გიმნაზიის ქართული და რუსული სექტორის I-V კლასებში 28 სექტემბერს ჩატარდა სასკოლო პროექტის პრეზენტაცია. მთელი თვე შრომობდნენ ჩვენი პატარები და ამ პრეზენტაციებზე წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევარი. იმღერეს, იცეკვეს, ლექსებიც თქვეს.
სიახლეები
სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.
სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• ლოგოპედის მომსახურებას.
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).
გაითვალისწინეთ - 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -
https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit
მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/
ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას:
-ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
-მათემატიკაში;
-პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და კითხვის საათის გაკვეთილებს.
• დამატებით ტარდება:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
-გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.
სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.
I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;
სკოლაში ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:
I-IV კლასებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;
V-XII კლასებში 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები
2025-2026 სასწავლო წლის
წლიური გამოცდები
(ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)
დაწყებითი საფეხური
მუხლი 11
11.3. დაწყებითი კლასების საფეხურზე, IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) რუსული სექტორისთვის;
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);
11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.
11.5. დაწყებითი კლასების საფეხურზე, V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) (რუსული სექტორი);
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
11.6. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საბაზო საფეხური
მუხლი 14
14.4.წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:
ქართული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
რუსული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი - ინგლისური ენა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
14.4.2. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საშუალო საფეხური
მუხლი 14
14.4. . წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა XI კლასებში ატარებს წლიური გამოცდებს.
14.4.3. XI კლასი
ქართული სექტორი :
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
რუსული სექტორი:
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
14.4.4 წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
სასკოლო პროექტი "ზაფხული"
- 9
2022 წლის 28 სექტემბერს I-V კლასებში ჩატარდება სასკოლო პროექტის "ზაფხული" პრეზენტაცია
I-V კლასის მოსწავლეთა მშობლების საყურადღებოდ!
2022 წლის 28 სექტემბერს, სასკოლო გეგმის თანახმად, ჩატარდება სასკოლო პროექტის "ზაფხული" პრეზენტაცია.როგორც მოგეხსენებათ ეს პროექტი მიმდინარეობდა სასწავლო წლის დაწყებიდან . ახლა კი მოსწავლეები წარმოადგენენ პროექტის ფარგლებში თავის ნამუშევარს.- 15:00-15:45 საათებში ჩატარდება -1ა, 2ბ, 3ა, 4ა, 5ბ კლასების პრეზენტაცია;- 16:00-16:45 საათებში ჩატარდება 1ბ, 2ა, 3ბ, 4ბ, 5ა კლასების პრეზენტაცია.პრეზენტაციის შემდეგ გაგრძელდება სასწავლო პროცესი.გაითვალისწინეთ, რომ დაინტერესებული მშობლები მოხვიდეთ დროულად .
სასკოლო საზოგადოების მიერ გიმნაზიის მისიის ცნობადობის კვლევის ანალიზი
2022წლის სექტემბრის თვეში, დირექციამ განახორციელა "ახალი ქართული გიმნაზიის" მისიის ცნობადობის კვლევა, მასწავლებლებში, მშობლებში და მოსწავლეებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 121-მა რესპოდენტმა. აქედან 19,8% -მასწავლებლებმა, 36,4% - მოსწავლეებმა და 43,8% მშობლებმა.
კვლევის ანალიზი დევს აქ:
გიმნაზიასა და მშობელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შაბლონი
მშობლებს, რომლებსაც დაკარგული გაქვთ ძირითადი ხელშეკრულების თქვენი პირი. შეგიძლიათ გაეცნოთ შაბლონს.
მშობელთა/მოქალაქეთა საყურადღებოდ!
მშობელთა/მოქალაქეთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ შპს „ახალ ქართულ გიმნაზიის“ დირექციასთან მოქალაქეთა/მშობელთა მიღება ხდება ყოველდღე 10:00–16:00 საათამდე წინასწარ შეთანხმებით.
სასწავლო პროცესის დროს, წინასწარი შეთანხმების გარეშე, შენობაში ნებისმიერი პირის შემოსვლა აკრძალულია.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ გიმნაზიის:
- ელექტრონულ ფოსტაზე - newgeorgiangymnasium@gmail.com
- facebook Messenger-ზე - ახალი ქართული გიმნაზია • New Georgian Gymnasium
- ქალაქის ნომერზი +995 032 2 652 667
გიმნაზიაში მიმდინარე პროცესებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ სკოლის ვებ გვერდზე - https://ngg.edupage.org/ და facebook-ის ოფიციალურ გვერდზე - ახალი ქართული გიმნაზია • New Georgian Gymnasium.
დირექცია
2022-2023 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით
განცხადება
2022-2023 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით
5 სექტემბრის დღის გეგმა:
09:00 საათი-მასწავლებელთა გამოცხადება;
10:00 საათი II-IX კლასების მიღება;
(დამრიგებლები ხვდებიან მოსწავლეებს და მშობლებს სკოლის ეზოში, შემდეგ მოსწავლეებს შეიყვანენ კლასებში, შეხვდებიან საგნის პედაგოგებს,ჩაიწერენ გაკვეთილების ცხრილს და ა.შ.)
12:00 საათი 1ა კლასთან შეხვედრა, მოსწავლეები და მშობლები (დამრიგებელი ნანა ჯელაძე);
13:00 საათი 1ბ კლასთან შეხვედრა, მოსწავლეები და მშობლები(დამრიგებელი ხატია ბახბახია);
14:00 საათი X-XII კლასებთან შეხვედრა.
პ.ს. მოსწავლეების სკოლაში ყოფნისათვის განსაზღვრული დრო არ გვაქვს...
15:00 თათბირი დამრიგებლებთან.
დამრიგებლები წარმოადგენენ ინფორმაციას მოსწავლეთა სკოლაში გამოცხადების შესახებ და ვინც არ გამოცხადდა - მიზეზებს.
6 სექტემბერს მოსწავლეები გამოცხადდებიან სკოლაში 08:50 წუთამდე.
გიმნაზიის დირექცია.
შპს ახალი ქართული გიმნაზიის ავტორიზაციის შესახებ
შპს ახალი ქართული გიმნაზიის ავტორიზაციის შესახებ
დაწესებულების მიერ თვითშეფასების კითხვარში ასახული ინფორმაციის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
საბჭომ გადაწყვიტა:
- შპს ახალ ქართულ გიმნაზიას (ს/კ: 200036497) 6 წლის ვადით მიენიჭოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით.
- შპს ახალ ქართულ გიმნაზიას მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განესაზღვროს370- ით.
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 26 ივლისისN844752 სხდომის ოქმის პირველი ნაწილი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად.
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2022 წლის 12 სექტემბერსს.
- საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ენად განისაზღვროს ქართული ენა.
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებისგასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში, სააპელაციო საჩივრის სააპელაციო საბჭოში წარდგენის გზით (შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. მეორე შესახვევი №2) ან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის შეტანის გზით (შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6)
სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო საბჭოს თავმჯდომარე მალაზონია დავით
სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო საბჭოს მდივანი ჯინჭარაძე მანანა
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!
გაცნობებთ რომ გიმნაზია 2022-2023 სასწავლო წელს იწყებს 5 სექტემბერს 10 საათზე.
გაითვალისწინეთ რომ ეს დღე იქნება მოკლე!
განიხილება საორგანიზაციო საკითხები, მოსწავლეები შეხვდებიან პედაგოგებს, გაიცნობენ ახალ მოსწავლეებს, ჩაიწერენ საგაკვეთილო ცხრილს...
დაწყებითი კლასის მშობლები გააფორმებენ ხელშეკრულებებს სასადილოსთან და ა.შ.
2022 წლის 6 სექტემბერს, უკვე მზად საგაკვეთილო პროცესისთვის, მოსწავლეები სკოლაში უნდა გამოცხადდნენ პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, 8 საათსა და 50 წუთზე, ფორმით-თეთრი კლასიკური პერანგი და შავი/მუქი ლურჯი ქვედა შარვალი/ქვედაკაბა.
გაკვეთილები იწყება და ზარი ირეკება 09:00 წუთზე და იკეტება შემოსასვლელი კარებიც.
დაგვიანებული მოსწავლე არ დაიშვება პირველ გაკვეთილზე!
გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთია, დასვენებები 15-10-5 წუთი.
გაითვალისწინეთ რომ მოსწავლეთა მობილობა (სხვა სკოლაში გადასვლა/გადმოსვლა) იკეტება 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე.
გაიცანით გიმნაზიის მომავალი პატარა ჟურნალისტები
მომავალი სასწავლო წლიდან, ჩვენი მოსწავლეები, უკვე ჟურნალისტის სტატუსით, საკუთარი სიუჟეტებისა და გადაცემების კალათას შექმნიან.
მოუსმინეთ ჩვენ მოსწავლეებს
მეოთხე კლასელების ვიდეორეპორტაჟი
სიმბოლური "ბოლო ზარი"
გიმნაზია 2022 წლის 3 ივნისს სიმბოლური "ბოლო ზარით" დაემშვიდობა უკვე ყოფილ მეთორმეტე კლასელებს.
ჩვენო საყვარელო კურსდამთავრებულებო,
გილოცავთ სკოლის დამთავრებას. წარმატებულ მომავალს გისურვებთ.
წინ გრძელი გზა გაქვთ, სიხარულით,სიყვარულით,წყენით,გამარჯვებით,მარცხით,დაცემით,ადგომით… და ამ გზაზე გვინდა- ყველა გადამწყვეტ ბრძოლაში გამარჯვება გისურვოთ.
5
ნახაზების გამოფენა
გიმნაზიაში V-X კლასებში ისწავლება საგანი ხაზვა, პედაგოგი იური არუთინოვი. ყოველი წლის ბოლოს კი გამორჩეული ნახაზების გამოფენა ეწყობა.
მუსიკალური სპექტაკლი "ანბანების სიტყვათ სეტყვა"
3 ივნისს გიმნაზიაში ქართული და რუსული სექტორის პირველი კლასის მოსწავლეებმა ერთად წარმოადგინეს მუსიკალური სპექტაკლი და ამ საოცარი ღონისძიებით დაასრულეს პირველი კლასი. მუსიკის პედაგოგი ინგა ადახი, მედიაწიგნიერების პედაგოგი შორენა ტალიკიშვილი
12
"ტვინების ბრძოლის" სასკოლო ტური
23 მაისს მე-6, მე-7 და მე-8 კლასების გუნდებს შორის გაიმართა "ტვინების ბრძოლა", რომელიც არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის. ერთ სივრცეში განლაგებულმა გუნდებმა უპასუხოეს წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა იყო ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებული იყო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე.
თამაშში პირველ ადგილზე გავიდა მე-6/ა კლასის მოსწავლეთაგან შემდგარი გუნდი, რომელმაც მოიპოვა სკოლის ჩემპიონის ტიტული. გამარჯვებულს Brains-ისგან გადაეცემა „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი”. ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიენიჭებათ “ტვინების ბრძოლის” ოფიციალურ, სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება - რომელიც ტარდება რეგიონული მასშტაბით.
ინტელექტუალური თამაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში: "რა? სად? როდის"
2022 წლის 5 მაისს სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ინიციატივითა და ხელშეწყობით მე-8 და მე-9 კლასებს შორის ჩატარა ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?’’, რომელიც მიზნად ისახავდა ცოდნისა და ინტერესების გაღრმავებას ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, აგრეთვე თითოეული მოსწავლის მიერ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას.
თამაში იყო საინტერესო და დადებითი ემოციებით სავსე.
ორივე კლასი დაჯილდოვდა სიგელებით. თამაშის ბოლოს კი გამოვლინდა გამარჯვებული.
გაიმარჯვა მე-8/ა კლასის ინტელექტუალურმა გუნდმა, წარმატებულ მოაზროვნეებს გადაეცათ თამაშის სიმბოლო - „ბუ„.
26 მაისი 2022 წელი
2022 წლის 25 მაისს გიმნაზიაში ჩატარდა თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. გავიხსენეთ 1918 წლის 26 მაისის მოვლენები და ნოე ჟორდანიას სიტყვა, წარმოთქმული დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერის დროს:
"ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო; დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის".
13
სასკოლო პროექტი "დედამიწის სიყვარული იწყება ჩემი ეზოდან"
დედამიწის დღესთან დაკავშირებით გიმნაზიაში განხორცილედა სასკოლო პროექტი,რომლის ფარგლებში მშობლებმა შეაგროვეს თანხა:
1/ა კლასი-285 ლარი;
1/ბ კლასი-195 ლარი;
2/ბ კლასი-165 ლარი;
3/ა კლასი-195 ლარი;
3/ბ კლასი-175 ლარი;
4/ბ კლასი-105 ლარი;
6/ა კლასი-150 ლარი;
7/ბ კლასი-105 ლარი;
8/ბ კლასი-40 ლარი;
9/ა კლასი-30 ლარი;
9/ბ კლასი-75 ლარი.
სულ შეგროვდა 1520 ლარი. ამ თანხით ნაყიდია:
კანადური ნაძვი -1 ცალი;
ფუქსია- 6 ცალი;
მწვანე ბუჩქი-6 ცალი;
წითელი ბუჩქი -4 ცალი.
ჩვენი მე-3/ბ კალსის მოსწავლის კირილ ვესელოვის მშობლის ქსენია ვესელოვას დახმარებით მოხდა ნერგების შერჩევა და დარგვა. დიდი მადლობა მას თანამშრომლობისთვის .
ასევე დიდი მადლობა ყველა ზემოთ ნახსენები კლასის მოსწავლეთა მშობლებს,ვინც თავისი წვლილი შეიტანა გიმნაზიის ეზოს გალამაზებასა და გამწვანებაში. .
6
შიდასასკოლო მათემატიკური ოლიმპიადის მეორე ტური
16 მაისს ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადის მეორე ტური მათემატიკაში, მე-3 მე-7 კლასებში
შეჯიბრი მძლეოსნობაში
13 მაისს მე-6 მე-8 კლასებში ჩატარდა შეჯიბრი მძლეოსნობაში.
2
მშობელთა საყურადღებოდ
ძვირფასო მშობლებო,
მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, სკოლაში მოეწყობა ღია კარის დღეები (I კლასიდან XI კლასის ჩათვლით). აღნიშნულ პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად, მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ გაკვეთილს/გაკვეთილებს.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ გაკვეთილზე დასასწრებად მობრძანდით გაკვეთილის დაწყებამდე (5 წუთით ადრე), დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.
დირექცია
დაჯილდოება
16 თებერვალს სკოლა ენ-ჯიში გაიმართა I-IV/ა/ბ კლასის მოსწავლეთა შორის სასკოლო ჭადრაკის ტურნირის საზეიმო დაჯილდოება. ღონისძიება ჩატარდა განსაკუთრებულად თბილ და მეგობრულ გარემოში, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი, ნიჭი და სტრატეგიული აზროვნება.
ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მაღალი პასუხისმგებლობითა და მონდომებით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური სიგელები და სიმბოლური პრიზები.
15
ვიზიტი ქარვასლას მუზეუმში
13 თებერვალს სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასი, ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით, ეწვია ქარვასლას მუზეუმი-ს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები და მოისმინეს მათი უძველესი ისტორია.
წიგნის საჯარო კითხვის დღე
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2016 წლიდან საქართველოში აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ღონისძიებას შეუერთდა სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკაც, აქტიურად მონაწილეობდნენ V-IX/ბ კლასის მოსწავლეები. ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ლიტერატურულ ჟანრზე, წიგნებსა და პერსონაჟებზე.
5
ვიზიტი თოჯინების მუზეუმში
ჩვენი პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები 12 თებერვალს თოჯინების მუზეუმს ესტუმრნენ. აქ უამრავი ხელნაკეთი თოჯინა ვნახეთ.
გიდმა გულდასმით აგვიხსნა, რა მასალებით იქმნება თოჯინები და რამხელა შრომას მოითხოვს თითოეული მათგანი. ბავშვები აღფრთოვანებული და შთაგონებულები დარჩნენ. პატარებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ნიკო ფიროსმანის თოჯინამ, ბევრი წითელი ვარდით.
6
ვიზიტი თოჯინების მუზეუში
10 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით II/ბ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ თოჯინების მუზეუმს.
6
გამოფენა
10 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით III/ა კლასმა წარადგინა პროექტი თემაზე: „შენების ხელოვნება“. ასევე გაიმართა მოსწავლეების მიერ შესრულებული მაკეტების გამოფენა.
ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით V/ბ კლასი იმყოფებოდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
5
წიგნის საჯარო კითხვის დღე
,,ჩვენ ვართ წაკითხული წიგნები, ნანახი ფილმები" _ უთხრა დღეს სკოლა ,,ენ-ჯის" მოსწავლეებს კითხვის საათის ფარგლებში მოწვეულმა დრამატურგმა, ლიტერატურის კრიტიკოსმა _ დავით გაბუნიამ. მართლაც, ყოველი წიგნის ამბავმა სხეულში უნდა გაიაროს, რაც ,,თეთრ მაგნოლიას" გამოუვიდა.
რატომ ირჩევენ ავტორები ფსევდონიმებს, რა უპირატესობა აქვს დეტექტიური ჟანრის ლიტერატურას, როგორ შეიძლება წერის ტექნიკების გამოყენებით შექმნა უცნაური სიუჟეტი, ფინალი _ ამ საკითხებზე საინტერესო მსჯელობა გაიმართა. შეხვედრა იყო ინტერაქციული, ემოციებით დატვირთული.
მადლობა სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.
2
წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში
წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯიში 5 და 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკარმა III-V/ა და II-IV/ბ კლასებთან ერთად მოაწყო წიგნის საჯარო კითხვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.
55
ექიმის საათი
3 თებერვალს სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
მათემატიკური ვიქტორინა თემაზე: ,,ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში."
3 თებერვალს სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა თემაზე: ,,ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში."
3
გასვლითი გაკვეთილი
30 იანვარს სკოლა ენ-ჯის X/ა კლასი ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდა მეტეხის ტაძრში, სადაც შუშანიკ დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე, მოილოცეს აბო თბილელის წამების ადგილზე აგებული ტაძარი.
ღონისძიება
29 იანვარს სკოლა ენ-ჯის I/ა კლასის ტუტორების ინიციატებით ჩატარდა ღონისძიება.
2
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის III/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის III/ა კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
1
ნინო ქადაგიძეს სტუმრობა სკოლაში
28 იანვარს, სკოლა ენ-ჯიში კითხვის საათის ფარგლებში გაიმართა წაკითხული წიგნის განხილვა, რომელსაც საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ V-VI/ა კლასის მოსწავლეები. მათ ავტორს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაუსვეს საინტერესო კითხვები და მოისმინეს მწერლისგან საინტერესო ამბები.
შეხვედრის დასასრულს ნინო ქადაგიძემ სკოლას საავტორო წიგნი გადასცა და მოსწავლეებს უსურვა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება.
ახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე.
29 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.
5
სახალისო ქვესტი
22 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით VII/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.
2
ვიზიტი “VR Arena” - ზე
26 იანვარს სკოლა ენ-ჯის VII/ბ კლასი ტუტორთან ერთად მოინახულეს “VR Arena” და სახალისოდ გაატარეს დრო.
1