითხვის შედეგები:

            მშობლების უმეტესობა აღნიშნავს, რომ სკოლაში მოსწონთ სწავლების ხარისხი, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობის ფორმები და არსებული უსაფრთხო გარემო. ასევე, მიიჩნევენ, რომ სკოლაში გაუმჯობესებულია სწავლის ხარისხი და დისციპლინა.

            გარდა ამისა, მშობლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სკოლა სრულად არის უზრუნველყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარით, სწავლა-სწავლებისათვის აუცილებელი მასალითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. კარგად აფასებენ ქართულის, მათემატიკის, ინგლისური ენის, ისტორიისა და რუსული ენის სწავლების ხარისხსს. ამასთან, მათი უმრავლესობა დამრიგებლის მუშაობას აფასებს დადებითად. აღნიშნული სტატისტიკა მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ხარისხის უზრუნველყოფა და მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს.

            რაც შეეხება მშობლების მიერ სკოლისათვის გაცემულ რეკომენდაციებს, აღსანიშნავია რამდენიმე საკითხი. კერძოდ, მათ ნაწილს სურვილი აქვს სკოლაში იყოს მეტი წრეები და ტექნოლოგიური გაკვეთილები, ასევე მეტი აქტივობები ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების წახალისებისათის და ნაკლებად ხდებოდეს პედაგოგების ცვლილება.

            დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობა 2021-2022 სასწავლო წელს შეიძლება შეფასდეს დადებითად, რადგან პანდემიის პირობებშიც კი სკოლამ მოახერხა განვითარება, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და საინტერესო სასკოლო ცხოვრების შეთავაზება, როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლებისთვის.

          • მშობელთა საყურადღებოდ

            ძვირფასო მშობლებო,

            მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, სკოლაში მოეწყობა ღია კარის დღეები (I კლასიდან XI კლასის ჩათვლით). აღნიშნულ პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად, მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ გაკვეთილს/გაკვეთილებს.

            გთხოვთ, გაითვალისწინეთ გაკვეთილზე დასასწრებად მობრძანდით გაკვეთილის დაწყებამდე (5 წუთით ადრე), დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            დირექცია

          • დაჯილდოება

            16 თებერვალს სკოლა ენ-ჯიში გაიმართა I-IV/ა/ბ კლასის მოსწავლეთა შორის სასკოლო ჭადრაკის ტურნირის საზეიმო დაჯილდოება. ღონისძიება ჩატარდა განსაკუთრებულად თბილ და მეგობრულ გარემოში, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი, ნიჭი და სტრატეგიული აზროვნება.

            ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მაღალი პასუხისმგებლობითა და მონდომებით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური სიგელები და სიმბოლური პრიზები.

          • ვიზიტი ქარვასლას მუზეუმში

            13 თებერვალს სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასი, ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით, ეწვია ქარვასლას მუზეუმი-ს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები და მოისმინეს მათი უძველესი ისტორია.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე

            საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2016 წლიდან საქართველოში აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ღონისძიებას შეუერთდა სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკაც, აქტიურად მონაწილეობდნენ V-IX/ბ კლასის მოსწავლეები. ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ლიტერატურულ ჟანრზე, წიგნებსა და პერსონაჟებზე.

          • ვიზიტი თოჯინების მუზეუმში

            ჩვენი პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები 12 თებერვალს თოჯინების მუზეუმს ესტუმრნენ. აქ უამრავი ხელნაკეთი თოჯინა ვნახეთ.

            გიდმა გულდასმით აგვიხსნა, რა მასალებით იქმნება თოჯინები და რამხელა შრომას მოითხოვს თითოეული მათგანი. ბავშვები აღფრთოვანებული და შთაგონებულები დარჩნენ. პატარებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ნიკო ფიროსმანის თოჯინამ, ბევრი წითელი ვარდით.

          • გამოფენა

            10 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით III/ა კლასმა წარადგინა პროექტი თემაზე: „შენების ხელოვნება“. ასევე გაიმართა მოსწავლეების მიერ შესრულებული მაკეტების გამოფენა.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე

            ,,ჩვენ ვართ წაკითხული წიგნები, ნანახი ფილმები" _ უთხრა დღეს სკოლა ,,ენ-ჯის" მოსწავლეებს კითხვის საათის ფარგლებში მოწვეულმა დრამატურგმა, ლიტერატურის კრიტიკოსმა _ დავით გაბუნიამ. მართლაც, ყოველი წიგნის ამბავმა სხეულში უნდა გაიაროს, რაც ,,თეთრ მაგნოლიას" გამოუვიდა.

            რატომ ირჩევენ ავტორები ფსევდონიმებს, რა უპირატესობა აქვს დეტექტიური ჟანრის ლიტერატურას, როგორ შეიძლება წერის ტექნიკების გამოყენებით შექმნა უცნაური სიუჟეტი, ფინალი _ ამ საკითხებზე საინტერესო მსჯელობა გაიმართა. შეხვედრა იყო ინტერაქციული, ემოციებით დატვირთული.

            მადლობა სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში

            წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯიში 5 და 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკარმა III-V/ა და II-IV/ბ კლასებთან ერთად მოაწყო წიგნის საჯარო კითხვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.

          • გასვლითი გაკვეთილი

            30 იანვარს სკოლა ენ-ჯის X/ა კლასი ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდა მეტეხის ტაძრში, სადაც შუშანიკ დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე, მოილოცეს აბო თბილელის წამების ადგილზე აგებული ტაძარი.

          • ნინო ქადაგიძეს სტუმრობა სკოლაში

            28 იანვარს, სკოლა ენ-ჯიში კითხვის საათის ფარგლებში გაიმართა წაკითხული წიგნის განხილვა, რომელსაც საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ V-VI/ა კლასის მოსწავლეები. მათ ავტორს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაუსვეს საინტერესო კითხვები და მოისმინეს მწერლისგან საინტერესო ამბები.

            შეხვედრის დასასრულს ნინო ქადაგიძემ სკოლას საავტორო წიგნი გადასცა და მოსწავლეებს უსურვა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება.

          • ახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე.

            29 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

          • სახალისო ქვესტი

            22 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით VII/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

    • კონტაქტი

      • სკოლა ენ-ჯი
      • (+995 32) 265-26-67
      • გლდანი, ფორე მოსულიშვილის ქ. 20
        თბილისი
        0167 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ჩვენი სოციალური ქსელები