სიახლეები

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

        გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.

        სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • ლოგოპედის მომსახურებას.

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).

        სიახლე: მიმდინარე წელს პირველ კლასში რეგისტრაციას შეძლებენ ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

        მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -

        https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit

        მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/

        ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/

         

      • სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას  ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას:

        -ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        -მათემატიკაში;

        -პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და  კითხვის საათის გაკვეთილებს.

        • დამატებით ტარდება:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        -გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.

        სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.

        I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;

        სკოლაში  ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:

        I-IV კლასებში  09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;

        V-XII კლასებში  09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • 2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები

      • 2025-2026 სასწავლო წლის

        წლიური გამოცდები

        (ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით)

         

        დაწყებითი საფეხური

        მუხლი 11

        11.3.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)   რუსული სექტორისთვის;

        3. მათემატიკა (ორივე სექტორი);

        4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);

        11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

        11.5.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)  (რუსული სექტორი);

        3.  მათემატიკა (ორივე სექტორი);

        11.6. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის I და II სემესტრის ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა სამზე.

         

        საბაზო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს  წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:

         

        ქართული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი). 

         

        რუსული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი - ინგლისური ენა,  ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        14.4.2. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის I და II სემესტრის ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა სამზე.

         

        საშუალო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა   XI კლასებში ატარებს   წლიური გამოცდებს.

        14.4.3. XI კლასი

        ქართული სექტორი :

        • ქართული ენა და ლიტერატურა;
        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;       

        რუსული სექტორი:

        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;

        14.4.4 წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის I და II სემესტრის ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა სამზე.

         

          • 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

          •                                                                                    განცხადება

            2022-2023 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით

            5 სექტემბრის დღის გეგმა:

            09:00 საათი-მასწავლებელთა გამოცხადება;

            10:00 საათი II-IX კლასების მიღება;

            (დამრიგებლები ხვდებიან მოსწავლეებს და მშობლებს სკოლის ეზოში, შემდეგ მოსწავლეებს შეიყვანენ კლასებში, შეხვდებიან საგნის პედაგოგებს,ჩაიწერენ გაკვეთილების ცხრილს და ა.შ.)

            12:00 საათი 1ა კლასთან შეხვედრა, მოსწავლეები და მშობლები (დამრიგებელი ნანა ჯელაძე);

            13:00 საათი 1ბ კლასთან შეხვედრა, მოსწავლეები და მშობლები(დამრიგებელი ხატია ბახბახია);

            14:00 საათი X-XII კლასებთან შეხვედრა.

            პ.ს. მოსწავლეების სკოლაში ყოფნისათვის განსაზღვრული დრო არ გვაქვს...

            15:00 თათბირი დამრიგებლებთან.

            დამრიგებლები წარმოადგენენ ინფორმაციას მოსწავლეთა სკოლაში გამოცხადების შესახებ და ვინც არ გამოცხადდა - მიზეზებს.

            6 სექტემბერს მოსწავლეები გამოცხადდებიან სკოლაში 08:50 წუთამდე.

            გიმნაზიის დირექცია.

          •  შპს ახალი ქართული გიმნაზიის ავტორიზაციის შესახებ

          •  შპს ახალი ქართული გიმნაზიის ავტორიზაციის შესახებ

            დაწესებულების მიერ თვითშეფასების კითხვარში ასახული ინფორმაციის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

             

            საბჭომ გადაწყვიტა:

             

            1. შპს ახალ ქართულ გიმნაზიას (ს/კ: 200036497) 6 წლის ვადით მიენიჭოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით.
            2. შპს ახალ ქართულ გიმნაზიას მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განესაზღვროს370- ით.
            3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 26 ივლისისN844752 სხდომის ოქმის პირველი ნაწილი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად.
            4. ზოგადსაგანმანათლებლო         დაწესებულებების ავტორიზაციის        საბჭოს         აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2022 წლის 12 სექტემბერსს.
            5. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ენად განისაზღვროს ქართული ენა.
            6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებისგასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში, სააპელაციო საჩივრის სააპელაციო საბჭოში წარდგენის გზით (შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. მეორე შესახვევი №2) ან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის შეტანის გზით (შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6)

             

             

             

            სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

            ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო საბჭოს თავმჯდომარე მალაზონია დავით

            სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

            ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო საბჭოს მდივანი ჯინჭარაძე მანანა

          • ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!

          •  

            გაცნობებთ რომ გიმნაზია 2022-2023 სასწავლო წელს იწყებს 5 სექტემბერს 10 საათზე.

            გაითვალისწინეთ რომ ეს დღე იქნება მოკლე!

            განიხილება საორგანიზაციო საკითხები, მოსწავლეები შეხვდებიან პედაგოგებს, გაიცნობენ ახალ მოსწავლეებს, ჩაიწერენ საგაკვეთილო ცხრილს...

            დაწყებითი კლასის მშობლები გააფორმებენ ხელშეკრულებებს სასადილოსთან და ა.შ.

            2022 წლის 6 სექტემბერს, უკვე მზად საგაკვეთილო პროცესისთვის, მოსწავლეები სკოლაში უნდა გამოცხადდნენ პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, 8 საათსა და 50 წუთზე, ფორმით-თეთრი კლასიკური პერანგი და შავი/მუქი ლურჯი ქვედა შარვალი/ქვედაკაბა.

            გაკვეთილები იწყება და ზარი ირეკება 09:00 წუთზე და იკეტება შემოსასვლელი კარებიც.

            დაგვიანებული მოსწავლე არ დაიშვება პირველ გაკვეთილზე!

            გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთია, დასვენებები 15-10-5 წუთი.

            გაითვალისწინეთ რომ მოსწავლეთა მობილობა (სხვა სკოლაში გადასვლა/გადმოსვლა) იკეტება 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე.

          • სიმბოლური "ბოლო ზარი"

          •  გიმნაზია 2022 წლის 3 ივნისს სიმბოლური "ბოლო ზარით" დაემშვიდობა უკვე ყოფილ მეთორმეტე კლასელებს.

            ჩვენო საყვარელო კურსდამთავრებულებო,

            გილოცავთ სკოლის დამთავრებას. წარმატებულ მომავალს გისურვებთ.

            წინ გრძელი გზა გაქვთ, სიხარულით,სიყვარულით,წყენით,გამარჯვებით,მარცხით,დაცემით,ადგომით… და ამ გზაზე გვინდა- ყველა გადამწყვეტ ბრძოლაში გამარჯვება გისურვოთ.

             

             

          • ნახაზების გამოფენა

          • გიმნაზიაში V-X კლასებში ისწავლება საგანი ხაზვა, პედაგოგი იური არუთინოვი. ყოველი წლის ბოლოს კი გამორჩეული ნახაზების გამოფენა ეწყობა.

          • მუსიკალური სპექტაკლი "ანბანების სიტყვათ სეტყვა"

          • 3 ივნისს გიმნაზიაში ქართული და რუსული  სექტორის პირველი კლასის მოსწავლეებმა ერთად წარმოადგინეს მუსიკალური სპექტაკლი და ამ საოცარი ღონისძიებით დაასრულეს პირველი კლასი. მუსიკის პედაგოგი ინგა ადახი, მედიაწიგნიერების პედაგოგი შორენა ტალიკიშვილი

          • "ტვინების ბრძოლის" სასკოლო ტური

          • 23 მაისს მე-6, მე-7 და მე-8 კლასების გუნდებს შორის გაიმართა "ტვინების ბრძოლა", რომელიც არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის. ერთ სივრცეში განლაგებულმა გუნდებმა უპასუხოეს წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა იყო ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებული იყო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე.

            თამაშში პირველ ადგილზე გავიდა მე-6/ა კლასის მოსწავლეთაგან შემდგარი გუნდი, რომელმაც  მოიპოვა სკოლის ჩემპიონის ტიტული. გამარჯვებულს Brains-ისგან გადაეცემა „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი”. ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიენიჭებათ “ტვინების ბრძოლის” ოფიციალურ, სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება - რომელიც ტარდება რეგიონული მასშტაბით.

          • ინტელექტუალური თამაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში: "რა? სად? როდის"

          • 2022 წლის  5 მაისს   სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ინიციატივითა და ხელშეწყობით მე-8  და მე-9 კლასებს შორის  ჩატარა ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად?  როდის?’’, რომელიც მიზნად ისახავდა ცოდნისა და ინტერესების გაღრმავებას  ფიზიკაში, ქიმიაში,   ბიოლოგიაში, აგრეთვე  თითოეული მოსწავლის მიერ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას.

            თამაში იყო  საინტერესო და დადებითი ემოციებით სავსე.

            ორივე კლასი  დაჯილდოვდა სიგელებით. თამაშის ბოლოს  კი გამოვლინდა გამარჯვებული.

            გაიმარჯვა მე-8/ა კლასის ინტელექტუალურმა გუნდმა, წარმატებულ მოაზროვნეებს გადაეცათ თამაშის სიმბოლო - „ბუ„.

          • 26 მაისი 2022 წელი

          •  2022 წლის 25 მაისს გიმნაზიაში ჩატარდა თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. გავიხსენეთ 1918 წლის 26 მაისის მოვლენები და ნოე ჟორდანიას სიტყვა, წარმოთქმული დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერის დროს: 

            "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო; დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის".

          • სასკოლო პროექტი "დედამიწის სიყვარული იწყება ჩემი ეზოდან"

          • დედამიწის დღესთან დაკავშირებით გიმნაზიაში განხორცილედა სასკოლო პროექტი,რომლის ფარგლებში მშობლებმა შეაგროვეს თანხა:

            1/ა კლასი-285 ლარი;

            1/ბ კლასი-195 ლარი;

            2/ბ კლასი-165 ლარი;

            3/ა კლასი-195 ლარი;

            3/ბ კლასი-175 ლარი;

            4/ბ კლასი-105 ლარი;

            6/ა კლასი-150 ლარი;

            7/ბ კლასი-105 ლარი;

            8/ბ კლასი-40 ლარი;

            9/ა კლასი-30 ლარი;

            9/ბ კლასი-75 ლარი.

            სულ შეგროვდა 1520 ლარი. ამ თანხით ნაყიდია:

            კანადური ნაძვი -1 ცალი;

            ფუქსია- 6 ცალი;

            მწვანე ბუჩქი-6 ცალი;

            წითელი ბუჩქი -4 ცალი.

            ჩვენი მე-3/ბ კალსის მოსწავლის კირილ ვესელოვის მშობლის ქსენია ვესელოვას დახმარებით მოხდა ნერგების შერჩევა და დარგვა. დიდი მადლობა მას თანამშრომლობისთვის .

            ასევე დიდი მადლობა ყველა ზემოთ ნახსენები კლასის მოსწავლეთა მშობლებს,ვინც თავისი წვლილი შეიტანა გიმნაზიის ეზოს გალამაზებასა და გამწვანებაში. .

          • "რა,სად,როდის?" საბუნებისმეტყველებო მეცნიერებებში

          • აამ წლის 5 მაისს მე-7 მე-8 კლასებში საბუნებისმეტყველებო მეცნიერებებში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშია "რა,სად,როდის?". თამაშის ორგანიზატორები: ქიმიის მასწავლებელი-ირინა გაბელაია და ფიზიკის მასწავლებელი ხათუნა გელოვანი.

          • აქცია: "აჩუქე წიგნი"

          • წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სკოლაში განვახორციელეთ აქცია: "აჩუქე წიგნი". სკოლის მასწავლებლებმა და კლასში მოსწავლეებმა ერთმანეთს აჩუქეს წიგნები, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით წიგნიერების მნიშვნელობასა და გავუწიეთ პოპულარიზაცია წიგნის კითხვის საჭიროებას. 

          • 2021-2022 სასწავლო წლის   მაის/ივნისის  თვის სამუშაოგეგმა

          •  

            02.05.2022 -დირექციის წევრების შეხვედრა აპრილის თვეში თვეში შესრლებული ღონისძიებების ანგარიში/დირექციის წევრების შეხვედრა მაისის/ივნისის თვეში ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ     

            03.05.2022 -მოსწავლეთა ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებაI-VI. ინგა ადახი/ექიმი  

            03.05.2022- ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგებთან შეხვედრა. დირექცია/
             უცხოეთიდან გადმოსულ მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მუშაობასთან დაკავშირებით.

            10-20 მაისი -დიაგნოსტიკური შეფასებები IV-IX. მაია გურასპიშვილი/ყველა საგნის მასწავლებელი/ უნდა მოგვაწოდოს სამინისტრომ

            16.05.2022--ოლიმპიადის მე-2 ტური მათემატიკაში  III-VII  ზოია ცაბაძე     

             20.05.2022ოლიმპიადის მე-3 ტური მათემატიკაში III-VII ზოია ცაბაძე     

             05.05.2022 საბუნებისმეტყველო საგნებში ვიქტორინა VIII-IX  რინა გაბელაია-გოგია/ხათუნა გელოვანი  

            06.05.2022 შეხვედრა კლასის ხელმძღვანელებთან, მოსწთა აკადემიური  მოსწრების შესახებ.V-XII/ ინგა ადახი    

            13.05.2022  დასკვნითი ღინისძიება - "დედამიწის სიყვარული იწყება ჩემი ეზოდან"./ ინგა ადახი    

            13.05.2022 შეხვედრა მშობლებთან XI დირექცია/სოფიო გოგატიშვილი/ მომავალი სასწავლო წლის გეგმების შესახებ

            23.05.2022  კითხვის ტექნიკის შემოწმებაI-IV  მაია გურასპიშვილი    

            25.05.2022 დამოუკიდებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.VII-IX ინგა ადახი/კლასის ხელმძღვანელები  

            16.05.2022-25.05.2022 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებები:- ესეების კონკურსი, პოსტერების გამაზდება V-VI ; VII-IX   მაია გურასპიშვილი/ინგა ადახი/მზია ცხოვრებაზე/ეთერ დოგუზოვი/
            თეონა ფარცხალაძე. 
              - თემა "26 მაისი და საქართველო"

            27.05.2022  შეხვედრა მომავალ პირველკლასელებთან დირექცია/კლასის ხელმძღვანელები/საგნის მასწავლებელები 15:00 სთ/16:00 სთ

            16.04.2022- 20.05.2022  შეჯიბრი მძლეოსნობაში VII-XII ვიქტორია მგელაძე   

            01.06.2022-03.06.2022 სამოქალაქო კლუბის აქტივობა: ბავშვთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები V-IX  კლასები  მაია გურასპიშვილი/სამოქალაქო კლუბი  

            01.06.2022 ბავშვთა უფლებების დაცვის დღე  - სკოლის ეზოს კედლის მოხატვა.V-VI ინგა ადახი/თეონა ფარცხალაძე  

            03.06.2022  პირველკლასელთა ღონისძიება  ინგა ადახი   

            01.06.2022-10.06.2022 ადმინისტრაციული წერები V- IX დირექცია.  გრაფიკის მიხედვით

            6.06.2022- 10.06.2022 დიაგნოსტიკური წერები  (ქართული, ინგლისური) X_XI დირექცია/საგნის მასწავლებელი. გრაფიკის მიხედვით

            13-14.06.2022 ქართული ენა რუსულ სექტორზე - ახლად გადმოსული მოსწავლეებისთის ტესტირება.  მაია გურასპიშვილი  გრაფიკის მიხედვით

            16. 06.2022 დირექციის წევრების შეხვედრა მაისის-ივნისის თვეში შესრლებული ღონისძიებების ანგარიში დირექცია   

             

             

          • დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

          • 22 აპრილი დედამიწის დღეა - ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში კვლავ დაიგეგმა კვირეული, რომლის ფარგლებშიც ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის გაკვეთილებზე, მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ეკოლოგიურ საკითხებზე.

            დაწყებით საფეხურზე მოსწავლებმა გაკვეთილების პროცესში უყურეს ანიმაციურ ფილმებს ეკოლოგიურ თემატიკაზე, განიხილეს ენეგროეფექტურობისა და დაბინძურების საკითხები, დახატეს ნახატები და პოსტერები, მოეწყო სასკოლო გამოფენა;

            საბაზო საფეხურზე გეოგრაფიის გაკვეთილებზე ჩატარდა შესაბამის თემატიკაზე საუბრები, განხილვები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება. 

          • 🎈 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 🎈

            🎈 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 🎈

            ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სკოლა „ენ-ჯიში“ სპორტის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა მხიარული სტარტები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს II–V კლასების მოსწავლეებმა.

            ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სახალისო და სპორტულ აქტივობაში შეეჯიბრნენ, გამოავლინეს სისწრაფე, მოხერხებულობა, გუნდური მუშაობის უნარი და პოზიტიური განწყობა.

            ღონისძიებამ მხიარულ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. მონაწილეებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, მიიღეს უამრავი დადებითი ემოცია და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მეგობრობა, ერთობა და კარგი განწყობაა.

            💙 საბოლოოდ, გაიმარჯვა მეგობრობამ!

            გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და გისურვებთ ბედნიერ, ნათელ და წარმატებულ ბავშვობას! 🌟👧👦⚽🏃‍♀️🏃‍♂️

          • სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსი იმერეთში

            23-24 მაისს სკოლა ენ-ჯის IX/ა კლასის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოსწავლეთათვის საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობად იქცა იმერეთში. ექსკურსიის ფარგლებში მათ დაათვალიერეს გეგუთის სასახლე, მოწამეთას მონასტერი, ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, სადაც გაეცნენ საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.

            მეორე დღეს მოსწავლეებმა მოინახულეს პრომეთეს მღვიმე და სათაფლიის ნაკრძალი, რამაც მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ექსკურსიამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის, გუნდური მუშაობისა და სოციალური უნარების განვითარებას

          • ვიზიტი მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი-ში.

            22 მაისს სკოლის „ენ-ჯის“ II/ბ კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით, საინტერესო და შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი-ში.

            მუზეუმის სტუმრობა ბავშვებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა — ისინი დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ უნიკალურ ექსპონატებს, ეცნობოდნენ სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის მუსიკალურ ინსტრუმენტებს და გაოცებულები რჩებოდნენ მათი მრავალფეროვანი ფორმებითა და ბგერის შექმნის უძველესი ტექნიკებით.

            განსაკუთრებული ინტერესი მოსწავლეებში გიდის საინტერესო თხრობამ გამოიწვია, რომელმაც იშვიათი ინსტრუმენტების ისტორია გააცნო ბავშვებს. ბევრმა მათგანმა მსგავსი ექსპონატები პირველად იხილა, რამაც ექსკურსია კიდევ უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა.

          • ექსკურსია ანანურში

            ისტორია, ბუნება და დაუვიწყარი ემოციები ანანურში!

            24 მაისს სკოლის ენ-ჯის III/ა კლასის მოსწავლეები დაუვიწყარ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ — ულამაზეს და ისტორიულ ანანურის ციხესიმაგრე-ში.

            მოგზაურობა სავსე იყო ახალი შთაბეჭდილებებით, საინტერესო ისტორიებითა და ბედნიერი ემოციებით. ბავშვებმა ახლოდან დაათვალიერეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ძეგლი, დატკბნენ ულამაზესი ბუნებით და ერთად უამრავი სასიამოვნო მოგონება შექმნეს.

          • მათემატიკური ვიქტორინა — „ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში“.

            22 მაისს სკოლა ენ-ჯის მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით, ჩატარდა 5/ბ კლასის მათემატიკური ვიქტორინა — „ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში“.

            მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ შეჯიბრებაში, გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და სწრაფი მსჯელობის უნარი.

            ვიქტორინამ მეგობრული, საინტერესო და მოტივაციის ამაღლებელი გარემო შექმნა, სადაც ბავშვებმა ცოდნაც გაიღრმავეს და სასიამოვნოდაც გაატარეს დრო.

          • ექიმის საათი

            სკოლა ენ-ჯის მე-8/ბ კლასში ჩატარდა ექიმის საათი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიეძღვნა. ექიმმა მოზარდებს მარტივად და გასაგებად აუხსნა, თუ როგორ მოქმედებს მათ ორგანიზმზე მავნე ჩვევები, არასწორი ძილი და ფასტფუდი. მერვეკლასელებისთვის ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ასაკში ისინი თავად იწყებენ იმის გადაწყვეტას, თუ რით იკვებონ და როგორ გაატარონ თავისუფალი დრო. სპეციალისტის რჩევები დაეხმარა ბავშვებს, ზედმეტი მორალის კითხვის გარეშე, გვერდიდან შეეხედათ საკუთარი ჩვევებისთვის. საბოლოო ჯამში, შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა რეალური ორიენტირები საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

          • ვიზიტი ეტნოგრაფიულ მუზეუმში

            სკოლა ენ-ჯი-ს 3-4/ა კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმი-ს.

            მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სახლები, გაეცნენ ჩვენი წინაპრების ყოფა-ცხოვრებას, კულტურასა და ტრადიციებს.

            დღე განსაკუთრებით საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა — ბავშვებმა ღია სივრცეში სასიამოვნოდ გაატარეს დრო, მიიღეს ახალი ცოდნა და კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს ქართული კულტურული მემკვიდრეობა.

          • ვიზიტი თბილისის ისტორიის მუზეუში – ქარვასლაში

            სკოლა ენ-ჯი-ს ისტორიისა და ქართული ენის მასწავლებლების ინიციატივით, VI/ა კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა-ს.

            მოსწავლეები დაესწრნენ ინტერაქციულ ლექციას — „როგორ იბადება თბილისი“, რომელიც ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ბავშვები დიდი ინტერესითა და აქტიურობით ჩაერთნენ ვიქტორინაში, დაათვალიერეს მუზეუმის ექსპოზიციები და უფრო ახლოს გაეცნენ ჩვენი დედაქალაქის ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.

            დღემ სასიამოვნო და შთამბეჭდავი გარემოში ჩაიარა, მოსწავლეები კი უამრავი დადებითი ემოციითა და ახალი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ სახლში.

          • სკოლა ენ-ჯი-ს სტუმრები ქართველი მწერლები — თაია ჭინჭარაული, თამარ ჩხაიძე და დადუნა ნადარაია.

            სკოლა ენ-ჯი-ს სტუმრობდნენ ქართველი მწერლები — თაია ჭინჭარაული, თამარ ჩხაიძე და დადუნა ნადარაია.

            შეხვედრაზე სრულიად განსხვავებული გამოცდილებები და ემოციები ერთ დიდ, ნამდვილ სიმართლედ გაერთიანდა. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რამდენად ძლიერი, გამბედავი და გამორჩეულია ქართველი ქალი.

            სათქმელი ითქვა ზუსტად, გულწრფელად და ყოველგვარი შელამაზების გარეშე — სიტყვებმა კი მიზანში პირდაპირ გაარტყა. სტუმრების შემოქმედებაში მკაფიოდ იგრძნობოდა წარსულისა და აწმყოს მიჯნაზე დაბადებული სევდა — განცდა იმისა, როცა ხვდები, რომ რაღაც ძვირფასი და ნაცნობი შეუმჩნევლად დაიკარგა და უკან ვეღარასოდეს დაბრუნდება… თუმცა, ამ სევდასთან ერთად, ცოცხლობდა დღევანდელობის სიხარულიც — წამიერი, ნამდვილი და ხელშესახები.

            ეს არის თაობა, რომელმაც ორ სამყაროს შორის გაიარა — ბრძოლით, იმედგაცრუებით, გადარჩენითა და ხელახლა წამოდგომით შექმნა საკუთარი გზა. სწორედ ამიტომ მათი თითოეული სიტყვა განსაკუთრებულად ღირებული და დასაფიქრებელი იყო.

            განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა საუბარი პროფესიის არჩევაზე — თითქოს დროში მოგზაურობა…

            მწერლებმა მოსწავლეებს აუხსნეს, რომ პროფესია არ არის მხოლოდ დროებითი მოდის მიხედვით არჩეული გზა. მათი მთავარი გზავნილი იყო:

            აირჩიეთ საქმე, რომელიც დროს უძლებს — რომელიც ადამიანობას, შემოქმედებასა და საქმისადმი ერთგულებას ეფუძნება.

            მადლობა ჩვენს გამორჩეულ სტუმრებს გულწრფელი ემოციებისთვის, მნიშვნელოვანი სიტყვებისთვის და იმ შთაგონებისთვის, რომელიც ბავშვებს დიდხანს გაჰყვებათ.

          • „პირველი ნაბიჯები დიდ გალერეაში“

            „პირველი ნაბიჯები დიდ გალერეაში“

            მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლის II/ა კლასის მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ელენე ახვლედიანის ბავშვთა გალერეა-ს გამოფენაში.

            ეს მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი გამოცდილებაა პატარა ხელოვანისთვის — პირველი ნაბიჯი დიდი შემოქმედებითი სამყაროსკენ.

            ვულოცავთ მას ამ წარმატებას და ვუსურვებთ, მისი ფუნჯი მუდამ ისეთივე ფერადი, შთამაგონებელი და სითბოთი სავსე იყოს, როგორიც მისი ნამუშევრებია.

          • ვიზიტი უნიკუსში

            სკოლა ენ-ჯის II/ა კლასის მოსწავლეები, კლასის ტუტორისა და ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით, ესტუმრნენ „უნიკუსს“, სადაც მონაწილეობა მიიღეს თიხის მასტერკლასში.

            მოსწავლეებმა შემოქმედებით და საინტერესო გარემოში საკუთარი ხელით შექმნეს სხვადასხვა ნამუშევარი, განივითარეს ფანტაზია, შემოქმედებითი უნარები და პრაქტიკულად გაეცნენ თიხაზე მუშაობის ტექნიკას. აქტივობამ ბავშვებში დიდი ინტერესი და დადებითი ემოციები გამოიწვია

          • ვიზიტი კინოში

            13 მაისს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით, XI „ა“ და XI „ბ“ კლასების მოსწავლეები დაესწრნენ ინგლისურენოვანი ფილმის ჩვენებას “ეშმაკს აცვია პრადა 2”. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების მოსმენის, მეტყველებისა და ენობრივი უნარების განვითარება, ასევე ინგლისური ენის პრაქტიკულად გამოყენების ხელშეწყობა სასწავლო გარემოს მიღმა. ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა გამართეს საინტერესო დისკუსია და იმსჯელეს ფილმის მთავარ თემებსა და პერსონაჟებზე.

          • ინგლისური ენის გაკვეთილი ზოოპარკში!

            ინგლისური ენის გაკვეთილი ზოოპარკში!

            სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი ზოოპარკში.

            მას შემდეგ, რაც ინგლისური ენის გაკვეთილზე შეისწავლეს თემა — „ცხოველები ზოოპარკში“, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, ინგლისური ენის მასწავლებელმა და კლასის ტუტორმა მოსწავლეები ზოოპარკში წაიყვანეს.

            ეს დღე ბავშვებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. თითოეულმა მოსწავლემ ინგლისურ ენაზე ისაუბრა თავის საყვარელ ცხოველზე, დიდი ინტერესით დაათვალიერეს ზოოპარკის ბინადრები და მხიარულად გაატარეს დრო.

            ინტერაქტიული და შემეცნებითი აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება ინგლისური ენის უკეთ ათვისებაში, კომუნიკაციის უნარების განვითარებასა და სასწავლო პროცესის უფრო საინტერესო ფორმით აღქმაში.

          • შემეცნებითი კონფერენცია თემაზე — შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

            სკოლა ენ-ჯის X/ა კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებისთვის შემეცნებითი კონფერენცია გამართეს თემაზე — შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

            თანაგანმანათლებლობა სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამჭოლი მიზანია — მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება, ინფორმაციის კიდევ უფრო გაღრმავება და საჯარო გამოსვლისთვის საჭირო უნარების განვითარება.

            კონფერენციის ფარგლებში უფროსკლასელებმა საინტერესო და გასაგები ფორმით წარუდგინეს პატარებს ინფორმაცია „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, ისაუბრეს პერსონაჟებზე, ნაწარმოების მნიშვნელობასა და მის ღირებულებებზე.

            აქტივობა სახალისო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა პატარა მსმენელებისთვის, რადგან უფროსკლასელებმა წარმატებით მოირგეს მასწავლებლის როლი და დიდი ინტერესით ჩართეს მოსწავლეები სასწავლო პროცესში.

          • ვიზიტი კინოში

            სკოლა ენ-ჯის V/ა კლასის მოსწავლეები, ინგლისური ენის მასწავლებელსა და ტუტორთან ერთად, კინოში იმყოფებოდნენ ინგლისურენოვანი ფილმის — „მარიოს“ — საყურებლად.

            გასვლითი აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის პრაქტიკული უნარების განვითარება, მოსმენის კულტურის გაუმჯობესება და სასწავლო პროცესის უფრო საინტერესო და სახალისო ფორმატში წარმართვა.

            მოსწავლეებმა დიდი ინტერესით უყურეს ფილმს, მიიღეს სასიამოვნო ემოციები და სასარგებლო გამოცდილება. დღე მათთვის შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

          • ბიბლიოთეკის ისტორია

            სკოლის ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში I-IV კლასების (ქართული სექტორი) მოსწავლეებთან საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეები გაეცნენ ბიბლიოთეკის დაარსების ისტორიას, ბიბლიოთეკარის პროფესიის მნიშვნელობასა და მის ჩამოყალიბებას. ისაუბრეს იმაზეც, რომ ბიბლიოთეკარები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში არსებობდნენ.

            შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიგეს, რა ფუნქცია აკისრია ბიბლიოთეკარს, როგორ უწყობს ხელს ბიბლიოთეკა წიგნის სიყვარულისა და კითხვის კულტურის განვითარებას, ასევე ბიბლიოთეკის სისტემატური გამოყენების მნიშვნელობას.

            აგრეთვე საუბარი შეეხო პირველ წიგნსა და პირველ სტამბას, წიგნის შექმნისა და ბიბლიოთეკამდე მისვლის გზას. მოსწავლეები გაეცნენ ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს — წესრიგის, სიჩუმის დაცვის, წიგნების გაფრთხილებისა და ჰიგიენური ნორმების მნიშვნელობას.

            შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა — მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო კითხვები და სკოლის ბიბლიოთეკარისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. თემამ მათში დიდი ინტერესი გამოიწვია და მრავალი ახალი და საჭირო ინფორმაცია შეიტყვეს, რაც საბიბლიოთეკო ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

            შეხვედრა შთამბეჭდავი და საინტერესო გამოვიდა.

          • ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე

            30 აპრილს ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღინიშნება

            30 აპრილს, წიგნის ჩუქების კვირეულის ფარგლებში - სკოლა ,,ენ-ჯის" თრატრალურმა დასმა პროფესიული დღე მიულოცა ამავე სკოლის ბიბლიოთეკარს თამარ თავართქილაძეს, რომელიც 2003 წლიდან აღინიშნება. ეს არის დღე, რომელიც აღიარებს ბიბლიოთეკარების უდიდეს ღვაწლს წიგნიერი საზოგადოების ფორმირების პროცესში და სასკოლო ფესტივალზე მიღებული საჩუქრები - წიგნები გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად.

          • გასვლითი გაკვეთილი კახეთის სამეფოს მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლებში — უჯარმის ციხე და ბოჭორმის ციხე.

            სკოლა „ენ-ჯის“ მე-10ა კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი, რომელიც ემსახურებოდა კომპლექსური დავალების უკეთ დაგეგმვასა და თემის სიღრმისეულ გააზრებას.

            გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები — უჯარმის ციხე და ბოჭორმის ციხე. ადგილზე მათ გაეცნენ ციხეების ისტორიას, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და კულტურულ როლს.

            გასვლითი გაკვეთილი ინტერდისციპლინური ხასიათის იყო — პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლები, რამაც კიდევ უფრო გაამდიდრა სასწავლო გამოცდილება და თემის მრავალმხრივი გააზრება უზრუნველყო.

            მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დაკვირვებაში, მსჯელობასა და ანალიზში, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარათ როგორც ისტორიული ცოდნის გაღრმავებაში, ისე კომპლექსური დავალების ეფექტურად დაგეგმვაში.

          • შემოქმედებითი და ინტერაქტიული გაკვეთილი — „ნახშირორჟანგის სასამართლო“.

            დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქიმიის მასწავლებლის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, მე-8ბ კლასში ჩატარდა შემოქმედებითი და ინტერაქტიული გაკვეთილი — „ნახშირორჟანგის სასამართლო“.

            გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა როლი: პროკურორმა წარადგინა საბრალდებო სიტყვა და ნახშირორჟანგი დაადანაშაულა დედამიწაზე მავნე ზემოქმედებაში. ექსპერტებმა და ეკოლოგებმა მეცნიერულად დაასაბუთეს აღნიშნული ბრალდებები.

            მეორე მხარეს, ადვოკატმა წარმოადგინა არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლებიც გარკვეულწილად ამსუბუქებდა ბრალდებულის პასუხისმგებლობას და წარმოაჩენდა მის როლს ბუნებრივ პროცესებში.

            საბოლოოდ, მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.

            გაკვეთილი გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობით — მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დებატებში, ავითარებდნენ კრიტიკულ აზროვნებას და უკეთ გაიაზრეს გარემოსდაცვითი საკითხები.

    • კონტაქტი

      • სკოლა ენ-ჯი
      • (+995 32) 265-26-67
      • გლდანი, ფორე მოსულიშვილის ქ. 20
        თბილისი
        0167 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ჩვენი სოციალური ქსელები